სალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იმედის ფსონის" მიმდინარეობისას ლევან სალუქვაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

ვლადიმირ ვაისის გუნდიდან წასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თემურ ქეცბაიას შესაფერის ვარიანტად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის ნაკრებში უნდა დაბრუნდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სალუქვაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქეცბაია ქსენოფობი და უზრდელია, რომელმაც ჟურნალისტებთან მოქცევა არ იცის.

"ჟურნალისტებთან რომ თურმე მართალია, ეგ არის უზრდელი და უზრდელურად იქცეოდა. ის ჩვეულებრივი ქსენოფობია. "ტო"-ს და რუსული სიტყვის გარეშე წინადადებას ვერ ამბობდა, ნაკრები კი უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"
- ამბობს სალუქვაძე.

მკითხველის კომენტარები / 61 /
ვირო, რა გინდაო და სახელის პირველი ასო ს-ზე შემიცვალეთო. ქეცბაიას ნებისმიერ ერთ თამაშში რომ ოფლი ჩამოსდენია, იმის მეათედიც რომ არ გიკეთებია შენს ცხოვრებაში ქართული ფეხბურთისთვის, რა უფლება გაქვს, პირი მოაღო და ლანძღო. ზოგადად: არაკაცი, რომელიც ვინმეზე საჯაროდ ამბობს, უზრდელიაო, თვითონაა ზრდილობასთან მწყრალად. ვაისმა ძალიან კარგი ფეხბურთელებით გამარჯვების გარეშე ჩაამთავრა 2018-ის ციკლი და ხმა არ ამოგიღიათ, კონტრაქტს რომ უგრძელებდნენ, ერთი არ დაგიკვნესიათ, ინტერვიუებს რომ არ გაძლევდათ. ქეცბაიას თაობათა ცვლის პროცესში ნახირ-სასტავი შერჩა ხელში და მუშაობა არ აცალეთ, დაახრჩვეთ კაცი, ყოველი თამაშის მერე პირდაპირ ეთერში იჯდა და ხეზე კაკუნივით გიმტკიცებდათ იმას, რაზეც ახლა ვაისიც აბჟუტურდა. ამიტომ დღევანდელი გადასახედიდან მაინც მიხვდეთ იქნებ, რომ როგორც იმსახურებდით, ისე გელაპარაკებოდათ. გამართულ ქართულზე კიდევ ხმას როგორ იღებთ, ჟურნალისტები გქვიათ და თქვენი ნაწერი წერის დასრულებისთანავე მაკულატურაა და ქეცბაიას ამ მხრივ რა უნდა მოთხოვოთ?!
ცოტნე
18 ნოემბერი 2020 10:24
6
ვაისის მწვრთნელობა არ გაიშვა, ერთა ლიგა ჩაკვეტაძემ მოიგო მერე კვარაცხელიამ, ერთიც დააკლდა და მეორეც და კი ნახეთ რაც მოხდა. მწვრთნელი ფინალს აგებდა და პირველი შეცვლა მე80 წუთზე გააკეთა, 93 წუთზე მცველი გამოიყვანა ამაზე არაფერს არ ამბობს ტიპი და ქეცბას აგინებს. გითხრათ კაცმა არავინ არ უშლით შეტევას მარა ბურთს თუ დაკარგავს უკან ჩამოვიდეს ვთხოვო და არ შვებაო
Me
17 ნოემბერი 2020 23:20
3
რას უგავს სახე ამ ლევანის. კაიფშია ამ ბოლო დროს ხშირად თუ მთვრალია?
ალე
18 ნოემბერი 2020 08:07
10
დააფარათ ქეცბაიამ თავზე, ენა ვერ შეუბრუნეს და გაბრაზებულა ბიჭი
ვალერი
17 ნოემბერი 2020 23:29
6
საინტერესოა სიომინი, გამოცდილი, შეუვალი და თან ქართველები ევასება. უმუშევარია. ვოვა დაალაგებს.
gela
17 ნოემბერი 2020 21:39
7
დაგავიწყდათ როგორ გააგდეთ ქეცბაია??? მალე ვაისის დაბრუნებასაც მოითხოვთ, ძაან სწრაფად გავიწყდებათ რაღაც-რაღაცეები
sormona
17 ნოემბერი 2020 21:31
3
ქეცბაიას უზრდელობის რა მოგახსენოთ, ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ ფაქტია, ცოტა არ იყოს და პრობლემური პიროვნებაა, კვიპროსშიც ყველას შეაჯავრა თავი, იქაც ყველას ეუფროსება: ჟურნალისტებს, ფედერაციას, თავის ფეხბურთელებს. იმიტომ გაუკეთეს გასაკეთებელი და ჩემპიონობა "ომონიას" აჩუქეს.
ვახო
17 ნოემბერი 2020 20:10
52
ქეცბამ თუ გაგიგო არ აგცდება მინაშვილი 2
buxrika
18 ნოემბერი 2020 02:52
6
კობიაშვილი და ასათიანი ყავდა და სახლში მალტას 1-0 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.
მალტაზე გასვლა წააგო და მალტას კაი ფეხბურთელები ყავსო ამბობდა.
ყაზახეთში წააგო და კარგად ვითამაშეთო.
ლატვიაში იგებდა და 5-ე მცველი შემოიყვანა(ზუსტად როგორც ვაისმა მაკედონიაში) და 2 ქულა დაკარგა
ფინეთში იგებდა,ფინეთს კაცი გაუგდეს და 1-1 ითამაშა.
ლატვიასთან სახლში წააგო.
მერე მოჯდა ტელევიზიაში და ჟურნალისტებს აკაჩავებდა ფეხბურთელებს ზედმეტი წონა აქვთ,ვერ დარბიან და მე თავი გამანებეთო,მესებს ვერ დავბადავო და ა.შ.
ესე ყველა იყვირებს რა პრობლემებიცაა-ამ ფორუმიდან 20 კაცი მაინც იქნება,რომლებიც უფრო ზუსტად და გასაგებად ჩამოაყალიბებს იმას რასაც "ქეცბას სიმართლე" ქვია და ამ 20 კაციდან ავირჩიოთ მაშინ
Levani
17 ნოემბერი 2020 23:32
20
ჩემი აზრი დავწერე მარა დაიბლოკა!/ მოკლედ ვეტყვი ამ კაცს! რაღაცეებს სწორს იძახი მაგარამ , ქეცბაიაზე უზრდელიაო რო იძახი და ილანძღები არ ხარ მართალი! ყველამ ვიცით რო თაობის ცვლა იყო გუნდში და არ იყო ღირსეული შემცვლელები , დღემდე წყალწაღებულ გუნდებში თამაშობენ ბიჭები, მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ორი ტალანტი გამოჩნდა და ორივე გამოგვაკლდა, თან ისე რო ამათ ერთად არცერთხელ არ უთამაშიათ ნაკრებში 90 წუთი! მაშინ მინაშვილსაც და შენც სწორად დაგახურათ თავზე! იმიტომ რო შერჩევითი კრიტიკა გქონდათ სუყველას! და შენ სხვის კაცობაზე რო ლაპარაკობ, შენ რა დროს იყავი ფედერაციში? აღარ გახსოოვს? ერთი აგური დადე მაინც ქართულ ფეხბურთში? ვალები დატოვეთ და ვერაფერი მიამატეთ, გამოდიხარ და ლაპარაკობ მართალი კაცივით! ახალკაცი როგორ არაკაცურად , არასწორად მოვიდა პრეზიდენტად აღარ გახსოოვს? ნემსაძეს არჩეულ პრეზიდენტს რა არაკაცურად მოექცნენ! და შენ იმ არაკეცბთან ერთად მუშაობა დაიწყო, არასამართლინად მოსულ კაცს გვერდში დაუდექი! მაშინ არ გქონდა პროტესტის გქრძნობაა? თუ როგორ არის ეგ ამბავი? სანამ სხვაზე რამეს იტყვი ჯერ შენ საქცუელზე დაფიქრდი! ხალხს ამნეზია არ ჭირს!!!
Vasili
18 ნოემბერი 2020 13:25
3

სიახლეები პოპულარული