რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
იქნებ ბრაზერსის მოდელები მოგეწვიათ მათ ხასიათზე მოსაყვანად?
ბიბი
19 ნოემბერი 2020 00:46
2
მანდაც ვერ იყოჩაღებენ და სულ მოგვეჭრება თავი
არდილეს
19 ნოემბერი 2020 09:09
0
რესტორანში უნდა დაგეპატიჟა გუნდი და ვაისის წასვლა აღგენიშნათ. უვებ მოვიდოდნენ ხასიათზე. ან მალდინის კუნძულებზე წაგეყვანა, არც იქ დასვენებაზე იტყოდნენ უარს.))) კაცი არ გამოჩნდა რო ხვიჩას ამბავი დააზუსტოს, ქვეყანა კი არა კომედიაა.
მიხო პაპა
19 ნოემბერი 2020 10:03
0
მიხოოო, მალდინი ფეხბურთელი იყო. რა კუნძული, რი კუნძული..
ჰაჰა
19 ნოემბერი 2020 12:36
0
ამათ რო აცალო და უსმინო მთელი საუკუნე იძახებენ ამ ერთიდაიგივეს, ფინალამდე მივედითო და ესაა წარმატებაო და რო წავაგეთ ფინალი ფსიქოლოგიურად გადავიწვითო და იმიტო ვაგებთ შემდეგ ყველა თამაშებსო. ყველა ერთიდაიგივეს რო გაიძახის მაგაზე მეშლება ნერვები,თითქოს სხვა პრობლემა არ იყოს და მხოლოდ მაგის ბრალი იყოს. გაგიჟდები კაცი
1981
19 ნოემბერი 2020 08:13
0
ნაკრები არა ისა,ნახირია ყველა ფედაერაციიდან დაწყებული გუნდით დამთავრებული
ვ.რ
19 ნოემბერი 2020 07:29
1
ვერ მოვიდნენ მერე კარგ ხასიათზე?:)))
XXX
19 ნოემბერი 2020 10:58
0
ფედერაციააააავ დაწერეთ პროტეესტი უეფაში ბოლო სამი თამაშის გადათამაშებაზე ...ეგეთი შინაარსით ეს წაგებები ჩვენი კი არა კოვიდის ბრალი იყო თქო ...ჩვენ ბიძია არ გვინდოდა თამაში იმიტომ რომ კვარა გაგვიხდა ავად თქო და თქვენ კი ძალად გვათამაშეთ თქო ასე რომ არ ითვლება თქო და თან ზემოდ დაუმატეთ აწი თუ ერთ-ერთი მაინც ან ჩაკვე ან კვარა არ იქნება ჩვენ აღარ ვთამაშობთ საერთოდ თქო ...თუ არა და მაშინ მეტოქემაც გამოიყვანოს ბირჟავიკები თავთავიანთ ნაკრებებში აბა ეგრე სულ ვაგებთ რაც დიდი უსამართლოობა თქო ...!!! ეს წერილი თქვენითვე წაიღეთ და დარჩით იქ შვეიცარიაში ...რა გინდათ მშვენიერი ქვეყანაა მშვენიერი მდელოებით და ცხვრის ფარას იქაც იპოვით ეგ არ იქნება პრობლემა ...!!!
Mdaa
19 ნოემბერი 2020 08:28
1
მეგობრებო, თქვენი აზრიც მაინტერესებს, ეგეთი უცნაური აზრი გამიჩნდა, რომ ერთ-ერთი კარგი ვარიანტი მწვრთნელის პოზიციაზე, ქართველთა მოყვარული და გამოცდილი იური სიომინი იქნებოდა, რომლის 2 მინუსია მისი მოქალაქეობა (გარკვეული გარემოებების გამო) და ასაკი (თუმცასულ ახლახანს წარმატებით მართავდა ლოკომოტივის).
Just Supporter
19 ნოემბერი 2020 10:07
4
ჯობია დავიქირავოთ უცხოელი ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე
nikoloz
19 ნოემბერი 2020 11:33
2
რომ იძახის ხასიათზე მოყვანას ვცდილობდიო, უკვე გასაგებია რა დონეა. ჩვენ გვინდა შეუვალი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პროფესიონალი მწვრთნელი.
გიო
19 ნოემბერი 2020 11:02
0
რეალურად რომ შევაფასოთ ნაკრების თამაშები, ფაქტია რომ 2 საყრდენით ვთამაშობთ (კანკავა, კვეკვესკირი). თანამედროვე ფეხბურთში გახსენდებათ რომელიმე გუნდი ვინც 2 საყრდენით თამაშობს? მართლა მაინტერესებს და დავაკვირდები.

ჩემი აზრით, როცა 2 საყრდენით გადიხარ და თან გინდა პირველ ნომრად ითამაშო, და ეს ორივე საყრდენი შეტევაში ძალიან სუსტია, გამოდის რომ ასეთ შემთხვევაში, მინიმუმ 1 კაცი გაკლია შეტევის დროს.

დიდი პატივისცემა ჯაბა კანკავას, თუმცა მგონია რომ ჯაბას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია, როცა გამოკვეთილად მეორე ნომრად თამაშობ, ძალიან კარგია ართმევაზე. თუმცა როცა თამაში მოსაგებია და პირველ ნომრად თამაშობ, ჯაბასთან კიდევ 1 საყრდენის დაყენება, სრულიად გაუმართლებელია.

შესაძლებელია რომ ჯაბა სკამზე დასვა და ანგარიში რომ გექნება შესანარჩუნებელი, შემდეგ შემოიყვანო, გაცილებით ეფექტური იქნება.

არ გყვავს ფლანგის მცველები, ნუ კაკაბაძეს რა უჭირს, მარცხენა მცველი ამ დრომდე ვერ ვნახეთ და ევროპაზე გასვლის პრეტენზია კი გვაქვს)) კაკაბაძებაც გადამწყვეტ მომენტებში, მაგალითად მაკედონიასთან ბოლო წუთებზე, რამოდენიმეჯერ ბურთის ჩაწოდებაც კი ვერ შეძლო. თანამედროვე ფეხბურთში ფლანგის მცველები თუ არ გყავს, იქ წარმატებაზე საუბარი, არასერიოზულია.

ცალკე თემაა, ბურთის გაუაზრებელი დაკიდებები საჯარიმოში. გასვლაზე ესტონეთთან თავით (კაჭარავა) გატანილმა გოლმა დაგღვუპა. მას მერე გვგონია რომ სტანდარტულებით ისევ გავიტანთ, თუმცა 3 თამაშში მომენტიც კი ვერ შევქმენით ბურთის დაკიდებით.

ჩვენ არ გყვავს იმ დონის ცენტრ.ფორვარდი რომ წინ ეულად მოქმედმა თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე, თუნდაც ცრუ ცხრიანის თუ სხვა სახით.

და ბოლოს, ყველამ დაამუღამა რომ თამაშობ 2 საყრდენით, ამ დროს, შუიდან შეტევაში გაკლდება 1 კაცი, მთელი აქცენტი გადაგვაქვს ფლანგის შემტევებზე. ეს ტაქტიკა მარტივად გაშიფრვადია და გაგვიშიფრეს კიდეც. ფეხი ვეღარ გავანძრიეთ მას მერე.

ფლანგებიდან როცა შეტევა და თამაში არ წაგვივიდა, შუიდან შეტევა უნდა გვეცადა, თუმცა ამის რესურსი გუნდს არ გააჩნია. არ გყვავს სათანადო მოთამაშე.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ტულა, როტორი, კუშტანაი და ხაბარკოვსკი ვერცერთ კომბინაციაში ვერ უგებს სერია ა-ს, პრემიერლიგას, ლა ლიგას, ხორვატიისა და პორტუგალიის ლიგებს, და არა მარტო ამათ...სამწუხაროდ!

გინდა ვაისს ვაგინოთ, გინდა კობიაშვილს. პრობლემა უფრო სხვაგანაა!
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2020 10:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული