რამაზ სვანაძე: ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ - შეტევაში რამდენიმე ჩანაფიქრი გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში ესტონეთს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რამაზ სვანაძემ ისაუბრა, რომელიც ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში უხელმძღვანელებს:

"ნაკრების მწვრთნელობა მოულოდნელი და სასიამოვნო, საამაყო სიურპრიზი იყო, ნამდვილად არ ველოდი.

მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს და მის ბოლო პრესკონფერენციაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს სწორი არ იქნება.

ბევრ ცვლილებას არ გავაკეთებთ, ეს გუნდი 5 წელი იყო ერთად, შეტევაში, ბურთის კონტროლის მხრივ სწორი აქცენტები ისმებოდა.

ცვლილებებისთვის დრო არ გვაქვს, მხოლოდ შეტევაში გვექნება რამდენიმე ჩანაფიქრი და იმედია, გამოგვივა.

ჩემი მთავარი ამოცანა გუნდის განწყობის ამაღლებაა.
ნაკრების ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და ხვალ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
რათ გინდოდა.? გინდა რომ გაგინონ? ხომ იცი საქართველოში ერთადერთი სპორტია რაგბი, სადაც წაგების შემთხვევაში თუნდაც დიდი ანგარიშით, თანაც მშრალად შეგაქებენ!
დავით 67
17 ნოემბერი 2020 19:49
2
ამას ეტყობა ჯერ არაა აქვს გათვითცნობიერბული სად მოხვდა!
გიორგი
17 ნოემბერი 2020 18:41
3
იმედია არ გაიმეორებს ვაისის შეცდომას სომხეთთან ორივეჯერ დააყენა ჯიღაური მარჯვენა მცველად და სამწუხაროდ ორი გოლი მის კისერზეა! არადა ტაბიძე სკამზე დატოვა!
gabo
17 ნოემბერი 2020 16:44
0
პანდევი ჯობია მოვიწვიოთ მწვრთნელად!
პრაგმატისტი
17 ნოემბერი 2020 18:48
4
ცვლილებები არ გააკეთო ბოლო თამაშებში დავგლიჯეთ ისე ვითამაშეთ განსაკუთრებით თავდასხმაში!!!! და კიდევ ერთი, მსოფლიოში ალბათ მხოლოდ ჩვენ დავრჩით ვისი სტილიც არის ბევრი განივი და უკან პასი და მოდი ამასაც ნუ შეცვლით დაე იყოს ეს ჩვენი განუმეორებელი სტილი კაცმა 5 წელი იწვალა ბოლო-ბოლო ამ სტილის დასანერგად!!!
!
17 ნოემბერი 2020 17:18
2
ამ მწვრთელის ქილიკს მაინც დაანებეთ თავი, საქილიკო სხვაც ბევრია თუ მაინცდამაინც... საჭირო იყო დროებითი მწვრთნელი 1 თამაშისთვის და ის ასაკობრივი ნაკრებიდან შეირჩა. მე ვასილ მაისურაძეს ველოდი პირადად როგორც 21-იანების მთავარ მწვრთნელს, მაგრამ არ ისურვა როგორც ჩანს ან არ ისურვეს. 1 თამაშზეა საუბარი და სადაც სიმართლეა ახლა მწვრთნელობა უფრო შარია ვიდრე პრსტიჟი ძმებო.
Irakli Apkhaidze
17 ნოემბერი 2020 18:38
1
ორი ფორვარდის ხილვა საინტერესო იქნებოდა გვერდი გვერდ
ნათია
17 ნოემბერი 2020 17:11
0
კიდევ ერთი გაიოზ დარსაძე...
ხარება და გოგია
17 ნოემბერი 2020 15:24
8
100%-ანი ხარ Ძმაო! Შინაურულად რეკლამას უკეᲗებენ,ვინაა სად უᲗამაᲨია? ვინ გაუწვრᲗნია და რა გამოცდილება აქვს,რომ ჯერ 19 წლამდელები Ჩააბარეს.... ახლა ეროვნული ნაკრები Თუნდაც დროებიᲗ. მაინტერესებდა ვინ იყო და დავგუგლე,ტიპი არსად არ Ჩანს... მამამისის პონტᲨია ბიᲭი.
ზურა
17 ნოემბერი 2020 15:59
10
მე ამ თამაშზე საერთოდ არ დაუნიშნავდი მწვრთნელს,რა აზრი აქვს.ვეტყოდი--დავაი შპანა,ითამაშეთ როგორც გინდათ!
კახა ქ.
18 ნოემბერი 2020 12:11
2
აქამდე რა ეგრე არ თამაშობდნენ? რაში ეტყობოდათ ნწვრთნელის ხელი..
KA
18 ნოემბერი 2020 14:18
2
ა ბიჯო ქუტაისელი იცის ტავის საქმე წარმატებები მეგობარო
digela
17 ნოემბერი 2020 16:44
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული