ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
შეთქმულების მსხვერპლია ლიოვა კობაიბაშვილი.
ასაა
19 ნოემბერი 2020 16:02
1
კიდევ კარგი ეს განცხადება გააკეთა თორემ ხო წავაგებდით ესტონეთთანაც
912
19 ნოემბერი 2020 14:03
0
გადადექი თუ რაიმე სინდისის ნატამალი გაქვს.
შენი კეთილის მსურველი
19 ნოემბერი 2020 10:24
1
ამხანაგო ლევან, აბა რას აკეთებთ, ამისთვის გცალიათ ახლა თქვენ? წაბრძანდით და არჩევნებს მიხედეთ, თორემ საქათმეში მელია შემოგეპარებათ.
დინამოელი
19 ნოემბერი 2020 09:15
1
კობიაშვილო, ამ თამაშების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურს ნიკა მელია კი არა, ჩვეულებრივი მელია მოგიგებდა!
სიმართლე
19 ნოემბერი 2020 01:59
2
ბათუმის დინამოს წაგებულ თამაშებს ვაგებინებდით გულშემატკივრები.. ის 3000 კაცი!!! და 60 ათასიან დინამოზე 20,000 კაციც რომ დაგეშვათ მართლა შეიცვლებოდა ყველაფერი.. არც იუაროთ! ყველას ბრალია, ვინც გადაწყვიტა, რომ არ უნდა დასწრებულიყო ხალხი მატჩს..
ზუზუ
18 ნოემბერი 2020 22:43
1
ძლივს ეშველა ცოტათი ქართულ ფეხბურთს.. მოედნები კეთდება ცდილობენ მართლა ყველაფერს, თუმცა აი მაკედონიასთან თამაშმა გამოაჩინა ბევრი რამე... ძმაკაცებს შეუძლიათ სტადიონზე დასწრება და მართლა გულშემატკივრებს არა... მიტინგები შეიძლება და 30%-ის დასწრება არა :))) ბათუმის დინამოს წაგებულ თამაშებს ვაგებინებდით გულშემატკივრები.. ის 3000 კაცი!!! და 60 ათასიან დინამოზე 20,000 კაციც რომ დაგეშვათ მართლა შეიცვლებოდა ყველაფერი.. არც იუაროთ! ყველას ბრალია, ვინც გადაწყვიტა, რომ არ უნდა დასწრებულიყო ხალხი მატჩს..
ზუზუ
18 ნოემბერი 2020 22:33
1
სანამ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება იქნება იმის წინაპირობა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობები იცვლებოდეს, მანამდე ასეთ ნეხვში იქნება საკლუბოც და სანაკრებო ფეხბურთიც. თავისი ნებითა და პასუხიმგებლობით წასული რომელი ფედერაციის პრეზიდენტი გახსენდებათ?
ირაკლი
18 ნოემბერი 2020 21:59
3
100% მართალი ხარ....
mitro
18 ნოემბერი 2020 22:52
2
მე ფედერაციას და საერთოდ საქართველოს მთავრობას მინდა ვკითხო, თუ იცით რა არის პატრიოტიზმი და ფეხბურთელებთან ერთად გაგაჩნიათ თუ არა.
სინსილიო!
18 ნოემბერი 2020 20:06
2
კაცმა რომელმაც ფეხბურთი სრულ კოლაფსამდე მიიყვანა ეხლა ქვეყნის მართვა უნდა ჩაიბაროს.
fan1
18 ნოემბერი 2020 19:44
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული