ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
ხალხო, პრობლემა თავშია და ბოლოში ვეძებთ. საძმოებად რომ არის ეს სპორტი დაყოფილი ეს ჩვეულებრივი კორუფციაა. ასევე კორუფციაა ისიც, რომ სპორტში ძაან აქტიურად აწინაურებენ "საჭირო" ხალხის შვილებს და ამით ჩაგრავენ ყველა სხვას. ბავშვთა სპორტშიც ასეა, "ყუფარაძემ" თა არ დარეკა, არავინ გაგახარებს. ეს ქმნის ყველაფრის სათავეს. ეს სანამ არ მოიშლება, ისე არაფერი გამოვა
123
16 ნოემბერი 2020 09:55
1
ხომ ბევრი უკიჟინეთ ვაისს მაკედონიასთან დავითაშვილი რატომ არ გამოიყვანა დროზეო. აჰა, სომხეთთან მისცა შანსი და რა? ნული.
გენა
16 ნოემბერი 2020 09:58
5
მეგობრებო, ვიცი როგორ გტკივათ თითეულ თქვენთაგანს გული ისევე როგორც მე :( ორი წლის წინათ როცა მოვიგეთ ერთა ლიგა მაშინაც დავწერე რომ ეს არ იყო გუნდის მოგება მაშინ ეს იყო ერთი ტალანტის გაბრწყინება ვისაც ჰქვია გიორგი ჩაკვეტაძე. გუნდს და ნაკრებს არაფერი მოუგიათ, ცალსახად ჩაკვემ მოიგო ის ჯგუფი. შემდეგ მოვხვდით ჯგუფში შვეიცარიასთან და სერბეთთან და ა.შ. არ გვყავდა ჩაკვე და კი ნახეთ როგორც ვითამაშეთ. ეხლაც ამ ავად სახსენებელ დღეებამდე წინა 5 თამაშშიც იგივე მოხდა ზუსტად, არ იყო ჩაკვე მაგრამ გამიჩნდა კვარაცხელია. გადახედეთ ამ თამაშებსაც, პენალტი ბელორუსთან მან შექმნა, ესტონეთში საგოლე პასი მან გააკეთა, პენალტი მაკედონიასთან მან აიკიდა აქ, გასვლაზე ინდივიდუალურად მან შეაგდო მაგარი გოლი მაკედონიასთან და სად არის ამდროს დანარჩენი გუნდი?? სამწუხაროდ არ არის. არ იყო კვარა ამ თამაშებში კი ვნახეთ რაც დაგვემართა. ჩვენ არ გვყავს გუნდი, რომ გავიგე კვარას კორონა დაუდასტურდაო მაგ წუთას გამოვიტირე მე ჩვენი ევროპაზე გასვლა. ეს არის მწარე რეალობა, ნაკრებში მხოლოდ ორი შემქმნელი და გამტანი ფეხბურთელი გვყავს. კვარა და ჩაკვე. და ამ რეალობით სადაც ვართ სწორედ იქ არის ჩვენი ადგილი სამწუხაროდ!
Joko
16 ნოემბერი 2020 02:46
1
ჯოკოს - ერთი ერთში დაწერე რაც მეწერა :)) ვიფიქრებდი გადაიწერა თქო, მაგრამ სრულიად სხვაგან დავწერე და ვერ ნახავდი. გაიხარე მეგობარო, გესმის საგანი. აწი დავაკვირდები შენ ნაწერებს :)) ამას ვამბობდი ადრეც, ჩაკვემ მოიყვანა გუნდი მხოლოდ და მერე უკვე კვარაცხელიამ. როგორც კი თქვეს რომ არ იქნება მივხვდი რომ წავაგებდით, დაწერაც დამეზარა. მაგრამ დღეს რაც მოხდა ეგ უბრალოდ სირცხვილია. რადგან სომხეთთან არც კვარა და არც ჩაკვე არ გვჭირდება. აი ოქრიაშვილი როგორ არ ათამაშა დღეს ეს მაოცებს უბრალოდ. მეტი არაფერი
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 03:45
2
100%
ლაშა-გიორგი
16 ნოემბერი 2020 03:33
0
მადლობა ბატონო ვაის. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოგვენატრებით.

რა ვქნათ ჩვენც ქართველებმა, არაადეკვატური მოთხოვნები გვაქვს, გვინდა რომ როტორის და ტულის ფეხბურთელებით სერია-ა-ს მოთამაშეებს მოვუგოთ. იმის აღიარება ძალიან გვიჭირს, რომ სათანადო დონის მოთამაშეები არ გყვავს. არ გყვავს რადგან მენტალიტეტი არ გვაძლებს შესაძლებლობას ძალიან მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშის.

დღეს გამოჩნდა რა შეუძლია ზურიკოს, პაპუს და სხვებს, რომელთა გამო მთელი ქვეყანა გაგინებდათ!

პირადად, ძალიან დიდ მადლობას გეტყვით გასული 5 წლიანი მუშაობისთვის!
ვაისს
16 ნოემბერი 2020 00:43
10
მე არ ვიცი ვინ ვის აგინებდა და სულ ვწერდი, რომ არც პაპუნაშვილი და ჯერ არც ზურიკო დავითაშვილი ნაკრების დონის ფეხბურთელები არ არიან!! და ეს მატჩი წააგო პირადად ვაისმა! სხვა საქმეა, რომ ადამიანურად მეც მომწონს ბატონი ვლადიმერი და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მჯერა დიდ წარმატებებს მიაღწევს. ამას გულწრფელად ვწერ. კარგი ორგანიზატორია, კარგი ადამიანი.
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:41
2
ნამდვილად ეგრეა! ჩვენი ფეხბურთლების დიდი უმრავლესობა მენტალურად ტექნიკურად და ფიზიკურად არ არის მზად ითამაშოს დიდი ფეხბურთი :( მაგრამ ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრალია.
რობი
16 ნოემბერი 2020 01:29
4
ეხლა რო ვუყურებ ზოგის კომენტარებს ისე გამოსდის რო თითქოს ვაისის ბრალი ყოფილა ყველაფერი და აი ჩვენი ფეხბურთელები, კიდე საწყლები, რო ვაისმა არ მიცა ნება იმის რო ამათ თავიანთი თამაში ეთამაშად./ ვაისმა თავისი წილი შეცდომები დაუშვა მაგრამ რა ვუყოთ იმ რეალობას რო ჩვენი ფეხბურთელები არიან მკვდრები! და ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები არიან, სამოყვარულო დონის ფეხბურთელები არიან! 3-4 კაცის გარდა არცერთი არ იმსახურებს საქართვრლოს ნაკრების წევრის სახელის ტარების უფლებას! ესტონეთის შემდეგ იმედია ბევრი განაცხადებს თავის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე! იყავით იმ კლუბებში სადაც ხართ , საქართველოს პირობებზე თქვენ საკმაოდ კარგი ანაზღაურება გაქვთ , ხოდა შეგვეშვით რა, წადით თქვენი ცხოვრებით იცხოვრეთ, არაფერი გესაქმებათ ნაკრებში თქვენ!!! კობიაშვილი შენ გეხება ყველაზე მეტად !!!
Vasili
16 ნოემბერი 2020 01:19
4
მეგობარო კითხვა მაქვს რა უბრალოდ: ოქრიაშვილი, ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ქვილითაია დღეს რატომ არ იყვნენ? უბრალოდ მაინტერესებს როგორ ფიქრობთ? ანუ ბათუმის დინამო მე ვათამაშე ფლანგებზე დღეეს? მწვრთნელი არ აყენებს შემადგენლობას? ნუთუ გგონიათ მართლა რომ ჯიღაური ჯობდა დღეს კაკაბაძეს ან ოქრიაშვილი განაცხადშიც არ უნდა ყოფილიყო?? ბუდუ ზივზივაძე რატომ არ იყო სიაში ? კარგით რა მართლა
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:47
6
არა მეგობარო ნაკრებიდან არავინ წავა კარგი კონტრაქტისათვის ნაკრების თამაშებია საჭირო წავლენ კი არა ფულის გადახდაზეც არ იტყვიან უარს
იბერია
16 ნოემბერი 2020 02:16
0
ვაკვირდები ქარძთულ სპორტს და ყველა სპორტში და ფედერაციაში არეულია ყველაფერი როგორც მთელ საქართველოში. ყველა თავისკენ ექაცება ან ერთმანეთს ექაჩება. ამის გამო არ არის შედეგები. არიეს ძიუდოს ფედერაცია, არეულია ფებურთის ფედერაცია კარგა ხანია რაც თავისუფლება მოიპოვა საქართველომ მის და ბოლო წლებში რაგბის ფედერაციასაც დედა უტირეს. ეს ყველაფერი არის ჩვენი დიდი პოლიტიკოსების, მილიარდელი გოიმის, რომელსაც საქართველო მთლიანად ნაყიდი აქვს,რბილი ლ-ებით მოლაპარაკე პოლიტიკოსი გაუნათლებელი ფეხბურთელის რომელსაც ჭკუა არც ფეხებში ჰქონდა და იტალიის მხარეს ითამაშა საქართველოს ნაკრების კაპიტნად და ორი გოლიც მიითვალა საკუთარ კარში... კიდევ ბევრია დამნაშავი ძველი თაობებიდან მხოლოდ რომ ფეხბურთელების სწრაფად გაყიდვაზე ჩალიჩობენ და გაუნათლებელ არ დაღვინებულ ბალღებს რომელნიც ქართულად ძლივს აბავენ ორ სიტყვას უცხოეთში უშვებენ და თვითონ ხელს ითბობენ. პრობლემა არის იმაშიც რომ ყველა გუნდს ბაზა თბილისში აქვს და მოკვდა ფეხბიურთი რაიონებში, როგორც ხალხი გაცარიელდა სოფლებ რაიონებიდან და ყველას თბილისში მოუნდა ცხოვრება და სპეკულიანტობა გაჭირვების გამო... ეს ყველაფერი 90-იანი წლების, მხედრიონების, შევარდნაძეების, ბევრი სხვა გამყდველების ბრალია... როდესაც ფული შემოდიოდა საქართველოში "ინფრასტრუქტურის" ანუ გზების, წყლის, სინათლის... საცხოვრებელად აუცილებელი ყველა სტრუქტურის საშენებლად ამ ხალხმა ჯერ ვერ გაიყვეს ვერაფერი აწიოკეს საქართველო, დაკარგეს აფხაზეთი, სამაჩაბლო, მერე ერთმანეთს დაერივნენ, და იპარეს და იპარეს. რამაც განაპიროობა ყველა კუთხიდა ხალხის გადმობარგება თბილისში და მათI გაპეკულიანტობა, გავაჭრუკანობა და საქართველო გახდა ვაჭრუკანა სულით, ვაჭრუკანა ერით და ბერით. პროფესიონალიზმი გაქრა ქართულ ენას დედა ეტირა "კრეატიულად" შემოიტანეს ათასი ნაგავი სიტყვა თან უცოდინრად, უმეტესობის მნშვნელობა არავინ იცის... გავაგრძელებდი კიდევ, მაგრამ ვიცი მაგინებს ბევრი და ალბათ რედაქიაც არ გამოაქვეყნებს მაგრამ ხალხნო - ერმა დაკარგა იერი, ბაქი ბუქი, ჭამა სმა , გაუთავებელი ყელში ამოსული ასიათასჯერ მოსმენილი ერთი და იგივე სადღეგრძეოები, ეკლესიები სოკოსავით ნაწვიმარზე ყველგან, ამავე დროს სულიერება ნოლი, პირჯვრის წერა უაზროდ ყველა კუთხე კუნჭულში, ვისაც აუდგა კოლეჯი ან უნივერსიტეტი გახნა ან სამედიცინო ინსტიტუტი, ამ დროს სკოლები თავზე ენგრევათ ბავშვებს და ერთი ორი საავადმყოფო თუა ქვეყანაში ევროპული დონის.... ფეხბურთში კი მოედანზე გასვლა გამოსვლისას პირჯვრის წერა, გოლის გატანის მერე თუ გაუვარდათ კიდევ - პირჯვრის წერა ფარისევლურად და წარმართულად, ცაში ყურება, მაჯაზე კოცნები, ტატუიროვკები... ყველაფერი მარაზმი რომ გადმოაქვთ ამ ცნობილი განუვითარებელი უცხოელი ერთუჯრედიანი ფეხბურთელებისგან თუ სხვა ათლეთებისგან მათი მონდომება, პროფესიონალიზმი, თავდადებული ვარჯიში, გაუჩერებელი სწრაფვა მიზნისადმი და თავისი ქვეყნის სიყვარული გუით და სულით. აგერ არგენტინის რაგბის გუნდს არ უყურეთ და მის კაპიტანს როგორ შეელაპარაკა მსაჯს და უთხრა ჩემს თანაგუნდელს ხელი წამოარტყა მოწინააღმდეგემ , ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ჩვენი ქვეყნის სახელით ვთამაშობთ მე მას ჩემი ქვეყნის შეურაცყოფის უფლებას არ მივცემ. ვაისმა ვუისი შეჰყარა ქართულ ფეხბურთს, არ ესმის ამ კაცს დროული შეცვლა აქედან დავიწყოთ და არჩევანიც ბევრი საშინელი ჰქონდა, არც ერთი ქვეყნის ნაკრებში არ დაუძახებენ ფეხბურთელებს რომელნიც ფორმაში არ არიან და მუდვივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ, აიჩემებს ერთ ან ორს და ათამაშებს უაზროდ თან არ ცვლის დროზე. ჟუღაურს ნაკრებში რა უნდა, არც ერთი ვაკო არ არის ფორმაში ყაზაიშვილმა ევროპაში თამაშს ამერიკის ლიგა არჩია სადაც ევროპიდან მხოლოდ ფორმიდან გამოსული და გადაღრძუებული ფეხბურთელები ჩამოდიან სათამაშოდ, კაშია აქაც სკამზე ზის, ოქრიაშვილი ფაფხურა ფეხბრთელია მარტო ადგილზე ატყუებს ერთს და ორს და მერე ან ბურთი ებლანდება ფეხებში ან კიდევ იქცევა ან ოდნავ შეხებაზე წონასწორობას კარგავს, აბურჯანიას სისწრაფე საერთოდ დაეკარგა და მაგარი მოუქნელია, კაჭარავას აქვს მონაცემები მაგრამ პასის მიმცემი არ ჰყავს რომ ბურთი ჩაჰკიდონ წესიერად, კუთხურის ცაწოდების აზრზე არ არიან და არც საჯარიმოში ადგილის შერჩევა იციან. ყველა შუაშუ ჯგუფდება ამ დროს საჯარიმოს უკანა მხარეს სადაც დაუმიზნებელი ჩაწოდებების უპრავლესობა მიდის კაციშვილი არ დგას რომ ბურთი უკან მოაბრუნონ კარში დართყმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. საჯარიმოს გარედან ვერ ურტყამენ საერთოდ ან თუ ცდილობენ დამცველს ვერ აცილებენ ან ფე3ხში ძალა არ ჰყოფნით. ჯარიმის შესრულება ან სტანდარტუის გამოყენენბა ნოლი. ფიზიკური მომზადება საშუალო ალბათ ერთი ორის გარდა 40 წუთი მაქსიმუმი, შეტევაში ასული დამცველის დაზღევის ეთიკა ნოლი, თავით პასის გაკეთება ნოლი, დაცვიდან კონტრშეტევაში გადასვლა ნოლი, აუტიდან დროულად ბურთის შემოტანა, ბურთის ერთი შეხებით გაჩერება, პასის. სწორი მიცემა... ყველაფერი ნოლი ამ კამა 5 წელი იმუსავა, მადლობა, მაგრამ შენს ჩამომყვანს რომ ტვინი არ აქვს მთელმა საქართველომ იცის და ისიც არ უნდა იჯდეს ამ თანამდებობაზე. მოკლედ ნერვები მაქვს აშლილი ფეხბურთისგანაც და რაგბისაგანაც და ცოტა აბდაუბდა გამოვიდა მაგრამ დასკვნა : სანამ ქვეყანაში პროფესიონალიზმს არ მიექცევა ყურადღება, არ დაიკეტება ეს კანტორა სკოლეჯები და უნივერისტეტები, არ შეეშვება სპორტში პოლიტიკოსების და არქიფოების ჩარევას და ფედერაციებში თავისი ხალხის დანიშვნას, რაიონებში სპორტის განვითარებას ყურადღება მიექცევა, ბავშვთა სპორტის მეტი ყურადღება და დაფინანსება, რადგან ყველა მშობელს არ შეუძლია ფინანსურად და ბევრი ბავშვი იჩაგრება და ტალანტი იკარგება, ყველა სპორტსმენს უნდა მოეთხოვოს განათლების მიღება, სხვადასხვა ენის სწავლა, რუსეთსი თამაშობენ და რუსული ვერ უსწავლიათ ტვაია მაია ტი ჩტო ხინკალი... და ევროპაში უნდათ თამაში, ინგლისური მაინც ისწავლონ სანამ იქეთ გაიხედავენ და ინტელექტის განვითარება თორემ მალე ყველა რბილი ლ-ებით დიწყებს ლაპარაკს
niko
16 ნოემბერი 2020 07:21
16
როდესაც კომენტარი ბევრ სტატიაზე ბევრად საინტერესო და ყოვლისმომცველია. ყოჩაღ მეგობარო, ყველაფერში გეთანხმები 100%-ით.
ირაკლი
16 ნოემბერი 2020 17:02
0
რაღაც გული მიგრძნობს რო. ეს კაცი წავა და სხვა გუნდთან შედეგს დადებს და ჩვენ იმ დროისათვის ისევ ძღ....ში ვიქნებით. დრო გვაჩვენებს
იბერია
16 ნოემბერი 2020 00:46
5
მასეც იქნება აგერ ნახავთ თუ არა,იმდენი მწვრთნელი გამოვიცვალეთ და საქმე რომ ფეხბურთელებშია და მათ ფიზიკურ მომზადებაში მათ უპასუხისმგებლობაშიუ საქმის მიმართ მაგაზე არავინ საუბრობს.მერამდენე მწვრთნელს იცვლიან უკვე და აზრი???
გეგი
16 ნოემბერი 2020 01:15
3
არცერთი მწვრთნელი როგორ არ გვივარგოდა, არც ქართველი და არც უცხოელი. მოყვანილი გვყავდა შუშაკი, ალან ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი, ეხლა ვაისი.
სულ რომ გუარდიოლა ჩამოვიყვანოთ იგივე შედეგი გვექნება.
ფეხბურთელები არ გვყავს და მწვრთნელი რას იზავს?
CESCO
16 ნოემბერი 2020 13:31
0
ფეხბურთელების მეტი რა გვყავს, მხოლოდ ავყიებია.
.
16 ნოემბერი 2020 13:59
1
მადლობა ბატონო ვაის! საქართველოში, ფეხბურთში და ბევრ სფეროში, ჩამორჩენილები ვართ. დებილური მენტალიტეტი გვაქვს და საკუთარ თავზე უზომოდ დიდი წარმოდგენა გვაქვს. ცოდოები ვართ, მაგრამ ჩვენ თუ არ გამოვასწორეთ საკუთარი თავი, ვერც რუსის როზგი და ვერც ამერიკის ჩიზბურგერი ვერ გვიშველის...
ლუკა
16 ნოემბერი 2020 09:14
9
სწორია ეს კაცი! კი, დაუშვა შეცდომები მაგრამ ფაქტია, ფეხბურთელები უბრალოდ არ გვივარგა და ეს უნდა ვაღიაროთ! დაუკვირდით ამ სიტყვებს -- "ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ..." ზუსტად მასეა და დარწმუნებული ვარ უმეტესობა არ ცხოვრობს როგორც პროფესიონალი სპორტსმენი. არ იცავს რეჟიმს, არ ვითარდება მინდორს გარეთ. გააკეთებენ ცოტა ფულს, დაკერავენ ნაშებს და მანდ ჩერდება მათი განვითარება!
აქამდე ვერ მოვინელე რამხელა შანსი გავუშვით ხელიდან! რამხელა პოზიტიური და გამაერთიანებელი ენერგიის მომტანი იქნებოდა ევროპირველობაზე გასვლა! მითუმეტეს ამ გაჭირვების პერიდში! ფუ რა!!!
ბესო
16 ნოემბერი 2020 00:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული