ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
მადლობა ვაისს წინ კიდევ ბევრი ფინალი გველოდება!!! წარმატებები ნაკრებს.
Georgia
17 ნოემბერი 2020 10:56
0
რა მაინტერესებს, ხომ არ შეუძლია ვინმეს პასუხი. კალათბურთში არის ადრიატიკის ლიგა, სადაც სერბეთის, ხორვატიის, მონტენეგროს, სლოვენიის, ისრაელისა და ბოსნიის გუნდები თამაშობენ. თან ყველა გუნდი ამავე დროს საკუთარ ჩემპიონატებშიც გამოდის და ზოგიერთი მათგანი ევროლიგაზეც, მგონი. რამე ეგეთი რომ მოიფიქროს ვინმემ, ვითომ სპონსორები არ ეყოლება? მაგი თუ უშველის ჩვენს ზოგიერთ კლუბს. გინდა, არ გინდა, ერთა ლიგამ ბევრი რამე დაგვანახა, მოტივაციაც შეგვძინა, შეცდომებიც უფრო მეტი დავინახეთ. ბოლო-ბოლო სიხარულიც ხომ იყო.
რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ვაისმა დაგვანახა მგონი, ვისაც აყენებდა ხოლმე ძირითდში და ენდობოდა, რატომ აკეთებდა ამას.
ფეხბურთის ქომაგი
16 ნოემბერი 2020 22:18
1
ეს ჩემი მოგონილი კი არაა მეცნიერულადაა დადგენილი მარტო ფეხბურთს არ ეხება, წარმატებული ადამიანის მიღწევას 95%-ით განსაზღვრას შრომა 5% ნიჭი, მაგრამ ეს 5%-თუ არ გაქვს რაც არ უნდა შრომო წარმატება არ მოვა, მარა საშუალო დონეს მიაღწევ.
aburjga-ს
16 ნოემბერი 2020 21:48
0
ხარაიშვილისთვის და აბურჯანიასთვის და დებილი შოთობანა არ უნდა გეთამაშა მაკედონიასთან, მაგრამ მაგას თავისი მოსახვედრი მოხვდება აუცილებლად. როცა უინტელექტო ხარ იმდენი თავმოყვარეობა მაინც უნდა გქონდეს ასეთ უმნიშვნელო თამაშში ჩუმად მაინც იყო.
ddgfdf
16 ნოემბერი 2020 20:12
0
მორჩით რა ამ კოსმეტიკურ რემონტებზე ფუჭ იმედებს, გაახილეთ თვალები, ჭკუა ხომ უნდა ვისწავლოდ? რა დროს მაჩაიძის ბურთის თრევაზე ნოსტალგიაა, ვინ გაცლის ახლა მაგდენს-საქართველოს გარდა?!... ასაკობრივ ნაკრებებში უაზროა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა , გამრუდებულ უნარ-ჩვევებს ვეღარ გამოასწორებენ და ფინანსების გადაყრა იქნება, საერთოდ გასაუქმებელია უმაღლეს ლიგასთან ერთად. პანდემია მოვიშველიოდ და დროებით შევწყვიტოდ გამოსვლა, დაგვეზოგება ფინანსები. სამაგიეროდ ბავშვებს ჩამოუყვანონ სპეციალისტები, ფსიქოლოგები( მათ შორის ზოგიერთის მშობლებისთვისაც ) და ახლიდან დაიწყონ შენება სუფთა ფურცლით, საჭიროა უფასო ბავშვთა სექციები, სწორი განვითარების კონტურების გამოჩენისთანავე კერძო სექტორსაც გაუჩნდება მონაწილეობის სურვილი.
გუსანი
16 ნოემბერი 2020 18:48
2
პირდაპირ ნიჭიერ ბავშთა გამკეთებლები, ხომ არ ჩამოგვეყვანა მაგალითად ბრაზილიიდან, არგენტინიდან და ა.შ ჰაა.DDDDD
jjj
16 ნოემბერი 2020 21:39
0
მე მგონია ყველაფერი რაც შეგვემთხვა იმის ბრალია რომ საქართველოს ნაკრები არაქართულ ფეხბურთს თამაშობს ანუ ცდილობს ითამაშოს ტოტალურთან მიახლოებული ფეხბურთი. ეს ჩვენთვის ძალიან არაორგანიულია! ვერ ვითამაშებბთ უკეთესად, ჩვენს ხასიათში არ ზის. მაგრამ ქართულ ფეხბურთს შემსრულებლები სჭირდება. ეს შემსრულებლები კი არ გვყვანან! ვინც გვყავს რამდენიმე ისინი მიზეზთა გამო ბოლო 2 თამაშში არ იყვნენ. ქართული ფეხბურთის მთავარი კოზირია ბურთის დაჭერა (თრევა)ცენტრში, გაკონტოლება, რომლის საუკეთესო შემსრულებელი იყო მანუჩარ მაჩაიძე, ჩვენი განუმეორებელი მანუჩარი! და მთავრაზე უმთავრესი - ნებისმიერ მომენტში მოწინააღმდეგის მოტყუების უნარი! ნამდვილი ქართული ფეხბურთის მოთამაშე ერთი-ერთზე კაცს ყოველთვის უნდა ატყუებდეს! ასეთი ფეხბურთელი გუშინ მოედანზე არ იყო!! სამწუხაროდ ზურიკო დავითაშვილმა გუშინ ძალიან ცუდად ითამაშა ( ვერ ითამაშა)! სხვა იმ გუნდში კაცის მომტყუებელი არავინ იყო. ყაზაიშვილს შეუძლია მეტოქის მოტყუება და დარტყმაც, მაგრამ ის ნახევარდაცვიდან ვეღარ თამაშობს. თუ ითამაშებს, უნდა ითამაშოს მხოლოდ მარცხენა (#11) თავდამსხმელის პოზიციაზე! საყრდენები გარდა უნდა გვყავდეს გამოკვეთილი ამპლუით დისპეჩერი (გამთამაშებელი) აი ისეთი დათო ყიფიანი რომ იყო ან მანამდე კახი ასათიანი, უფრო ადრე გიორგი სიჭინავა. გერმანიაში ნეტცერი... მოკლედ რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს ეს ქართული ფეხბურთი არ არის. ჩვენ მოედანზე კრიმანჭული უნდა ვიმღეროთ!
aburjga
16 ნოემბერი 2020 17:43
4
პროფესიონალიზმი არის საჭირო დღეს ფეხბურთი ფეხბურთელებისთვის მარტო მოედანზე არ არის, ფროფესიონალი შრომით და ფეხბურთით ცხოვრობს მოედნის გარეთაც, ხალხი რეჟიმებს იცავენ აგერ 35-წლის რონალდო ისე ვარჯიშობს და თამაშობს გეგონება დამწყები ფეხბურთელიაო.იგივე ყაზაიშვილს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მაკედონიასთან ითამაშა,მაგრამ ახლა და კარგა ხანია ფორმიდან ამოვარდნილია და ვერ აჩვენებს იმას რაც შეუძლია, ესეც ფროფესიონალიზმის ბრალია რაც მის თავს ხდება ამაში ვაისს უნდა დავეთანხმოთ,რაც უფრო მალე წამოვა ამერიკიდან და ევროპაში საშუალო დონის გუნდში თუ მოხვდება და შრომას მოუმატებს ნაკრებს კიდევ კარგა ხანი გამოადგება ყაზაიშვილი,თუ იქ დარჩება ახლა სადაც არის ის ნაკრებში ვფიქრობ აღარ უნდა თამაშობდეს ასეთ შემთხვევაში და ნაკრებს ვერც გამოადგება აგერ ამ 2 თამაშმაც აჩვენა ეს. მისნაირ მდგომარეობაში კი ნაკრების ბევრი ფეხბურთელია და შედეგიც აგერ სახეზეა.ამ სიტუაციიდან გამოსავალი ცხადაძის ნაკრებში დანიშვნაა რომელიც ფეხბურთელებს საქმისადმი მიდგომებს შეუცვლის.
ziko
16 ნოემბერი 2020 17:26
0
რაც შეხეება - ნაკრების თამაშს-ა შ კ ა რ ა იყო-ე რ ო ვ ნ უ ლ ი აღტკინება შემართება -თავდადება ა რ ჩანდა, უბრალოდ ფეხბურთელები არც დარბოდნენ... - დაძუნძულებდნენ შ ე შ ი ნ ე ბ უ ლ ი - დაფრთხალი კურდღლებივით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან დაცლილები- მ ხ ს ნ ი ლ ე ბ ი...რაც ხელისუფლება და სახელმწიფო, ის სპორტში ვითარება- ,,განვითარება,,(!)- ა რ არსებობს ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ა - შემართების გარეშე სპორტი და სპორტის განვითარება! (დღევანდელ თამაშსი -იბრძოდა მხოლოდ ლიბჟანიძე, კანკავა, ხოჭოლავა!) , მაგრამ ასე-რ ო დ ე მ დ ე, ასე უ ღ ი რ ს ა დ ?!
გლახუნა
16 ნოემბერი 2020 17:19
4
რა-არ ვერ გავიგეთ ქართველობამ ( სიბრიყვე მართლა გენეტიკური პრობლემა ხომ არა გვაქვს და ამიტომ ხომ ა რ ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე - უპერსპექტივოდ ?!) -ამ შემთხვევაში - ფედერაცია (და არა მარტო ფეხბურთის)- ფედერაცია რომ შეიცვალოს- უნდა შ ე ვ ც ვ ა ლ ო თ - ხელისუფლება, არსებული კრემლის სპეც-სტრუქტურების მიერ დასმული -ხელისუფლება - რეალურად გუბერნატურა,რომლის ფ უ ნ ქ ც ი ა თავიდანვე იყო და არის და რომელმაც 2012 წლიდან ეტაპობრივად და მიზანმიმართულად დააუსუსურა: სახელმწიფო ინსტიტუტები, სახელმწიფო სტრუქტურუბი, გაძარცვეს სახელმწიფო ბიუჯეტი, მით მიზანმიმართულად ააღორძინეს კორუფცია, კრიმინალი, ნეპოტიზმი...მით ჩამოშალეს ეკონომიკა, უკიდურესდად გააღატაკეს ერი- უპერსაპექტივო გახადეს - შედეგად მიზანმიმართულად ა ხ შ ო ბ ე ნ სწორად ეროვნულ ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ა ს,ანუ წარმატება -მუდმივი პროგრესირებისათვის შ ე მ ა რ თ ე ბ ა ს ...რაც უკვე ა შ კ ა რ ა დ აისახება სპორტში-ც, სპორტის ყ ვ ე ლ ა სახეობაში-ც (დეფერაციები ერთ-ერთ ფინანსურ-კრიმინალურ კლანებად აქციეს- რომელიც ემორჩილება - სახელისუფლებო - კრემლის მიერ შექმნილი-მართულ და კონტროლირებად ივანაშვილების - ფინანსურ კრიმინალურ კლანს და რომელ პროგრესსა და წარმატებაზე უნდა ველოდით-ო დ ე ს მ ე (?!)) ...და თუ ამას კიდევ, დღესაც -ვერ ვგებულობთ-ა რ გვესმის (?!)- დავრჩებით არსებულ ჭ ა ო ბ შ ი,ხო, სპორტში- რაღაც აქა-იქ გამონათებებით (ქართველთა ნიჭის შედეგად) და ა რ ა სპორტის კ ო მ პ ლ ე ქ ს უ რ ი პროგრესი -წარმატებებით...მართლა გ ვ ი ჭ ი რ ს ამის გაგება ?! -მართლა გვგონიათ, რომ სპორტი და სპორტში წარმატებები -ხელისუფლება,პოლიტიკიაზე ა რ არის დამოკიდებული ?!-პ.ს. ძალიან მტკივნეულად განვიცდი- რაგბი არ დაგვიკნინონ და დროზე არის საჭირო - დასავლურ რაგბის სამყაროსთან კ ი დ ე ვ უფრო მ ჭ ი დ რ ო თანამნშრომლობა- პარტნიორობის- გაძლიერება, მხოლოდ გამძლავრება!
გლახუნა
16 ნოემბერი 2020 17:12
5
გლახუნა ხარ თუ ბაში-აჩუკი, ნამდვილად არ არის აქ პოლიტიკაზე და ხელისუფლებაზე მსჯელობის ადგილი,მაგრამ რადგან ამხელა მონოლოგი მიგიძღვნია ამ თემისთვის, ერთს კიდევ გკითხავ, როგორ ხდება ნეტავ, ის ,,არსებული კრემლის სპეც-სტრუქტურების მიერ დასმული -ხელისუფლება", რომლებიც თურმე ,,მიზანმიმართულად ა ხ შ ო ბ ე ნ სწორად ეროვნულ ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ა ს,ანუ წარმატება -მუდმივი პროგრესირებისათვის შ ე მ ა რ თ ე ბ ა ს ...რაც უკვე ა შ კ ა რ ა დ აისახება სპორტში-ც, სპორტის ყ ვ ე ლ ა სახეობაში-ც", შექმნა სარაგბო ინფრასტრუქტურა (ჯერ მარტო ავჭალის სარაგბო სტადიონი და ბაზა, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ), ააშენეს უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ბათუმში, თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე აშენებს კალათბურთის სასახლეს, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს, ხოლო 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ, რომელიც შენი აზრით ქართული ეროვნული სულის აღტკინებაზე ზრუნავდა დღენიადაგ გააუქმა ფიზკულტურის ინსტიტუტი, დაანგრია და გაყიდა ავლაბრის საფეხბურთო სტადიონი (ქეთევან წამებულზე) და დღეს კორპუსი დგას იქ, მტკაველ-მტკაველ გაყიდა იპოდრომის ტერიტორია?! მიპასუხე ერთი რა, მიშას და მშობლიურ პარტიას გაფიცებ!
მამუკა
17 ნოემბერი 2020 09:15
0
ეს არის გლახის ნაამბობი. ქართველების გენეტიკურ სიბრიყვეზე რა გითხრა, მაგრამ შენ რომ ბრიყვი ხარ, ეგ ნაღდია! კრემლის არა მანჯურიის დასმული ხელისუფლება, ე.ი. 2012 წლიდან დაიწყო ქართული სპორტის ნგრევა? ,,სპორტის ყ ვ ე ლ ა სახეობაში-ც (დეფერაციები ერთ-ერთ ფინანსურ-კრიმინალურ კლანებად აქციეს- რომელიც ემორჩილება - სახელისუფლებო - კრემლის მიერ შექმნილი-მართულ და კონტროლირებად ივანაშვილების - ფინანსურ კრიმინალურ კლანს და რომელ პროგრესსა და წარმატებაზე უნდა ველოდით-ო დ ე ს მ ე (?!))" სანამ მაგ სირეგვნეს დაწერ, იქნებ ისიც გაიხსენო, როდის იყო და ვინ და რატომ ათქმევინა გიორგი ნემსაძეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი? მიშას გაფიცებ რა!
მამუკა
17 ნოემბერი 2020 00:39
0
შეგვირცხვინეს გუნდი საქათველოსი , დაგვიმუნჯეს მანჯგალაძე ეროსი
lm
16 ნოემბერი 2020 16:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული