ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
Chemo azrit 3-4 pexburteli garda yvela gasayrelia. Vcxovrob ukrainashi da maxsovs xocholava rogor mxecivit tamashobda chernomotecshi, rogorc ki gadavida shaxtarshi chaipusha da cols colze icvlis. Pulma gaapucha da imitoa skams rom axexineben. Male gaushveben magas sadme, da moishoreben tavidan.
David
16 ნოემბერი 2020 10:29
0
ქართველებს გვყავს უდიდესი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე, ყველა დროის უძლიერესი, ლეგენდარული ადამიანი, რომელსაც შეუძლია კიდევ მრავალჯერ გაგვახაროს....სწორედ მასზე და ძალისმიერ სპორტის სახეობებზე უნდა იხარჯებოდეს ის ფული, რომელსაც ფუჭად ანიავებენ ფეხბურთის და თუნდაც რაგბის ფედერაციაში. ეს სახეობებია: ძალოსნობა, ძიუდო და ჭიდაობა თავისუფალი და კლასიკური.
გია
16 ნოემბერი 2020 10:23
8
ხოჭოლავას ცუდათ არ უთამაშია რას ერჩის ვეწრ გავიგე, როცა გუნდი მოშლილია რა უნდა ქნას ერთმა მცველმა? მემგონი მთავარი პრობლემა ყოველთვის შემადგენლობის სერჩევაში ქონდა ამ კაცს, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ფეხბურთელი ვერ თამაშობდა და მე 80 წუთამდე არ სცვლიდა.
იაგო
16 ნოემბერი 2020 10:17
5
ეს ვაისი ფედერაციას, რომ აქებს სულ ვერ გავიგე ხელფასი და პრემია, რომ არ დაუკავონ იმოტომაა?
გამოდი და პირდაპირ უთხარი ყველა ფეხბურთელს ვინ რა მიქარა, ერთი ადგილის მოთამაშეები ჩვენთანაც მრავლადაა.
ფედერაცია წადი, ვერ ხვდებით, რომ უკვე ხალხი ვერ გიტანთ!
ქომაგი
16 ნოემბერი 2020 10:16
1
ხომ ბევრი უკიჟინეთ ვაისს მაკედონიასთან დავითაშვილი რატომ არ გამოიყვანა დროზეო. აჰა, სომხეთთან მისცა შანსი და რა? ნული.
გენა
16 ნოემბერი 2020 09:58
5
ხალხო, პრობლემა თავშია და ბოლოში ვეძებთ. საძმოებად რომ არის ეს სპორტი დაყოფილი ეს ჩვეულებრივი კორუფციაა. ასევე კორუფციაა ისიც, რომ სპორტში ძაან აქტიურად აწინაურებენ "საჭირო" ხალხის შვილებს და ამით ჩაგრავენ ყველა სხვას. ბავშვთა სპორტშიც ასეა, "ყუფარაძემ" თა არ დარეკა, არავინ გაგახარებს. ეს ქმნის ყველაფრის სათავეს. ეს სანამ არ მოიშლება, ისე არაფერი გამოვა
123
16 ნოემბერი 2020 09:55
1
მადლობა ბატონო ვაის! საქართველოში, ფეხბურთში და ბევრ სფეროში, ჩამორჩენილები ვართ. დებილური მენტალიტეტი გვაქვს და საკუთარ თავზე უზომოდ დიდი წარმოდგენა გვაქვს. ცოდოები ვართ, მაგრამ ჩვენ თუ არ გამოვასწორეთ საკუთარი თავი, ვერც რუსის როზგი და ვერც ამერიკის ჩიზბურგერი ვერ გვიშველის...
ლუკა
16 ნოემბერი 2020 09:14
9
ტურებო! დაიწყეთ ვაისის გამართლება? 89-ე წუთზე შეცვლებით დრო რომ გაიყვანა წაგებულ ფინალში? უქიცინეთ კუდები ახლა! ფუ!
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 09:08
16
sormona, იმიტომ, რომ ორპირი ხალხია ბევრი!
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 13:42
1
აბა კაცო, სულ ვაისის ბრალი ყოფილა ამათი უჯიგრობა! მანამდე ქეცბაიას ბრალი იყო, ქეცბაიამდე კიდე ვიღაცის, ანუ ყველა მწვრთნელის ბრალია გარდა ფეხბურთელებისა, რომლებიც უჯიგრო და უფხოები არიან? ამას ჰქვია პროფესიონალიზმის ნაკლებობა!
joi zaza
16 ნოემბერი 2020 11:24
6
ყველა გამოხმაურება
ნაცკლასტერს სხვა საქმე რო არ აქვს უკვე ჩაუსაფრდნენ კომენტარებს, დიდი ნიკოლოზ გვარამა ხელმძღვანელობით!
მათ დროს ხომ ყვაოდა სლორტი:
ფეხბურთში მსოფლიო ატალახებული გვქონდა, რაგბში ინგლისს და ირლანდიას გუნდებად აღარ ვთვლიდით, კალათბურთში გაგვიჭირდა მართალია, მაგრამ ამერიკას ბოლო წამზე მიშიკოს ბაზერ-ბოტერით ხომ გამოვჰლიჯეთ მსოფლიო ჩემპიონობა?
ინდივიდუალურ სპორტზრ ხო არაფერს ვამბობ:
გამოჩვდნენ ისეთი ვუნდერკინდები, როგორებიც არიან:
მიშა (კასპაროვი)
გვარამა (გაფრინდაშვილი)
გიგი (კარსენი)
გიგა ალექსანდრია
ვაი თქვენს პატრონს
ირაკლი
16 ნოემბერი 2020 09:04
26
მოვიდა ვაისის წასვლის დროც და მან კვე გულახდილად ილაპარაკა. ილაპარაკა და თქვა ის, რასაც აქამდე ვერ იტყოდა და ვერ გამოიტანდა გარეთ ნაკრების სამზარეულოს. მან თქვა სიმართლე და ეს დასაფასებელია. და თქვა ძალიან საჭირო სიმართლე. ისიც ეტყობა რომ ამ კაცს უკვე უჭირს აქ მუშაობა და ტკივილს აყენებს. ერთი სული აქვს სანამ წავა რადგან პროფესიონალიზმის ნაკლებობას ვერაფერს ვერ უპირისპირებს. ვაისს ჰქონდა თავისი შეცდომები, მაგრამ მაინც მადლობა მას რომ ამ საფეხურამდე აიყვანა ჩვენი უხასიათო ნაკრები და მადლობა ამ უკანასკნელი სიმართლისათვის რაც გუშინ თქვა. გული კი იმაზე მწყდება, რომ ამ კაცის სამუშაო უარყოფითად შეფასდება შედეგების გამო. არადა მართლა მესიმპატიურებოდა და ვხვდებოდი რომ მართლა გულს დებდა. მაგრამ როგორც ჩანს აქ ვიღაცეებისათვის ფეხბურთის ანაბანა უნდა ესწავლებინა და ამ დონეზე ეს არ უნდა დასჭირვებოდა.
პ.ს. ეხლა კი ვხვდები ფინალსა და დანარჩენ მნიშვნელოვან თამაშებში რატომ აყენებდა ძველ შემადგენლობას...
ანესთეზეოლოგი
16 ნოემბერი 2020 08:48
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული