რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
შენ რომ იტალიის ან გერმანიის ნაკრები ჩაგაბარონ, მაშინაც იტყვი მზად ვიყავიო. თუ გინდოდა ბიჭების ხასიათზე მოყვანა შალახო უნდა გეცეკვა დილით და საღამოს მაგათთვის. :)
Leonidas
19 ნოემბერი 2020 09:31
1
ვერ გამიგია ამ ვაი ფეხბურთელების თუ დასტრესილები არიან ახალგაზრდა თაობა გამოეყვანათ ამ ბოლო მატჩში.!!!!!?????
Zaza
19 ნოემბერი 2020 09:10
0
ხასიათზე მოყვანას ვცდილობდიო, კლოუნიხარ თუ რა. იმაზე უნდა გეფიქრა თავდასხმაში ნორმალური ვინ დაგეყენებინა, უკან პასი რომ დასჯადი გაგეხადა, და ა.შ. ნახევარზე მეტი შესაცვლელია ნაკრებში.
ნუზგი
19 ნოემბერი 2020 08:45
0
ფედერაციააააავ დაწერეთ პროტეესტი უეფაში ბოლო სამი თამაშის გადათამაშებაზე ...ეგეთი შინაარსით ეს წაგებები ჩვენი კი არა კოვიდის ბრალი იყო თქო ...ჩვენ ბიძია არ გვინდოდა თამაში იმიტომ რომ კვარა გაგვიხდა ავად თქო და თქვენ კი ძალად გვათამაშეთ თქო ასე რომ არ ითვლება თქო და თან ზემოდ დაუმატეთ აწი თუ ერთ-ერთი მაინც ან ჩაკვე ან კვარა არ იქნება ჩვენ აღარ ვთამაშობთ საერთოდ თქო ...თუ არა და მაშინ მეტოქემაც გამოიყვანოს ბირჟავიკები თავთავიანთ ნაკრებებში აბა ეგრე სულ ვაგებთ რაც დიდი უსამართლოობა თქო ...!!! ეს წერილი თქვენითვე წაიღეთ და დარჩით იქ შვეიცარიაში ...რა გინდათ მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი მდელოებით და ცხვრის ფარას იქაც იპოვით ეგ არ იქნება პრობლემა ...!!!
Mdaa
19 ნოემბერი 2020 08:28
1
ამათ რო აცალო და უსმინო მთელი საუკუნე იძახებენ ამ ერთიდაიგივეს, ფინალამდე მივედითო და ესაა წარმატებაო და რო წავაგეთ ფინალი ფსიქოლოგიურად გადავიწვითო და იმიტო ვაგებთ შემდეგ ყველა თამაშებსო. ყველა ერთიდაიგივეს რო გაიძახის მაგაზე მეშლება ნერვები,თითქოს სხვა პრობლემა არ იყოს და მხოლოდ მაგის ბრალი იყოს. გაგიჟდები კაცი
1981
19 ნოემბერი 2020 08:13
0
ნაკრები არა ისა,ნახირია ყველა ფედაერაციიდან დაწყებული გუნდით დამთავრებული
ვ.რ
19 ნოემბერი 2020 07:29
1
ეხლა აქ ბევრი კომენტარი წავიკითხე და ყველა იყო ცხელ გულზე დაწერილი მაგრამ მთავარ პრობლემაზე არავინ საუბრობს ვინ უნდა მოვიდეს და ჩაანაცვლოს ეს ფედერაცია ვინაა კომპეტენტური ამ საქმეში იქნებ ისეთი რამე გააკეთოს საიტმა რომ ხალხის აზრი დაფიქსირდეს ვინ გვეიმედება როგორ წარმართავს საქმეს თორემ ამათ წასვლას ისე არანაირი აზრი არააქვს მიზანის გარეშე მოსული ფედერაცია ისევ იგივეს იზავს და არშეცვლის არსებითად მდგომარეობას ამიტომ ჩემო კარგებო მოდით ჩავერთოთ და საიტს ვთხოვ უმორჩილესათ რაც შეიძლება მალე ჩავატაროთ გამოკითხვა გთხოვთ გამოაქვეყნოთ
Gio
19 ნოემბერი 2020 06:39
4
აცალეთ რა ბიჭს, ბოლომდე მიიყვანოს მისი წინამორბედის ვაისის მიერ დაწყებული "სახელოვანი" საქმე, და ამ ხროვით, ''ფეხბურთელებს'' რომ უძახიან თავიანთ თავს,საბოლოოდ დაასამაროს ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში
gia
19 ნოემბერი 2020 05:45
0
გიკვირდებათ და მე მომეწონა, ნუ წინა შეხვედრებთან შედარებით. ისე, ამ გუნდმა სომხეტთან 2-2 და მაკედონიასთან 3-3 ითამაშა.ერთადერთ შესწორებას მივცემდი, რომ საბა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ეთამაშებინა და ვაკოს ნაცვლად დაეყენებინა სხვა ნებისმიერი, ღორია ღორი. მეტი რა უნდა ექნათ ამ შემადგენლობით, მითუმეტეს მოწინააღმდეგე 11 კაცით დაცვაში იდგა 90 წუთი და ამ დროს უთავდამსხმელოთ თამაში ძნელია. კაჭარავა გაუშვით ნაკრებიდან, ან როგორ დარბის საერთოდ, მგონი ეგ ნახადუ იჟანგება თუ რა სჭირს, რობოტივითაა და სმასკა აკლია, რა უნდა მაგას ნაკრებში
leo
19 ნოემბერი 2020 01:39
18
რა წაიღეთ ტვინი ფინალამდე მოვედით,რა გუნდებთან თამაშობდით არ გახსოვთ,ეს სვანაძე იგივეა, თქვენ ყველანი ხართ არარაობები,უსუსურები და მოღალატეები,ფუ თქვე ფულის მო
ნებო და ლაჩრებო.
სსსს
19 ნოემბერი 2020 01:33
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული