PREVIEW: საქართველო - ესტონეთი

AutoSharing Option
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო ტურში ესტონეთს დაუპირისპირდება.

ერთი შეხედვით, 12 ნოემბრამდე "ჯვაროსნებისთვის" ყველაფერი კარგად მიდიოდა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიულ შანსზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველო B დივიზიონთანაც საკმაოდ ახლოს იყო. მიუხედავად ამისა, 3-დღიან ინტერვალში ყველაფერი თავდაყირა დადგა.

15 ნოემბერს საქართველომ სომხეთს უმასპინძლა. ვაისმა შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა - კანკავასა და გვილიას გარდა, ძირითადი თერთმეტეული აბსოლუტურად შეიცვალა.
ერთი შეხედვით იგრძნობოდა, რომ ეროვნული ნაკრები, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, განადგურებული იყო. დაანონსებული რეაბილიტაციისა და ხასიათის გამოკეთების ნაცვლად, მასპინძლებმა არცთუ მაღალი დონის
შეხვედრა ჩაატარეს, სომხეთთან 1:2 დამარცხდნენ და ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს.

ამ მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა დაკავებული პოსტი დატოვა. დღეს ნაკრები რამაზ სვანაძის იდეოლოგიით ითამაშებს და აგერ, უკვე 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას შეეცდება. მედიკოსთა მეთვალყურეობის ქვეშ არიან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია, რომლებიც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება ესტონეთს, ჩრდ. მაკედონიასა და სომხეთთან დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშების შედეგად, 2 ქულით ბოლო ადგილზეა. როგორც უნდა იყოს, ბალტიისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა - თბილისში საბრძოლო განწყობით ჩამოვედით და ჩვენთვის სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვეცდებითო.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთი ბოლოს ჩრდ. მაკედონიას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

მწვრთნელების კომენტარი


საინტერესო ფაქტები

  • ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველო ესტონეთს სულ ორჯერ დაუპირისპირდა. ქართველებმა ორივე შემთხვევაში მოიგეს, თანაც ისე, რომ მეტოქეს გოლი არ გაატანინეს.
  • საქართველომ "დინამო არენაზე" ზედიზედ 2 შეხვედრა ბოლოს 2015 წელს წააგო.
  • საქართველო უკვე 4 შეხვედრაა მოგების გარეშე ასპარეზობს. დროის ამ პერიოდში გუნდმა 4 გოლი გაიტანა, საპირისპიროდ კი 6 გაუშვა.
  • ესტონეთი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 1.55 გოლს უშვებს.
  • საქართველომ უკანასკნელი 9 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხა, რომ ერთი ან მეტი გოლი გაეტანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე რო წააგეს იმაზე არა მაქ აქცენტი,მე იმაზე ვგიჟდები,ასე უგულოდ და უჯიგროდ რომ მიუდგნენ ამ თამაშებს.მე ვერ დავინახე თავგანწირვა,შეიძლება ვიღაცამ დაინახა......
კახა ქ.
19:39 18-11-2020
0
საქართველოს ნაკრების განვითარებას ახალგაზრდა, ქართველი, თანამედრივე ცოდნით აღჭურვილი და საფეხბურთო ინტუიციით დაჯილდოვებული მწვრთნელი სჭირდება!
Guja Kakhadze
18:11 18-11-2020
0

სიახლეები პოპულარული