კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
თქვენ მოგიტყანთ გულღვიძლი
lechxumeli
15 ნოემბერი 2020 23:03
1
დღეს მთავარი იყო გასაკეთებელი, უნდა წაეგოთ რომ ბ ლიგაში გადასვლის შანსი არ ყოფილიყო, ესტონეთთან კი მოიგებენ, ასე რომ ამ ლიგაში ისედაც დარჩებიან, ზედა ლიგაში კი სპარინგ პარტნიორების როლში იქნებოდნენ მხოლოდ ყველა მატჩის წაგებით.
ამ ლიგიდან მომავალ შესარჩევებში გასვლის მეტი შანსიაო, ამბობენ საქმეში ჩახედული ხალხი.
ასე რომ, აცალეთ, მეტი არც შეუძლიათ,არც უნარი აქვთ და არც მოეთხოვებათ. საფორთხავად დაბადებული ვერ იფრენს, ეს ხომ აქსიომაა?
ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი და სხვებო მაქ სფფ-დან , დროა მიხვდეთ რომ ნაკრებს უკეთესი რეზულტატი ექნება მხოლოდ და მხოლდო ქართული ჩემპიონატიდან აყვანილი ბიჭებით და ქართველი მწვრთნელტა დუეტით( ან ტრიო) . შეისმინეთ ეს ადამიანებო, გეყოთ ეს აუტანელი სიჯიუტე!
jango
16 ნოემბერი 2020 00:58
11
თვალის წვეთების სახელი ხო არ იცით ვინმემ?
ზესტაფდონი
16 ნოემბერი 2020 00:19
2
დღეს ვინც თამაშობდით საბა ლობჟანიძის და დავითაშვილის გარდა ყველამ დაახვიეთ ნაკრებიდან! თქვენი მწვრთნელიან ფედერაციის წევრებიანათ!
კოკი
16 ნოემბერი 2020 00:15
9
მთავარი პრობლემა ბავშვთა საფეხბურთო სკოლებია. იქ უნდა ასწავლიდნენ ბურთის გაჩერებას, პასს, დარტყმას და ასე შემდეგ. ამათ აღარაფერი ეშველებათ, გვიანია უკვე. პლიუს წაგებულის მენტალიტეტი აქვთ და თვითონაც არ ჯერავთ გამარჯვების. ჰიმნის დროს ნაცემი ბავშვებივით იდგნენ თუ დააკვირდით.
პატრიოტი
15 ნოემბერი 2020 23:20
0
და მერე ვინ უნდა ასწავლოს? წერა-კითხვის უცოდინარი მწვრთნელმა?არ მოგწონთ ბატონო როცა გეუბნებიან ენები ისწავლეთო,იმუშავეთო,გირჩევნიათ ბირჟაზე ჯდომა და პლანის წევა,მერე არჩევნებზე 100 ლარის აღება,ხოდა გაქვთ ის რასაც იმსახურებთ
ჟორა
16 ნოემბერი 2020 00:50
0
Идите на ----!
ზვიადი
15 ნოემბერი 2020 23:01
0
ფეხბურთის პედერასტიამ რაო? რა ოფიციალური განცხადება გააკეთა?
ფფფ
16 ნოემბერი 2020 11:29
2
არ ვიცი რა დავწერო. საბა ლობჟანიძე არ უნდა ყოფილიყო სკამზე წინა შეხვედრაში. რესურს ეს კაცი არასწორად ანაწილებს. ჯიღაური, ნავალოვსკი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, გრიგალავა დღეს მაინც, არ უნდა ყოფილიყვნენ,გვილია ხომ საერთოდ შენელებული კადრი, როცა თავის ლეგიაში არაა სასტარტოში ესეიგი ვერ ქაჩავს შენ რაღას ეძალები. მე პირადად საბა ლობჟანიძეს დღეს ყველაზე მაღალ შეფასებას და სათამაშო დროს მივცემდი. შესაძლებლობების სწორად გამოყენებაა მწვრთნელობა.... სტანდარტულებში ნული.არ იგრძნობა არაფერი ამუშავებთ რამეს????
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ნოემბერი 2020 01:57
3
აი, თურმე რატო არ აკეთებდა ვაისი ცვლილებებს
zuka
15 ნოემბერი 2020 23:28
2
araushavs bichebo,raz magrebi vart kartvelebi vart,tkve genazvalos armen bizia!
qomagi
15 ნოემბერი 2020 23:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული