ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
მადლობა ვაისს წინ კიდევ ბევრი ფინალი გველოდება!!! წარმატებები ნაკრებს.
Georgia
10:56 17-11-2020
0
რა მაინტერესებს, ხომ არ შეუძლია ვინმეს პასუხი. კალათბურთში არის ადრიატიკის ლიგა, სადაც სერბეთის, ხორვატიის, მონტენეგროს, სლოვენიის, ისრაელისა და ბოსნიის გუნდები თამაშობენ. თან ყველა გუნდი ამავე დროს საკუთარ ჩემპიონატებშიც გამოდის და ზოგიერთი მათგანი ევროლიგაზეც, მგონი. რამე ეგეთი რომ მოიფიქროს ვინმემ, ვითომ სპონსორები არ ეყოლება? მაგი თუ უშველის ჩვენს ზოგიერთ კლუბს. გინდა, არ გინდა, ერთა ლიგამ ბევრი რამე დაგვანახა, მოტივაციაც შეგვძინა, შეცდომებიც უფრო მეტი დავინახეთ. ბოლო-ბოლო სიხარულიც ხომ იყო.
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ვაისმა დაგვანახა მგონი, ვისაც აყენებდა ხოლმე ძირითდში და ენდობოდა, რატომ აკეთებდა ამას.
ფეხბურთის ქომაგი
22:18 16-11-2020
1

სიახლეები პოპულარული