საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების უშნო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ამ მატჩს არც ერთი გუნდისთვის უკვე პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა.
26-ე წუთზე ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი და უსახური პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კაჭარავა

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი, ზენიოვი, ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი, ტენისტე

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველაზე მართალი კომენტარია. არ შეუძლიათ და თუ გინდ შეე.....................................................
.
19 ნოემბერი 2020 16:14
0
მეორე ხომ, მაგარი შნოიანი იყო.
.
19 ნოემბერი 2020 16:08
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! აი ეგრე, ოფლი არ მოგივიდეთ და ამ პანდემიის დროს, არ დაცივდეთ, თავს გაუფრთხილდით. თავს! თორემ ბურთის დედაც და იქ კიდევ ....რაო ჟორდანიამ? ვისიო?
კ ო მ ბ ლ ე
18 ნოემბერი 2020 23:55
0
ერტი სასიკეტე მაინც ვნახე ---გვილია არ იყო მოედანზე. ამ ზურიკოზე რომ გიჟდებიან ჟურნალისტები უკვე მეორე ტამაშს ვაკვირდები არაფერი ფეხ---ლია საქარტველოს 3 მე ლიგაში იტამაშებს მაგრად---კანკავას ვიმემ მაინც უტხრას პასების 80 $ უკან აძლებს გრიგალას რეგბიში ვურჩევდი გადასვლას ყაზაიშვილო მეტი არ ჩამოხვიდე სატამაშოტ აქ ხოლო კაჭარავას მეგობრულად ვეუბნები---დაანებე ფეხბურტს ტავი ის არაა შენი საქმე
digela
18 ნოემბერი 2020 23:34
1
ვაისას, რომ უთხარი წადიო და წავიდა კაცი, შეგისრულა. ეს კაჭარავა ვინღაა. შენ მეტი აქ არ ჩამოხვიდე, გაიგე? კაჭარავა.
დიგელა-ს!
19 ნოემბერი 2020 16:24
0
თამაშები 6 ზე გვიან არ უნდა დაინიშნოს!!! სხინავთ მინდორზე!!!
რჩევა!
18 ნოემბერი 2020 22:56
0
ამათ შელოცვა თუღა უშველით :)
"დაბდღვნეს მინდორი!"
18 ნოემბერი 2020 22:48
0
ამათ უშველის, გრძელტარიანი თოხი და ბაბუაჩემის ყანა.
ლუკა!
19 ნოემბერი 2020 16:19
0
ამასობაში სომხეთი მაკედონიას უგებს...
გიორგი
18 ნოემბერი 2020 22:25
0
ეს კაჭარავა რანაირი ვინმეა ვეღარ გავიგე :D ცენტრის პოზიციაზე კალათბურთში არ ვიცი რას იზავდა მაგრამ ფეხბურთში რაცაა კი ჩანს მისი საცოდაობით ვიტანჯები ბურთს რომ იღებს ...
di ma
18 ნოემბერი 2020 22:22
0
ჯანზე კარგად არის, მცველებს მართალია ვერ ატყუებს, მაგრამ კარგად ეჭიდავება, არ ტოვებს არც ერთს ფეხზე. მე მგონი ეს ამერიკულ ფეხბურთს უფრო კარგად ითამაშებდა.
მამუკა
18 ნოემბერი 2020 23:10
0
რა სპორტის სახეობას თამაშობს ვერ გავიგე
Me
18 ნოემბერი 2020 22:49
0
ის დახავსებული, სოკომედებული ავარიული შენობა რადაც ქართული საფეხბურთო სამყარო ქვია ძირფესვიანად დასანგრევია და ნულიდანაა ასაშებენელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის მერე ისევ იგივე კატასტროფული მდგომარეობა შეგვრჩება. რაც მალე გავითავისებთ და მივხვდებით ამას მით უკეთესი.
ირაკლი
18 ნოემბერი 2020 22:02
0
კაჭარავა! )))))
ILIA
18 ნოემბერი 2020 21:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული