ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
მშვენიერი და რაც მთავარია, დროული განცხადებაა (სულ რაღაც 6 დღეა გასული, პადუმაეშ). ანუ ახლა იმაზე ვნევრიულობ, მელიამ რომ უარი თქვა მეორე ტურზე. ანუ კი გაიმარჯვებს ლევალიკო მეორე ტურში, მაგრამ ტრუხა პარლამენტარაად დარჩება ბოლომდე. არადა, ანუ ვერაფერს დაუწუნებდი თავის დროზე ანუ როგორც ფერხბურთელას. გოლი რომ შეაგდო ხორვატიასთან, იმ გოლის გახსენებაც არ მოგინდება ამის შემყურე. ანუ ერთი ბოდიში რომ მოგეხადა რა იქნებოდა ლევან? ანუ, ანუ, ანუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
სიმონა ანუ სიკო დოლიძე
18 ნოემბერი 2020 18:29
2
კარგი ფეხბურთელი იყო არ ნიშნავს ავტომატურად კარგი მენეჯერი იყო, როგორც ჩანს ეს უკანასკნელი არ გამოგდის. ხალხი წლები უნდება და ბოლომდე მაინც ვერ სწავლობს როგორ უნდა მართოს ესა თუ ის ორგანიზაცია. ჩვენს ფედერაციაში ვინ არიან დანიშნულები, სულ ყველა ყოფილი ფეხბურთელები რომლებსაც კარიერაც კი არ ქონდათ უმეტესობას ნორმალური, საუბარი მაქვს მუნჯირზე, იაშვილზე, ცქიტიშვილზე და დანარჩენებზე კიდევ. მუნჯირს მოედანზე ეზარებოდა ხოლმე სირბილი და ეგ საქმეს გააკეთებს ?? გონებრივ და ინტელექტუალურ სამუშაოს გასწევს?? ეს ბანდა ჯერ ნაკრებში რომ თამაშობდა მაშინ დაგვმართეს ნერვოზი და ეხლა ფედერაციიდან გვიწამლავენ ცხოვრებას და იმდენს იზავენ ფეხბურთი საერთოდ საქართველოში ჰოკეის დონეზე დავა.
givi
18 ნოემბერი 2020 18:20
2
თქვენ რო გიყუროთ მემგონი მადლობას მოგვახდევინებთ ამ წაგებებისთვის.

მე რას ვერ ვხვდები იცი კაი თქვენ ვერ ხვდეით წასვლას მარა ვინმე არ გყავთ გვერდით რო გირჩიონ წადიო? მთელი ქვეყამა რო გაგიჟბულია და გამკობენ ამას არ უყურებთ? ან ნამუსი არ გაწუხებთ? თქვენ თავთან მარტო რო რჩებით რამე არ გაწუხებთ?

მაყურებლები რატო არ შეუშვით მოედანზე? ან თუ ეს ინფორმაცია ქოდა ამ ვაი ჟურნაისტებს მატჩამდე რატო იყავით ჩუმად?

ვაისს მადლობას რაზე უხდით? უფასოდ მუშაობდა?

მაკედონიასთან წავაგეთ მარა სიმართლე რო გითხრათ სომხეთთან მარცხი უფრო გამიტყდა იმიტომ რომ კაი მაკედონია გჯობია და ფინალი იყო და ნუ ერთი მატჩი წავაგეთ მარა სომხებიც გვჯობია?

ერთი კითხვა მაქ კიდე რა ლევანთან მაკედონიასთან მარცხის მერე თუ შეხვდით ნაკრების ფეხბურთელებს და რა სამუშაო გასწიეთ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ქომაგი
18 ნოემბერი 2020 16:55
0
აქამდე 4 წელი პარლამენტში იყავი და არცერთხელ არ გამოსულხარ ტრიბუნასთან და შენი ხმა კაციშვილს არ გაუგია იქ...
ახლა ისიც გაირკვა, რომ არც ფეხბურთის პრეზიდენტის პოსტზე გაგიკეთებია არაფერი 300 მილიონის ათვისების გარდა...
ახლა ისევ უღირსი მეთოდით ცდილობ კვლავ მოხვდე პარლამენტში როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთე როცა ფედერაციის პრეზიდენტად დაგსვეს!
წადი, რაა, დაგვანებე თავი
თამაზი
18 ნოემბერი 2020 14:57
1
ბიჭო დღეს არის 18 ნოემბერი!6 დღის წინ იყო 12 ნომებერი კაი 5 დღის წინ 13 ნომებერი ხალხმა გაგინათ გასხათ და დღეს აკედებ განცხადებაას?რა იყო მართლა ვერ გავიგე შენი მოსვლის დღიდან მე არ მჯერა მარა ბიჭო რავიცი ძმაო ნუ არ ვიცი მართლა არ ვიცი რა დავწერო :D მეგონა გადადგებოდა და თურმე არც არაფერიო :დდდ
აბგდ
18 ნოემბერი 2020 14:59
0
პარლამენტში შედი,იქ ხარ საჭირო,ღილაკზე თითის მიმჭერად.
გუგა
18 ნოემბერი 2020 14:31
1
პასუხისმგებლობას რომ ვერ გრძნობ და პოსტს არ ტოვებ ეგაა ტრაგედია... მთავარი მიზანი ეროვნული ნაკრების წარმატებაა რასაც შენ ვერ მიაღწიე. შენმა შერჩეულმა მწვრთნელმა ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა და ფინალში თუ მოხვდა გუნდი დიდწილად ფეხბურთელების ინდივიდუალიზმით იყო გამოწვეული და არა მწვრთნელის სტრატეგიით და ტაქტიკით.
talo
18 ნოემბერი 2020 15:34
1
ეს სადღეგრძელო თქვა ამან თუ მოგვეჩვენა.
David
18 ნოემბერი 2020 15:45
2
ლევან! რა გააკეთე შენ პირადად, რომ ნაკრებს მეთორმეტე მოთამაშე დამატებოდა მაკედონიასთან მატჩზე.
დაგიჯეროთ შენ და კახის, იმდენი წონა არ გაქვთ, რომ ამ საუკუნის მატჩზე, საქართველოს მცირერიცხოვანი გულშემატკივარი მაინც ყოლოდა?
დავითი
18 ნოემბერი 2020 15:33
0
"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"
...
18 ნოემბერი 2020 18:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული