საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ სომხეთთან მარცხდება

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 0:1 წააგო.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა
დაუშვა, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი 0:1
გოლი: კაზარიანი (33)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ლობჯანიძე

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი, კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი, გრიგორიანი, უდო, ბარსეგიანი, კარაპეტიანი, ადამიანი


მკითხველის კომენტარები / 62 /
რატომ აფორიაქდით და რა გიკვირთ? რა დონეზეც ვიყავით ჩაკვეტაძის გამოჩენამდე ისევ იქა ვართ ოღონდ ამჯერად სამწუხაროდ კვარაცხელიას გარეშე დარჩენილები.
temo
17 ნოემბერი 2020 15:08
0
ვერ გაიგო ამ კაცმა რო არც გვილია არის გამთამაშებელი და არც დავითაშვილი არის მარცხენა შემტევი. დავითაშვილი გამთამაშებლად თამაშობს სულ და გვილია საყრდენია, მაგრამ ვაისი როგორც ყოველთვის ფეხბურთელებს ვის სად ათამაშებს გაგება არ არი.ეს 300 კილოიანი გრიგალავა კი რა უბედურებაა ათამაშე რა დაცვის ცენტრში ტაბიძე, ვინყოფილა ეს კაცი რა ექსპერიმენტებს ატარებს თვითონ არ იცის.
ziko
15 ნოემბერი 2020 23:25
0
სირცხვილით ამათ, როგორ უნდა უგულშემატკივროს ადამიანმა.( ცხვრების ფარა)
ბებერო
15 ნოემბერი 2020 23:16
1
თავს ზემოთ ძალა არაა. რასიზამ არგვყავს გუნდი საერთოდ. შეტევაში საერთოდ ვერაფერს ვქმინთ,დაცვა 0. 2 კონტტშეტევა და 2 გოლი გაუშვით. სირბილი 0. მწვთნელმა მეტი რაუნდაქნას,რა მოთამაშეებიც ყავს მეტს ვერაფეტა ვერ გააკეთებს. სავარაუდოთ ბოლო თამაშსაც დავთმობთ მოტივაცია 0. ვიყოთ ისევ იმედიანათ მომდევნო 10 წელი.
სოკრატე
15 ნოემბერი 2020 22:59
0
უთავმოყვარეოთა დოღი
ქუთაისი
15 ნოემბერი 2020 22:58
0
სომხეთი თითო თამაშში 2 გოლს რო გაგიტანს კარგით რააააააა
გიო 11111
15 ნოემბერი 2020 22:57
1
ვლადიმერ ვაის,ფიფიას,და უგუნურ ჩინოვნიკებს არ ვარ კაცის მკვლელი მაგრამ სიზმარში ყველას მოგკლავდით თქვენიი,,,,,, მოღალატე ,,,,,,,?
თეოფა
15 ნოემბერი 2020 22:56
0
ამ კომენტატორების გარეშე რომიყოს თამაში არ შეიძლება მაღიზიანებენ ძალიან სულელური გამონათქვამებით ამათ ისევ ჩაიჯვეს არ დაბლოკო სპორტალ ნუ მიბლოკავ სულ კომენტარებს
Gio
15 ნოემბერი 2020 22:55
0
სამართალმა პური ჭამა. ნაკრები გვყავს თავისმომჭრელი. ანდორის, გიბრალტარის და ფარერების დონეზე. ვაისს რას ერჩით რა! დღეს ნახირი იდგა მოედანზე
: )))))))
15 ნოემბერი 2020 22:54
0
ამათ მოედანზე ძაღლს თუ მიუქსევ მაშინ თუ გაიქცევიან თორე სეორნობაში ყველა მაგარია
ფიფა
15 ნოემბერი 2020 22:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული