კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
აბა იბლატავეთ ეხლა ფედერაციის ვირთხებო.
kaxi
15 ნოემბერი 2020 23:13
0
გვარამია პოსტის გამო ვინც აიკელით,გამოგაძროთ თუ გამოიძრობთ?......ვიდრე საქოცეთია სულ ასე იქნება.....არც ნაცების დროს ბრწყინავდა საქართველო მარა ეხლა?
x
16 ნოემბერი 2020 10:55
18
სწორია მუჯირი,ხალხს რომ დააბრალა. სწორედ ჩვენი ბრალია, რომ მაგ უსაქმურებს ვიტანთ და პასუხს არ ვთხოვთ.უთავმოყვარეო და ყველაფრის ღირსი ვიქნებით თუ პასუხს არ მოვთხოვთ ხალხის დაცინვაზე!
ელგუჯა
16 ნოემბერი 2020 00:43
2
გადადგეს ფედერაცია, პასუხისმგებლობა მარტო მაგათმა კი არა ყველამ უნდა აიღოსახალი მწვრთნელი ახალმა ფედერაციამ შეარჩიოს, ფედერაცია კი გულშემატკივრებმა აირჩიონ და არა ერთმანეთის მოძმაკაცე დელეგატებმა
!!!
16 ნოემბერი 2020 08:23
1
ალბათ ცვედანი ფეხბურთის ნაკრებების ტურნირი რომ მოიგონონ იქაც მეორე ადგილზე გავალთ, იმიტომ რომ იქ პირველ ადგილზე გასვლასაც ყვერები უნდა!
Gio
16 ნოემბერი 2020 00:16
2
დავრჩით იქ სადაც ჩვენი ადგილია, ნეხვში! ფეხბურთი წვრილმანია, უბრალოდ ეს თამაშები საერთო რეალობას ასახავს
ზურა
16 ნოემბერი 2020 00:05
1
ჰოო დააბრალეთ მწვრთნელებს მერამდენე მწვრთნელს იცვლით ერთი თქვენი მოსაწონი რომ ვერ გამოჩნდა თქვე მართლა უთავმოყვარეო ხროვავ ვითომ ფეხბურთელები რომ გქვიათ რას გავხართ პირველ რიგში თქვენ დასეირნობთ მოედანზე!!!
გეგი
15 ნოემბერი 2020 23:49
4
კობიაშვილი გადადექი! შენი ბრალია ყველაფერი! / წადი რა, მელიას სდიე!! და ჩვენ თავი დაგვანებეთ ყველამ !
Vasili
16 ნოემბერი 2020 00:32
1
მელიას ნამუს გარეცხილებთან საქმე არ აქვს.
დათო
16 ნოემბერი 2020 01:38
15
ფედერაცია!!! წადით ბიჭო წადით, თავი დაგვანებეთ, ხომ ხედავთ არ იცით ეს საქმე, დაგიშავეთ რამე, გულით ავადმყოფი გახდა გულშემატკივართა უმრავლესობა !!! ოღონდ ჯერ ბიუჯეტიდან მილიონები რომ გაქვთ დახარჯული ფეხბურთის განვითარებაზე მაგაზე გვიპასუხეთ შედეგი რა მიიღეთ და სომხეთსაც მაგდენი აქვს თუ არა დახარჯული ფეხბურთის განვითარებაზე ხალხის-ბიუჯეტის ფული?!
????
16 ნოემბერი 2020 00:01
1
ჩაალაგეთ ჩემოდანი ფედერაციამ და ვაისთან ერთად სხვაგან სცადეთ ბედი. 
გილოცავთ, თქვენი "მოღვაწეობის" 5 წლის თავზე მივიღეთ უუნარო, უსახური და უპერსპეკტივო ნაკრები, მომავლის გარეშე. სტადიონების მშენებლობა თუ მიგაჩნიათ მარტო საქმედ, მაშინ გადაინაცვლეთ სამშენებლო სექტორში და ფეხბურთს თავი დაანებეთ. 
WTF
15 ნოემბერი 2020 23:14
1
იმ სტადიონების აშენებაშიც ფულს აკეთებენ, ხომ არ ფიქრობ რომ ეს ფეხბურთის ან ქვეყნის სიყვარულით მოსდით?..
zaza
16 ნოემბერი 2020 00:05
1
ძირითადი შემადგენლობით ხომ იგებენ და ეხლა მეორე შემადგენლობით საერთოდ თავზე ლაფი ჩამოისხეს,წავიდეს ვაისი და გაყვნენ უკან ფედერაციის არაფრის გამკეთებელი უსაქმურები
კაპაროსი
16 ნოემბერი 2020 00:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული