დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
ტატუ კი არ უნდა იკეთო მთელ ტანზე და საყურე კი არ უნდა იკეთო, უნდა ითამაშო, იბრძოლო, გაიმარჯვო. ზნეობა დაკარგული კაცი არაფერში არ ვარგა, მოდელად შეიძლება ივარგოს ან ............
gori
16 ნოემბერი 2020 20:23
2
პირველ რიგში ფედერაცია უნდა შეიცვალოს რომ ეს ჩაწყობევი გაქრეს და მართლა კარგ ფეხბურთელებს მიეცეთ საშუალება თამაშის და არა ჯირაურის ნაირებს. და ჩვენ გვინდა ისეთი მწვრთნელი რომელიც გუნდში დისციპლინას დაამყარებს ახალ რამეებს ასწავლის. უცხოელი ისევ გერმანელი,ესპანელი და ა.შ ქეცბაიას და ცხადაძეს დრო გავიდა ისინი ნაკრებს ახალს ვერაფერს ვერ ასწავლიან.
ირაკლი
16 ნოემბერი 2020 18:37
2
პირველრიგში პოლიტიკა და სპორტი უნდა გავმიჯნოდ, ბნელი წარსულის ხალხი მოვაშოროდ ფედერაციას რაცარუნდა წარმატებული ფეხბურთელი ყოფილიყოს წარსულში განათლებისგარეშე პრეზიდენტი არუნდა ავირჩიოთ. ყველა გუნდის ფანკლუბი უნდა გაერთიანდეს და ყველა არასწორ საქციელზე რეაქცია უნდა იყოს მკაცრი. კლუბებიდან უნდა მოვაშოროდ არაპროფესიონალი ბიუჯეტისმჭამელები. ნელნელა ყველა კლუბისთვის უნდა ვნახოთ კერძო ინვესტორი. (ჩაჩავას მსგავსი არა). ვისაც კერძო ინვესტორი არეყოლება უმაგლესში არუნდა ითამაშოს. ფონდმა უნდა გააკეთოს ყველა რეგიონში აკადემია, 10წლიდან ბაზაზე უნდა ცხოვრობნენ ბავშვები და ყველა პირობა უნდა შეუქმნათ პროფესიონალებათ ჩამოყალიბებაში. ჩემპიონატის წესდებაში უნდა იყოს ჩაწერილი რო გუნდი ვალდებულია მინიმუმ 1 18წლამდე ფეხბურთელი ყავდეს მოედანზე და მინიმუმ 3 21წლამდე.ბევრი რამაა კიდევ რაც იქნება გარანტი ჩვენი ფეხბურთის განვითარების, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არი კაცი არჩანს ისეთი ვინც არ ყველაფერს ჩაიბარებს და საზოგადოების ნდობა ექნება. სანამ ფონდის ხელმძღვანელს 38000ლარი ექნება თვეში ხელფასი და მეოთხე ლიგის მთელ გუნდს 49000ლარი ერთ წელში მანამდე არაფერი გვეშველება
Tb
16 ნოემბერი 2020 13:21
1
მწვრთნელი!
სამწუხაროდ, 1 წლის წინ რომ გაეანალიზებინათ ვასის მუშაობა და მოეყვანათ ნორმალური მწვრთნელი, დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ვიქნებოდით და B ლიგაშიც ადგილი გვექნებოდა დაბევებული.
ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთი, შეამჩნევდა, რომ ვაისი სრული კატასტროფა იყო (როგორც მწვრთნელი, თორემ როგორც ადამიანი - შესანიშნავი პიროვნებაა, განიცდის კიდეც და პასუხისმგებლობასაც გრძნობს)
ქართველი ქომაგი
16 ნოემბერი 2020 12:56
3
აბსოლიტურად გეთანხმები, ეს კიდევ 1 კი არა მეტი წლის წინ ჩანდა... და გეთანხმები იმაშიც, რომ დროულად რომ შეეცვლათ, ალბათ ორივე წაგებულ თამაშსაც მოვიგებდით გამართული ტაქტიკით და ასე ვთქვათ "გადახალისებული" მოთამაშეებით... ჯერ იყო გიორგიმ მოიყვანა ნაკრები აქამდე, მერე კვარამ და ვაისმა.... ისე, როგორც პიროვნება, აუგს ვერ იტყვი
მთიელი
16 ნოემბერი 2020 13:56
2
ყველაფერი!!! ფედერაცია, მწვრთნელი, შემადგენლობა
dinamo
16 ნოემბერი 2020 12:53
0
აზრი არ აქვს ჩვენს მსჯელობას, კალაძე ვისაც შეარჩევს ის იქნება მწვრთნელი.
სააკაძე
16 ნოემბერი 2020 12:51
2
კახაიემ და ლევანიემ დაასვეს ბოლო ჯვარი ფეხბურთს. ისტორიაში სამარცხვინო სახელებით ჩაიწერებიან.ასევე მათი დამქაშები აღარ მინდა მაგათი ხსენებაც კი.
ზურა
16 ნოემბერი 2020 13:16
1
მარტივად შეიძლება ლობანოვსკის მსგავსი მწვრთნელი ოღონდ არაქართველი. ვინც ცხენებივით არბენინებს ყველას 120 წუთი, კარში დარტყმებზე ავარჯიშებს ძალიან ბევრს ჩაჯმა.დე. და უკან პასს აუკრძალავს . აი ესაა გამოსავალი სხვა არაფერი. და კიდევ ერთი ფსიქოლოგი ეგეც უცხოელი რომ შეაგონოს ფეხბურთელებს რომ ფეხბურთის თამაში მანდრაჟით არ შეიძლება და პროფესიონალმა ყველანაირ წნეხს უნდა გაუძლოს.
ზურა
16 ნოემბერი 2020 12:49
2
მმართველი ხალხი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში!!!
არავინ არ თქვას სპორტი პოლიტიკა არ არისო,გაიხსენეთ 1980 და 1984 წლების ოლიმპიადები,რეები იჩალიჩეს ჯერ საბჭოთა კავშირმა ,მერე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა!!!
მითუმეტეს ჩვენს პატარა ქვეყანაში,სპორტი მართლაც რომ პოლიტიკაა!!!
მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არაპროფესიონალების სიმრავლეა ფედერაციაშიც და ნაკრებშიც,მანამ სანამ "ნაცნობობა" არ მოიშლება ქვეყანაში,არაფერი არ ეშველება ქვეყანას და მაშასადამე სპორტსაც.
ემიგრანტი ქაქუცა
16 ნოემბერი 2020 12:00
1
კახა ცხადაძე უნდა მოიწვიონ...
კარგად დაემთხვა, კლუბიდან მოდის :)
დავითი
16 ნოემბერი 2020 11:49
10
ექიმებს არ სცალიათ ახლა მაგისთვის,მაგრამ იქნებ გამოიკვლიონ როდესმე -რატო იღებენ ჩვენი ფეხბურთელები ტრავმებს ასე ხშირად..
მაგალითად დღეს უნდა გვყოლოდა ძალიან მაგარი მარცხენა მცველი ხარაბაძე-საკმაოდ ახალგაზრდა ძირითადს თამაშობდა ციურიხში და უცებ გაქრა რადარებიდან.
მე ხელოვნური მინდვრების ბრალი მგონია ეს ყველაფერი,ევროპაშიც აქვთ,ბაზ-არ არი,ოღონდ იქ იყენებენ თოვლიან ამინდში და თან ევროპელი ბავშვს თავის დროზე აქვს სახლში საუზმე,სადილი თუ ვახშამი..ჩვენთან ბავშვები დილიდან გარეთ არიან,ზოგი ფენოვანს ჭამს და მთელი დღე იმით არის,ზოგს იმის ფულიც არა აქვს და მერე ეს გამოსუსტებული ბავშვები კიდე დიდ დროს ატარებენ ხელოვნურ სტადიონებზე. არ ვიცი,ექსპერტი არა ვარ-იმიტომაც დავწერე,მედიკოსებმა უნდა გამოკვლევა ჩაატარონ.. არაელასტიური და ხისტი გენეტიკა რო გვქონდეს არ გვეყოლებოდა მაშინ ტალახაძე,თუნდაც რეგბისტები თუ მოჭიდავეები..
ახლა სხვა ტრენერმა რო ააწყოს გალაქტიკო- ხვიჩა,ჩაკვე,იქეთ ნინუა რო მოჯდეს პაოკის სასტავში,წინ მიქაუტაძე და სხვა კაი ბიჭებიც შეიძლება გამოჩნდნენ,მაგრამ თუ მნიშვნელოვანი თამაშების წინ ყველა ლიდერი გამოაკლდა ეს შრომაც წყალში ჩაიყრება.. ნუ არ ვიცი,ფაქტია რო გამოსაკვლევია ეს საქმე.
ისე ორგანიზმი რო გაძლიერდეს და საერთოდ ძლიერი იყოს-თუ გინდა სპორტზეც არ იყოს ლაპარაკი-ვისაც სახლში ბავშვები გყავთ-ყოველწელს 2-3 კვირით მაღალმთიან კურორტზე დასვენებაა მაგისთვის კაი-ფილტვებს აძლიერებს..
ძველი დინამოს მომზადებაზე ვკითხულობდი ადრე და ეწერა-აუცილებელია სეზონის წინ 2 კვირიანი შეკრება მაღალმთიან კურორტზე და 1 კვირა ზღვაზეო..
აბა აქ ფიზიკური მომზადება ბევრს მარტო ის გონია რო ტრენერმა 30 წრე უნდა დაარტყმევინოს ყოველ ვარჯიშზე და მარათონელი გახადოს..
Levani
16 ნოემბერი 2020 11:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული