რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
პაჟარნიკა არველაძე დანიშნეთ ისევ ფედერაციაში, დარჩებოდა რამე შესაჭმელი
kaxa
19 ნოემბერი 2020 13:56
5
კაი მადა გქონია ძამიაა...
პეტროსი
19 ნოემბერი 2020 01:24
0
ცდილობდა ტიპი, თურმე როგორ მაგრად ცდილობდა, ცდილობდა მარა....შენც არ მამიკვდე აბესალომ....
ჩვენებმა ვერა, თუმცა პანდემიამ თავისი მაინც გაიტანა..... დარტყმა! არის! ეს სიტყვები დავიწყებას მიეცა, უკვე აღარც გვახსოვს ჩხუბში იყენებდნენ, წყალბურთში, თუ ავარიის დროს ამბობდნენ? ... ყველაფერი მონღოლების ბრალია. წარსულს ჩაბარდა რაგბის ვარსკვლავივით...
კ ო მ ბ ლ ე
19 ნოემბერი 2020 17:03
0
კონიაკი 100 გრამი უნდა მაგას
lm
19 ნოემბერი 2020 12:55
0
გოგოები ჩამოუყვანეთ ოდეაიდან სათითაოდ . მაგრამ იქაც შეირცხვენენ თავს კარებში ვერ მოარტყმენ.
ზურა
19 ნოემბერი 2020 17:53
0
ეს საცოდავი ეტყობა ავადმყოფია, პატრონი გეყოლება ვინმე და იმკურნალე. რომელი სპორტის სახეობის მწვრთნელი ხარ თუ იცი????????????????????
???????????????
19 ნოემბერი 2020 13:50
2
მიხო პაპა „მალდინის“ კუნძულები კარგი იყო...კარგად ვიკაიფე,ოღონდ რომელი მალდინის ჩეზარე,პაოლო თუ უმცროსი მალდინისა(სახელი დამავიწყდა).
ბაბუაწვერა
19 ნოემბერი 2020 13:07
0
ეს უნდა იყოს ტრენერი. ანეგდოტები იცის და ხასიათზე მოგვიყვანს, ჩაგვაბჟირებს...
კ ო მ ბ ლ ე
19 ნოემბერი 2020 20:52
0
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წინსვლას ახალგაზრდა, ქართველი, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, საფეხბურთო ინტუიციით დაჯილდოვებული და ფიზიკური კონდიციების დასავლეთევროპული სტანდარტების დამნერგავი მწვრთნელი სჭირდება!
Guja Kakhadze
19 ნოემბერი 2020 18:59
0
ეგ უკვე ოქრის უნდა კითხო და მოგიყვება. აბა ჩვენ ვინ დაგვასვენებს მალდივებზე))))))
ბაბუაწვერა - ს
19 ნოემბერი 2020 13:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული