ქართველების შეურაცხმყოფელ თანამემამულეს სომხებმა უპასუხეს - "ასეთი მდაბიო საქციელი არ გვეკადრება!"

AutoSharing Option
დღეს, 15 ნოემბერს "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრამდე კი გულშემატკივრები ორივე მხარეს გამარჯვებას სთხოვენ, თუმცა ზოგი ფარგლებსაც სცდება...

ერთ-ერთმა გულშემტკივარმა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქ" გვერდზე გამოთქვა პროტესტი, რომ საქართველო დიდი ასოთი ეწერა, მისი თქმით, ქართველები არ ვიმსახურებთ ამას და ჩვენი ქვეყნის სახელი პატარა სიმბოლოთი უნდა დაიწეროს, რაზეც პასუხიც მიიღო:

"მესმის შენი, თუმცა ასე არ შეიძლება, ეს ჯერ ერთი, დასჯადი საქციელია და მეორეც, თუ მაგრები ვართ, საქართველოს მოედანზე უნდა ვაჯობოთ, ამგვარი მდაბიო საქციელები არ გვეკადრება."

იყო
სხვა კომენტარებიც:

"არ შეიძლება ყველას პროვოცირება და მტერთა რიცხვის ზრდა. არცერთ მეზობელსა თუ არამეზობელს არ ვუყვართ, ყველა მოვიძულეთ და დავრჩით მარტო, დახმარების გარეშე.

ვერ წარმომიდენია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. მტრებს ქვეყნის გარეთ ვეძებთ, არა და მოღალატეები ქვეყნის შიგნით გვყავს."

"ქართველებთან რა გვინდა, მაგრამ ასეთ რთულ დროს ამ მატჩში გამარჯვებას მცირე სიხარულის მოტანა მაინც შეუძლია."

"ჯერ არაფერი გვაქვს სალაპარაკო, არასდროს მოგვიგია მეზობლებისთვის, იმედია ამ აუტანელ ვითარებაში ბიჭები მაინც გაგვახარებენ!"

"ყოჩაღ ჩვენ. რომ არ მოგატყუოთ, მიკვირს, ირგვლივ ყველას გადამტერება როგორ მოვახერხეთ."

ცხადია, ამ კომენტარების მიღმა იყო საწინააღმდეგო განწყობისა და შინაარსის მქონე ტექსტებიც, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მტრული და ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივების ნაცვლად ყველამ არსებული პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვიფიქროთ.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ტრანსილაციას პირველი არხი შემოგვთავაზებს.

altხოაკონ კაპაროსი: მაკედონიასთან წაგება საქართველოს ნაკრებზე გავლენას არ მოახდენს

altგევორგ კაზარიანი: სომეხ გულშემტკივართა ნაწილს საქართველოს დამარცხება გაუხარდა

altვლადიმირ ვაისი: "ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო, მაგრამ სომხეთს უნდა მოვუგოთ"

altსაბა ლობჟანიძე: სტრესული ვითარებაა - რეაბილიტაცია მოგება იქნება

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩვენ მტერს ასეთი მეზობელი!!!!
dato
16 ნოემბერი 2020 15:30
1
სომხებიც და აზერებიც ჩვენი მეზობლები არიან, კარგი და ცუდი ყველგან არის.
ჯობია ჩვენს ქვეყანას მივხედოთ. ქართულ მიწებზე პრეტენზია ყველას აქვს და თუ ჩვენ არ ვივარგებთ პრეტენზიაც გაუჩნედებათ.
აგერ აზერბაიჯანი ალბამენელბის მემკვიდრეებად აცხადებენ თავს და ნახევარ კახეთს ეპოტინებიან, ნუ თან ამბობენ თურქები ვართო.
ასე რომ ამ დაპირისპირებაში ვინმეს მხარეს ყოფნა უბრალოდ სისულელეა.
ამჟამად თუ სიმართლე გაინტერესებთ ჩვენთვის სომხეთის მარცხი არ არის კარგი. ამით კვეთრად იზრდება აზერაბიჯანის გავლენა ამიერკავკასიაში, უკვე ფიქრობენ რომ ისინი არიან კავკასიაში ლიდერები, რაც ამბიციებს გაუზრდით
las
16 ნოემბერი 2020 11:39
1
შენ როგორ გეტყობა რომ სომეხი ხარ: დდდდ
აზერები ბევრ რამეში დაგვიდგენ გვერდში, არასოდეს უღალატიათ, 2008წელს უკრაინასთსნ ერთად მხოლოდ მაგენი გვედგენ გვერდში, და არც არასოდეზ კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ჩვენთვის. შეადარე ეხლა
Givi
16 ნოემბერი 2020 13:22
4
დავწერთ თუ არ დავწერთ, წაგვიშლიან თუარა ყველამ ვიცით საქართველოს უახლესი ისტორია მაინც, ვიცით ხომ ვინაა ჩვენი მეგობარი და ვინ მტერი?!
მერაბი
16 ნოემბერი 2020 04:28
1
"თუმცა, მიგვაჩნია, რომ მტრული და ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივების ნაცვლად ყველამ არსებული პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვიფიქროთ."

ამას თუ წერ და ამის მართლა გჯერა, აბა რაღაც წერ ამ სტსატიას ვიღაცის ფბ კომენტარზე დაფუძნებით? თან ლაიქ-შეარები და ფლეიმ ომი გინდა და თან მაღალ მატერიებზე საუბრობ.
ვაახ
15 ნოემბერი 2020 21:26
1
საფრანგეთოი-2010 წელი.. მაგრა მეწევინება და სიგარეტი არა მაქვს..ლაგერის შესასვლელთან გამოელაგნენ სომხები ერთი 6 კაცი მოსაწევად..სიგარეტს ხო ვერ მომაწევინებთ მეთქი..არაო,არ გვაქვსო-6 კაცი გამოვიდა მოსაწევად და არ ქონდათ თურმე სიგარეტი... ჩეჩენი ბიჭი იდგა შორიახლოს ალი,დამიძახა-მეუბნება ლევან-არასდროს მაგათ არაფერი თხოვოო..მერე ალიმ მომაწევინა თუ როგორ იყო დალშე არ მახსოვს,ეს კი დამამახსოვრდა(არც ჩეჩნებია ჩვენი ბრატები,უბრალოდ რაც იყო ის დავწერე)
Levani
15 ნოემბერი 2020 20:59
5
ჩემი პოსტი არაეთიკური იყო თუ, რატომ დამიბლოკეთ?
სოსო
15 ნოემბერი 2020 20:39
2
არ დაიჯეროთ,რომ მაგათ რამე შეიგნეს და გაათვითცნობიერეს.ვინც ვითომ ჩვენი მოსიყვარულე გახდა,ზუსტად ეგენი უფრო სახიფათონი არიან,ისევე როგორც გვარგადაკეთებულები, უბრალოდ მაგარი მუშტი მოხვდათ და ახლა სხვანაირად ჭიკჭიკებენ.მასეთი შენიღბული მტერი ყოველთვის უფრო სახიფათოა და ჩვენს ნდობას ეგენი ვერასოდეს ვერ დაიმსახურებენ.20 საუკუნის უამრავი მაგალითი მაძლევს ამის თქმის საშუალებას. არავის არ ჭირდება მაგათი ადვოკატობა.დღეს მოედანზე უნდა გავცეთ პასუხი, ვაისმა თუ ისევ არ აურია შემადგენლობა და ტაქტიკა.
ზესტა
15 ნოემბერი 2020 20:36
4
რაღა უნდა დაამატო, იმიტომ არ გვწირავს უფალი, რა სიტყვებია,გენაცვალეთ ყველას,ცუდი როგორ უნდა უსურვო რომელიმე ერს!გაგიმარჯოთ ქართველებო,მარცხსაც ვაჟკაცურად უნდა შეხვდე და არ უნდა გაგაბოროტოს, იქნება გამარჯვებები, თუ ერთად დგომასაც ვისწავლით!!
Z.g.
15 ნოემბერი 2020 20:24
0
2-0 ვიგეებთ
kavte13
15 ნოემბერი 2020 20:15
3
სომხეთის და საქართველოს სიძლიერეზეა კავკასიის დამოუკიდებლობა დამოკიდებული!!! სამწუხაროა რო ამას სომხეთში ვერ ხვდებიან და ერთად სიარულის მაგივრად ზურგში გვირტყამენ ყოველ ჯერზე. იმედია მალე მიხვდებიან სომეხი პოლიტიკოსები, რომ ჩვენ ერთამენეთის გარეშე გაგვიჭირდება და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, ხალხი კი ხვდება მაგდენს.
Gia
15 ნოემბერი 2020 19:55
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული