ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
კაცმა რომელმაც ფეხბურთი სრულ კოლაფსამდე მიიყვანა ეხლა ქვეყნის მართვა უნდა ჩაიბაროს.
fan1
18 ნოემბერი 2020 19:44
4
გვახსოვდი როგორც საოცარი ფეხბურთელი და შემოგვრჩი როგორც ნაძირალა!

არავის სჯერა შენი, წაეთრიე პარლამენტში და შეეშვი ფეხბურთს. ან იქ ყოფილიყავი ან აქ მარა არ გამოძღა თქვენი მუცელი, ფეხბურთის გულშემატკივარი კი გაგვაუბედურეთ ამასობაში და..
თემო
18 ნოემბერი 2020 15:06
2
ამას გონია ისევ გლდანში ამომრჩევლების შეხვედრაზე გამოდის სიტყვით. თუ პარლამენტარობა გინდა დაანებე ამ ფეხბურთს თავი. ისე რომ, იცოდე ფეხბურთის ფედერაციასაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ დამარცხებაში. შენც რომ მოგეხადა ბოდიში არა?
Kote
18 ნოემბერი 2020 17:02
1
მიუხედავად იმისა,რომ არა ვარ ნაცი,მოგიწოდებ,რომ გადადგე.ლევან,შენმა უხერხემლო და უინტელექტო მმართველობამ ქართული ფეხბურთი დაღუპვამდე მიიყვანა.წადი რა, შე კაცო.
Status quo
18 ნოემბერი 2020 17:44
4
"მადლობა ვლადიმირ ვაისს" - იმიტომ, რომ ვერ მოიგო ვერცერთი თამაში, ოფიციალურ ორ შესარჩევ ტურნირში, გარდა გიბრალტარისა.,პრინციპულად არ აკეთებდა შეცვლებს ოთხმოცდამეათე წუთამდე, იძახებდა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს რომელსაც უწერდნენ...
ბასა
18 ნოემბერი 2020 13:29
1
მეორე ტური ახლოვდება და რაღაც ხომ უნდა ეთქვა.ერთი კვირის თავზე აჯმკეთებს განცხადებას,მანამდე არ ეცალა-საქმეები,საქმეები.....
კახა ქ.
18 ნოემბერი 2020 18:37
4
15 წელი გერმანიაში ნაცხოვრები კაცი ხარ.ნუთუ ვერ ისწავლე პროფესიონალიზმი და საქმისადმი სწორი მიდგომა?საძმოდ გადააქციე ფედეარაცია,იქეთ პარლამენტში შეძრომა გინდა კიდევ უნამუსოდ.შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს კობი?ნუთუ ვერ ხვდები რომ რაც გულშემატკივრებში დამსახურებული პატივისცემა გაქვს მოპოვებული,სრულიად კარგავ და ზიზღში გადადის უკვე?15წელი გერმანული წესით ცზოვრება პატარა საქმე არაა,როგორც ფეხბურთელი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყავი და აქ რა დაგემართა?ქართული მენტალიტეტი ამუშავდა?ძალიან გაუცრუე ხალხს იმედი და შენს იმიჯს დიდი ზიანი მიაყენე,რასაც ვეღარ გამოისყიდი ვერაფრით,სულ ვერ იქნები მაგ პარლამენტში და კარგად ვერ დაასრულებ იცოდე.ხალხის პატივისცემას ვეღარ დაიბრუნებ.შენი დრო წასულია კობი...
Master
18 ნოემბერი 2020 18:24
4
6 დღე გავიდა და ახლა აკეთებ კომენტარს? კომენტარი კი არა ახსნა-განმარტება უნდა გააკეთო! ბევრი კითხვაა? გულშემატკივრების დაშვებაზე რატო არ ამბობ არაფერს?! კიდევ ბევრი კითხვაა და ამდენი ხნის განმავლობაში დუმხართ, იმის ნახვლად ყოველჯვირეული ბრიფინგი აკეთოთ, მაგრამ საქმეს როცა არ აკეთებ ბრიფინგზე რა უნდა ილაპარაკოთ???
ბათუმი
18 ნოემბერი 2020 16:59
0
მე ფედერაციას და საერთოდ საქართველოს მთავრობას მინდა ვკითხო, თუ იცით რა არის პატრიოტიზმი და ფეხბურთელებთან ერთად გაგაჩნიათ თუ არა.
სინსილიო!
18 ნოემბერი 2020 20:06
2
საიტის რედაქციას!!! ქვემოთ დაწერილი კომენტარები ნათლად ასახავს გულშემატკივრის განწყობას გთხოვთ ჩვენი სახელით დააკოპიროთ ან დაბეჭდოთ და გადაუგზავნოთ ფედერაციას...თუ ამის შემდეგაც არ აიღებენ პასუხისმგებლობას არ გადადგებიან და ბოდიშს არ მოიხდიან ჩვენ უბრალოდ გვეცოდინება რომ შუბლის ძარღვი საბოლოოდ გაიწყვიტეს...
Talo
18 ნოემბერი 2020 18:12
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული