ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.
თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)
ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)
ხმა ამოიღეთ დიად ვეტერანებად წოდებულებო, დაგვემხო თავზე ყველაფერი!!!
ტელევიზორი გაფუჭებული მეგონა, გადახვევის დროს შენელებულ კადრებს არ აჩვენებდა და მერე მივხვდი, ეროვნულ ნაკრებად წოდებული ჯგრო ისე ნელა თამაშობს რომ უკვე შენელებულია და მეტად ვეღარ ანელებს!!!
საერთოდ რა ჩვენი სტილია, მაგრამ სამი თამაშია ჯგრომ ერთი ნორმალური ჩაწოდება ვერ გააკეთა, ეგეც მწვრთნელის ბრალია თუ დაბალი დონის ჩემპიონატის?! ანუ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და იმიტომ ვერ ვაღწევთ შედეგებსო რომ აგიჩემებიათ პროფესორებო, სომხეთს ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი აქვს მაგ ლოგიკით?!
ჩემი აზრით, როცა 2 საყრდენით გადიხარ და თან გინდა პირველ ნომრად ითამაშო, და ეს ორივე საყრდენი შეტევაში ძალიან სუსტია, გამოდის რომ ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 1 კაცი გაკლია შეტევის დროს.
დიდი პატივისცემა ჯაბა კანკავას, თუმცა მგონია რომ ჯაბას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად თამაშობ, ძალიან კარგია ართმევაზე. თუმცა როცა თამაში მოსაგებია და პირველ ნომრად თამაშობ, ჯაბასთან კიდევ 1 საყრდენის დაყენება, სრულიად გაუმართლებელია.
შესაძლებელია რომ ჯაბა სკამზე დასვა და ანგარიში რომ გექნება შესანარჩუნებელი, შემდეგ შემოიყვანო, გაცილებით ეფექტური იქნება.
არ გყვავს ფლანგის მცველები, ნუ კაკაბაძეს რა უჭირს, მარცხენა მცველი ამ დრომდე ვერ ვნახეთ და ევროპაზე გასვლის პრეტენზია კი გვაქვს)) კაკაბაძებაც გადამწყვეტ მომენტებში, მაგალითად მაკედონიასთან ბოლო წუთებზე, რამოდენიმეჯერ ბურთის ჩაწოდებაც კი ვერ შეძლო. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები თუ არ გყავს, იქ წარმატებაზე საუბარი, არასერიოზულია.
ცალკე თემაა, ბურთის გაუაზრებელი დაკიდებები საჯარიმოში. გასვლაზე ესტონეთთან თავით (კაჭარავა) გატანილმა გოლმა დაგღვუპა. მას მერე გვგონია რომ სტანდარტულებით ისევ გავიტანთ, თუმცა 3 თამაშში მომენტიც კი ვერ შევქმენით ბურთის დაკიდებით.
ჩვენ არ გყვავს იმ დონის ცენტრ.ფორვარდი რომ წინ ეულად მოქმედმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე, თუნდაც ცრუ ცხრიანის თუ სხვა სახით.
და ბოლოს, ყველამ დაამუღამა რომ თამაშობ 2 საყრდენით, ამ დროს, შუიდან შეტევაში გაკლდება 1 კაცი, მთელი აქცენტი გადაგვაქვს ფლანგის შემტევებზე. ეს ტაქტიკა მარტივად გაშიფრვადია და გაგვიშიფრეს კიდეც. ფეხი ვეღარ გავანძრიეთ მას მერე.
ფლანგებიდან როცა შეტევა და თამაში არ წაგვივიდა, შუიდან შეტევა უნდა გვეცადა, თუმცა ამის რესურსი გუნდს არ გააჩნია. არ გყვავს სათანადო მოთამაშე.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტულა, როტორი, კუშტანაი და ხაბარკოვსკი ვერცერთ კომბინაციაში ვერ უგებს სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას, ხორვატიისა და პორტუგალიის ლიგებს, და არა მარტო ამათ...სამწუხაროდ!
გინდა ვაისს ვაგინოთ, გინდა კობიაშვილს. პრობლემა უფრო სხვაგანაა!