რამაზ სვანაძე: ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ - შეტევაში რამდენიმე ჩანაფიქრი გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ ისაუბრა, რომელიც ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში უხელმძღვანელებს:

"ნაკრების მწვრთნელობა მოულოდნელი და სასიამოვნო, საამაყო სიურპრიზი იყო, ნამდვილად არ ველოდი.

მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს და მის ბოლო პრესკონფერენციაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს სწორი არ იქნება.

ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ, ეს გუნდი 5 წელი იყო ერთად, შეტევაში, ბურთის კონტროლის მხრივ სწორი აქცენტები ისმებოდა.

ცვლილებებისთვის დრო არ გვაქვს, მხოლოდ შეტევაში გვექნება რამდენიმე ჩანაფიქრი და იმედია, გამოგვივა.

ჩემი მთავარი ამოცანა გუნდის განწყობის ამაღლებაა.
ნაკრების ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
პანდევი ჯობია მოვიწვიოთ მწვრთნელად!
პრაგმატისტი
17 ნოემბერი 2020 18:48
4
ამას ეტყობა ჯერ არაა აქვს გათვითცნობიერბული სად მოხვდა!
გიორგი
17 ნოემბერი 2020 18:41
3
ამ მწვრთელის ქილიკს მაინც დაანებეთ თავი, საქილიკო სხვაც ბევრია თუ მაინცდამაინც... საჭირო იყო დროებითი მწვრთნელი 1 თამაშისთვის და ის ასაკობრივი ნაკრებიდან შეირჩა. მე ვასილ მაისურაძეს ველოდი პირადად როგორც 21-იანების მთავარ მწვრთნელს, მაგრამ არ ისურვა როგორც ჩანს ან არ ისურვეს. 1 თამაშზეა საუბარი და სადაც სიმართლეა ახლა მწვრთნელობა უფრო შარია ვიდრე პრსტიჟი ძმებო.
Irakli Apkhaidze
17 ნოემბერი 2020 18:38
1
რამდენს უხდიან?
1
17 ნოემბერი 2020 18:33
5
Visac ar gaxsovt esvfexburteli me gagaxsenebt-shushakis dinamoshi fiz.momzadebis mwvrtneli avto beridze avarjishebda karebis ukan..dinamoshi amis kriera es iyo sul-mere sionshi atamashes kidec..araferi piraduli fritenzia-rogorc mwvrtneli jer kargia,mere vnaxot
Levani
17 ნოემბერი 2020 18:24
1
ვინ არის (არა პიროვნულად, საფეხბურთო-სამწვრთნელო თვალსაზრისით)ხომ არ იცით, რა გამოცდილება აქვს ან რა სამწვრთნელო განათლება?! ეეჰ შე საცოდავო ეროვნულო!!! ნაკრებო!!!
!
17 ნოემბერი 2020 17:21
3
ცვლილებები არ გააკეთო ბოლო თამაშებში დავგლიჯეთ ისე ვითამაშეთ განსაკუთრებით თავდასხმაში!!!! და კიდევ ერთი, მსოფლიოში ალბათ მხოლოდ ჩვენ დავრჩით ვისი სტილიც არის ბევრი განივი და უკან პასი და მოდი ამასაც ნუ შეცვლით დაე იყოს ეს ჩვენი განუმეორებელი სტილი კაცმა 5 წელი იწვალა ბოლო-ბოლო ამ სტილის დასანერგად!!!
!
17 ნოემბერი 2020 17:18
2
ორი ფორვარდის ხილვა საინტერესო იქნებოდა გვერდი გვერდ
ნათია
17 ნოემბერი 2020 17:11
0
იმედია არ გაიმეორებს ვაისის შეცდომას სომხეთთან ორივეჯერ დააყენა ჯიღაური მარჯვენა მცველად და სამწუხაროდ ორი გოლი მის კისერზეა! არადა ტაბიძე სკამზე დატოვა!
gabo
17 ნოემბერი 2020 16:44
0
ა ბიჯო ქუტაისელი იცის ტავის საქმე წარმატებები მეგობარო
digela
17 ნოემბერი 2020 16:44
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული