ნიკა გვარამია საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი
პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
ეს ტიპი ყველაფერჩიკია ხო?? მართლა კვერცხია რა
**
13 ნოემბერი 2020 16:02
11
სწორედ ამათ დროს დაინგრა ქართული ფეხბურთი, გეტყვით რატომაც ანგრევდნენ სტადიონებს ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში საიდანაც ტალანტები უნდა წამოსულიყვნენ,დანგრეული სტადიონების ადგილას სასტუმროებს აშენებდნენ, გამოდის ახლა და ჭკუას ირიგება ეს ქათამი, თურმე ფეხბურთი არ ყოფილა ნომერ-1 სპორტი საქართველოში, ფეხბურთი იყო და იქნება პირველი სპორტი საქართველოში ვისაც არ უნდა არის სხვა სპორტის სახეობები და იმას უყურონ, ან რაც უნდათ ის გააკეთონ, შეეშვან გულშემატკივრების ნერვებზე თამაშშს.
ziko
13 ნოემბერი 2020 15:52
28
რა სპორტულ მოედანს გულისხმობ კიკი,ასფალტი რომ დაასხეს,შემოღობეს და კლიტე დაადეს?თან ისეთი სტანდარტის კარები დაამონტაჟეს,რომ რადენიმეჯერ ბავშვებს ზედ დაეცა და სიკვდილის შემთხვევებიც გვქონდა?ან იქნებ იმ დარბაზს გულისხმობ,ლევან თედიაშვილმა,ჩვენმა ლეგენდარულმა მოჭიდავემ რომ ააშენა და ბავშვებს ავარჯიშებდა,შემდეგ კი მიშამ წაართვა და ძიუდოისტებს გადასცა,შენ სხვას აგიშენებო.წადი და გაიკითხე,ლევან თედიაშვილს,რომელიც არა მხოლოდ მოჭიდავე იყო,არამედ აფხაზეთში,ერთი ოცეულის შეიარაღება იყიდა,თავისი ფულით და შვილთან ერთად წავიდა საომრად,შვილი ხელში ჩააკვდა და მის სახელობაზე აშენებული დარბაზი წაართვეს ნაცებმა,მერე კი უკაპიკოდ დარჩენილი და ამდენი დარდისაგან დიაბეტით დაავადებული,საერთოდ მიივიწყა,რა დარბაზი,რის დარბაზიო...მაგათზე ლაპარაკობ აშენებდაო?11 სტადიონი მხოლოდ თბილისში დაანგრია და დღეს ფიზიკურადა აღარ არის ადგილი,რომ სტადიონები აშენდეს,ბათუმის,ზუგდიდის,ფოთის სტადიონები დაანგრია,სასტუმროების გულისთვის და სად ააშენეს?ეტყობა ძალიან პატარა ხარ და სულ არ გახსოვს,მაშინდელი სინამდვილე. წაგებულ და კაპიტულაცია გამოცხადებულ ომზე ,გამარჯვება რომ გვაზეიმეს,ის ხალხია ეგენი და ტყუილი,მაგათი ბუნებრივი მდგომარეობაა.ასე რომ ძალიან ნუ დაუჯერებ მაგათ ცრუ ტელევიზიებს და ცრუ ენებს.
სოსო
14 ნოემბერი 2020 14:07
1
XO DA საქმეც მაგაშია ძალით ახარჯიებდა მიშა
kiki
14 ნოემბერი 2020 13:35
1
ყველა გამოხმაურება
კომენტარი არ მაქვს.
კახელი
13 ნოემბერი 2020 15:35
1
ეს კვერცხი ხან ჟურნალისტია, ხან ეპიდემიოლოგი, ხან პროკურორი, ეხა სპორტული მიმომხილველიც გახდა. ვის აინტერესებს საერთოდ ამის აზრი?
კაიერთი
13 ნოემბერი 2020 15:31
7
ფუ საზიზღრობა!
სოხუმელი ვეტერანი
13 ნოემბერი 2020 15:26
8
პაიჭაძე, მესხი, მეტრეველი, მაჩაიძე, სიჭინავა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, ქინქლაძე, დემეტრაძე, არველაძეები, ქეცბაია, კალაძე.....კიდე რამდენი ჩამოვთვალო....და ფეხბურთი ჩვენი სპორტი არაა....გვარამია ერთი უკან ხელი მოისვი ბიჭო, ცუდად ხომ არაფერი გაქ შერჩენილი....
სერგი
13 ნოემბერი 2020 15:12
15
უნდა გაითვალისწინოთ, რომ როცა ეგეთი ტალანტები გვყავდა, მაშინ საქართველო აწყობილი ქვეყანა იყო, ეხლა კი ისეა გაფარჩაკებული ფეხებს ძლის მიათრევს და ფეხბურთისთვის სად სცალია!
gaga
13 ნოემბერი 2020 15:51
14
უკან კიდევ ხელი მოისვას? ისედაც მისმულ- მოსმული არა აქვს?
sergis
13 ნოემბერი 2020 15:32
7
ეს ქათამი ვინმემ გააჩუმეთრა
123
13 ნოემბერი 2020 15:11
15
ხო ფეხბურთი არ დავაფინანსოთ და პოლიტიკა დავაფინანსოთ არა, ეს რო რამეს იტყვის ფეხბურთზე,პრობლემებია ფეხბურთში და ამას უნდა სწორი მიდგომები ამაშია საქმე.ფეხბურთი იყო და დარჩება ნომერ 1 სპორტი საქართველოში ვისაც ფეხბურთი არ უნდა იმან უყუროს ჭიდაობას და სხვა სპორტის სახეეობებს.
ziko
13 ნოემბერი 2020 15:00
4
ცხოვრებაში რაგბს და ჭიდაობას ვერ ვუყურებ. მარტო იმიტო რო აი ქართველი იგებს და რაღაც ფუჭი განდიდების მანიით შეგიპყრობს. სპორტი პირველ რიგში ასოცირდება ფეხბურთთან მიყვარს და იმიტო ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს. ძიუდო შტანგის წევა და დარტსი მაყურებინეთ კიდე. მშობელი იმიტო ხო არ გიყვარს რომ წარმატებული და მდიდარია? ენას იმიტომ ხომ არ ირჩევ რომ პოპულარული და გავრცელებულია? სამშობლოს სიდიადის და ძლიერების გამო ხო არ ირჩევ? ასე ბიძიკო გულშემატკივრობაც, გვიყვარს ჩვენ ფეხბურთი! აი კორუფციაში და ბიუჯეტიდან გადაყრილ თანხებში გეთანხმებით.
semi
13 ნოემბერი 2020 14:56
0
ამას რაღა უნდა
Tk
13 ნოემბერი 2020 14:56
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული