ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს სტუმართა გუნდის 32 წლის თავდამსხმელმა გევორგ კაზარიანმა (კვიპროსის აელი) უპასუხა
"შესაძლოა, ზოგიერთ სომეხ გულშემატკივარს მაკედონიასთან ქართველების წაგება გაუხარდა, ზოგს - პირიქით. გასაგებია, ძნელია ასეთ შეხვედრაში დამარცხება და არაა გამორიცხული საქართველოს ნაკრებს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.
მეტოქეს ძლიერი გუნდი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს.
ჰენრიხ მხითარიანის არყოფნაში მზად ვარ ლიდერობა საკუთარ თავზე ავიღო, თუმცა ხვალ ყველა ჩვენი ფეხბურთელი ლიდერობას უნდა შეეცადოს და ერთიანი გუნდი
იყოს.
მე მჯერა, რომ საქართველოსა და მაკედონიის დამარცხება შეგვიძლია".
აგენტი, რომელმაც ფეხბურთელი რუსეთში წაიყვანა, პატრიოტია?
ვისაც ჩვენი დამარცხება უხარია, ის ჩვენი მეგობარია?