საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების უშნო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
ერთა ლიგის უკანასკნელი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ამ მატჩს არც ერთი გუნდისთვის უკვე პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა.
26-ე წუთზე ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი და უსახური პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კაჭარავა

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი, ზენიოვი, ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი, ტენისტე

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველაზე მართალი კომენტარია. არ შეუძლიათ და თუ გინდ შეე.....................................................
0
მეორე ხომ, მაგარი შნოიანი იყო.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული