ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
ცოდოა ეს ადამიანიც, რასაც ამბობს, გულწრფელად ამბობს... და ბევრ სიმართლესაც! რას ვიზამთ, ასეთია მწარე რეალობა... მაგრამ ვიყოთ ოპტიმისტები, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვენც გავიხარებთ!
ვახო...
16 ნოემბერი 2020 00:58
3
ვაის, ტაქტიკა? სისულელეებს ბჟუტურებ. ხოჭოლავას კი უნებლიედ შეურაცხყოფას აყენებ, თითქოს ნაკრებში არ ინდომებსო. გაუგებარი ტაქტიკა გაქვს მოედანზე და ხოჭოსაც გაუგებრობაში ხვევ, როგორც ხვიჩას არბენინებდი მარჯვენა ფლანგზე. ახირებები გაქვს.
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 00:57
19
მა რა ჩემი ბაბანგიდა იცი, შე კურდღელო, შენა.
აბა მე ვიცი?
16 ნოემბერი 2020 00:53
19
რაღაც გული მიგრძნობს რო. ეს კაცი წავა და სხვა გუნდთან შედეგს დადებს და ჩვენ იმ დროისათვის ისევ ძღ....ში ვიქნებით. დრო გვაჩვენებს
იბერია
16 ნოემბერი 2020 00:46
5
მასეც იქნება აგერ ნახავთ თუ არა,იმდენი მწვრთნელი გამოვიცვალეთ და საქმე რომ ფეხბურთელებშია და მათ ფიზიკურ მომზადებაში მათ უპასუხისმგებლობაშიუ საქმის მიმართ მაგაზე არავინ საუბრობს.მერამდენე მწვრთნელს იცვლიან უკვე და აზრი???
გეგი
16 ნოემბერი 2020 01:15
3
ფინალი გვქონდა სათამაშო... 1თვე ქონდათ დრო ვის ეტყობოდა რომ მომზადებული ჩამოვიდა? იცი რა მაინტერესებს ამ ბიჭებს ვინმე ძალას ატანს გინდა თუ არა ნაკრებში ჩამოდიო? არც ჯიგარი ეტყობათ არც ცეცხლი თვალებში...არც ჟილკა არც ევროპაზე თამაში უნდათ... წადით არავის ჭირდებით
ვატო
16 ნოემბერი 2020 00:43
5
ამათ საერთოდ კლუბებში, სადაც თამაშობენ, ფულს თუ უხდიან და თუ უხდიან, რისთვის? ორი ფეხბურთელის გარდა, ყველას ფეხებზე ჰკიდია ფეხბურთი. კობიაშვილისგან რამე დავალება ხომ არ ჰქონდათ მიცემული. მოვითხოვოთ ფეხბურთის ფედერაციის სანაგვეზე გაშვება. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობიდან, ელემენტარული დავალება ვერ შეუსრულა ხალხს. ეს სერიოზული საკითხია და თუ კალაძე ვინმეს დაიცავს, ისიც სანაგვეზე. ხალხნო მწვრთვნელს ნურაფერს დაავალებთ, ნუ დაჩლუნგდებით, გაიღვიძეთ თუ ხართ ფეხბურთის მოყვარულები. ამ ქვეყანაში სასიხარულო, მეტი არაფერი დაგვრჩენია.
გიორგი მარაკანა!
16 ნოემბერი 2020 13:54
0
არა მანდ სხვა მუღამია განა ძალის დატანებაა უბრალოდ ნაკრებში თამაშები ჭირდებათ საკლუბო კონტრაქტებისათვის და მიტო. ეგაა მთელი ფილოსოფია
იბერია
16 ნოემბერი 2020 02:10
1
მადლობა ბატონო ვაის. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოგვენატრებით.

რა ვქნათ ჩვენც ქართველებმა, არაადეკვატური მოთხოვნები გვაქვს, გვინდა რომ როტორის და ტულის ფეხბურთელებით სერია-ა-ს მოთამაშეებს მოვუგოთ. იმის აღიარება ძალიან გვიჭირს, რომ სათანადო დონის მოთამაშეები არ გყვავს. არ გყვავს რადგან მენტალიტეტი არ გვაძლებს შესაძლებლობას ძალიან მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშის.

დღეს გამოჩნდა რა შეუძლია ზურიკოს, პაპუს და სხვებს, რომელთა გამო მთელი ქვეყანა გაგინებდათ!

პირადად, ძალიან დიდ მადლობას გეტყვით გასული 5 წლიანი მუშაობისთვის!
ვაისს
16 ნოემბერი 2020 00:43
10
მე არ ვიცი ვინ ვის აგინებდა და სულ ვწერდი, რომ არც პაპუნაშვილი და ჯერ არც ზურიკო დავითაშვილი ნაკრების დონის ფეხბურთელები არ არიან!! და ეს მატჩი წააგო პირადად ვაისმა! სხვა საქმეა, რომ ადამიანურად მეც მომწონს ბატონი ვლადიმერი და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მჯერა დიდ წარმატებებს მიაღწევს. ამას გულწრფელად ვწერ. კარგი ორგანიზატორია, კარგი ადამიანი.
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:41
2
ნამდვილად ეგრეა! ჩვენი ფეხბურთლების დიდი უმრავლესობა მენტალურად ტექნიკურად და ფიზიკურად არ არის მზად ითამაშოს დიდი ფეხბურთი :( მაგრამ ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრალია.
რობი
16 ნოემბერი 2020 01:29
4
ვაის! რამდენი შესაძლებლობა გვქონდა? შენ სხვა თამაშს ხომ.არ უყურე შემთხვევით? კარებში რამდენჯერ დაარტყი?
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 00:40
8
გათიშული იყო. ეტყობა ჯაფარამ დააბოლა.
.
16 ნოემბერი 2020 13:56
1
ადამიანურად შემოცოდა :(((((((((
მეტი არ შეგვიძლია და რა ვქნათ
16 ნოემბერი 2020 00:39
3
მეორე გოლის დროს დააკვირდით კვეკვესკირი როგორ მოსეირნობს არადა შეეძლო ხელი შეეშალა
გიო-გოლი
16 ნოემბერი 2020 00:37
3
კვეკვემ,მაკედონიასთან ბოლო თამაშში,მაგრად იბრძოლა, მაგრამ ნიკა მალიმ ცენტრში რომ დაკარგა ბურთი და გოლი გაგვიტანეს,გახსოვთ?მაშინაც კვეკვესკირი იყო მის უკან და არ გაიქცა ზონის ჩასაკეტად.გოლიც იქიდან გაგვიტანეს.ცუდის თქმა არ ვაპირებ,მაგრამ ნახევარმცველმა, მცველი უნდა დააზღვიოს
სოსო
16 ნოემბერი 2020 20:27
0
თუ შეიძლება ვინმემ გამცეს პასუხი როგორ ფიქრობთ ვის გულისხმობს როდესაც ამბობს ნავალოვსკი შეტეტევაში რომ იყო აწეული მისი სივრცე ნახევრამცველმა უნდა შეავსოსო ვერ მივხვდი კონკრეტულად რომელი ფეხბურთელი იგულისხმა?

უბრალოდ მინდა ვიცოდე ვინ არის ის უპასუხისმგებლო ფეხებზე მკიდია კაცია ჩემს ნაკრებში ვინც გულს არ დებს.

აღელვებული და ნერვებზე მოშლილი ვარ და ლოგიკურად ვერ ვაზროვნებ ვინ იგულისხმა ვანალოვკსის დაზღვევაში რომელმაც არ დააზღვია და დაი....

დარსალია
16 ნოემბერი 2020 00:37
1
ალბათ, მიშიკო ან ბიძინა იგულისხმა. რისი ერიდება, პირდაპირ დაასახელოს.
.
16 ნოემბერი 2020 13:29
0
მაგ ფლანგზე ვინც იყო.დავითაშვილი სავარაუდოდ.
master
16 ნოემბერი 2020 01:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული