რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ესტონეთს დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი კომენტარი ჩვენი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"კმაყოფილი არანაირად არ ვარ ამ შედეგით, არც გუნდით. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში გვქონდა პრობლემა.

გვესმის ის სტრესული მდგომარეობა, რაც ოცნებების დამსხვრევამ გამოიწვია, თუმცა ამაზე დარდი არ გვარგებს. წინ უნდა გავიხედოთ. ერთადერთი, რაც ვიცი, ამ გუნდს პერსპექტივა აქვს და მომავალში ოცნება ერთად უნდა ავისრულოთ.

ჩემს მომავალ კარიერაზე არ მიფიქრია, მთელი გონება მიმართული ამ ორ დღეზე იყო, რათა სტრესული მდგომარეობიდან
გამოვსულიყავით და ხალისი დაგვებრუნებინა. იქ ვიქნები, სადაც ქვეყანასა და ქართულ ფეხბურთს დასჭირდება. ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი.

პერსპექტივაზე საუბრის საფუძველს ახალი თაობა მაძლევს. მათ აქვთ პოტენციალი განვითარებისა.

ფეხბურთელებმა ბოდიში უკვე მოიხადეს, მაგრამ დაფიქრდით, ამ ფინალამდე ეს ბიჭები მოვიდნენ და მარცხი უდიდესი დარტყმა იყო მათთვის. დანარჩენი ორი შეხვედრაც ამ მარცხმა "წაიღო".

მე რაც შემიძლია ხოჭოლავაზე ვთქვა, ეს ფეხბურთელი მომწონს. სამ კვირაში "რეალთან", "ინტერსა" და "გლადბახთან" რომ ითამაშებს მცველი, ის თამაშს იმსახურებს. მე მხოლოდ ორი დღე მქონდა, მხოლოდ მათ ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი.

ყველა მწვრთნელი ფეხბურთს თავისებურად უყურებს. მე შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთზე გავაკეთებდი აქცენტს. ქართულ ფეხბურთს ბალანსის დაცვის პირობებში კარგი თამაშის შესაძლებლობა აქვს.

19-წლამდელთა ნაკრებიდან ვის მოვიყვანდი ნაკრებში? არ დავასახელებ გვარებს, ასეთი ავანსების გაცემა ამ ასაკში არ შეიძლება. თუმცა, პროფესიონალიზმით, შრომით, სწორი კვებით ბევრ მათგანს აქვს ეროვნულ გუნდში მოხვედრის პოტენციალი.

ზურიკოს უდიდესი ნიჭი აქვს, ნაკრებისთვის მზადაა, თუმცა მეტი შეუძლია და მთავარი სათქმელი ისაა, რამდენად თავისუფალია მოედანზე. მას, როგორც ფლანგზე, ისე მოედნის ცენტრში წარმატებულად ასპარეზობა შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 63 /
ამ კაცს რა უნდა ექნა,ორ დღეში როგორ უნდა ესწავლებინა ამ ჯოგისთვის ფეხბურთი? ისე მაგარი ნაცია ვართ,ომი წავაგეთ და მთელი ქვეყანა გამოვედით და ვიზეიმეთ.ყველაფერი წავაგეთ ფეხბურთში და კობიაშვილს პარლამენტში ვირჩევთ.
მთელი ქართული ფეხბურთი იმ ფულის ათვისებაზეა გადასული რომელიც სახელმწიფომ გამოყო.არაფერი არ აინტერესებთ,მაფიოზები სხედან ფედერაციაში,კლუბებში და არიან ჯიგრულად.სულაც არ ადარდებთ რამდენს გვისკდება გული ნერვიულობისაგან.
სალუქვაძე გამოდის და საბურთალოს წაგება რამის გულშემატკივრებს დაგვაბრალა.ახლა კი ქეცბაიას უზრდელი უწოდა ადამიანს,რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ქართული ფეხბურთისთვის გაკეთებული.ქეცბამ ნახა თუ რამხელა ნეხვშია ქართული ფეხბურთი და გულიანი კაცი გაბრაზებისგან შეიძლება რააღაცეებში ზღვარს გადავიდა.
ერთი სიტყვა არ დაგცდებათ ჭირნალისტებს იმაზე თუ რატო ვართ უკანალში,სხედხართ თბილად გაყუჩებულები.ვაისს პრესკომფერეციაზე ბოიკოტი გამოუცხადეს და დატოვეს დარბაზიო.დარბაზი კი არ უნდა დაეტოვებინათ კითხვები უნდა დაგესვათ თუ რა მოხდა და რატო მოხდა.ხო თქვა კაცმა რაღაცეები?ე.ი. უნდოდა რაღაცეებისთვის ფარდა აეხადა,მაგრამ თქვენ ბოიკოტი გამოუცხადეთ ჟურნალისტებმა,აბა ხო არ ათქმევინებდით კაცს სიმართლეს? სალუქვაძე კიდევ იმის მაგივრად რო ფედერაცია,მწვრთნელი და ფეხბურთელები გაეკრიტიკებინა ღვარძლი ანთხია ქეცბაიაზე.
Jordan beli
19 ნოემბერი 2020 13:58
2
Შენ ეხლა ზედმეტი არ მოგივიდეს,კაᲭო რო Შეცვალე Შექებას უპირებდი ზედაც,რომ არ Შემოგხედა? ამაᲗ უნდა ისეᲗი ტრენერი,რომ დატუქსავს და დაუყვირებს Თუ საᲭირო იქნება! Შენ ვინ უნდა დატუქსო? ეროვნულს არც ტრიპაᲩა არველაᲫე არ უნდა,არც ხისᲗავიანი ქეცბაია,არც ოჯახის წევრებს დაუმსახურებლაᲗ,რომ ტენის ნაკრებᲨი ცხადაᲫე... ᲩამოიყვანეᲗ დარასელია,მგონი ისევ ისრაელᲨია!!!
ზურა
19 ნოემბერი 2020 00:01
8
საქართველოს ფეხბურთის საჭეს სანამ მეოცნებე პოლიტიკანი "მართავს"
თბილისი
19 ნოემბერი 2020 10:26
2
შენ რომ იტალიის ან გერმანიის ნაკრები ჩაგაბარონ, მაშინაც იტყვი მზად ვიყავიო. თუ გინდოდა ბიჭების ხასიათზე მოყვანა შალახო უნდა გეცეკვა დილით და საღამოს მაგათთვის. :)
Leonidas
19 ნოემბერი 2020 09:31
1
ვერ გამიგია ამ ვაი ფეხბურთელების თუ დასტრესილები არიან ახალგაზრდა თაობა გამოეყვანათ ამ ბოლო მატჩში.!!!!!?????
Zaza
19 ნოემბერი 2020 09:53
0
ქართული ფეხბურთი გაანადგურეს საერთოდ. საქართველოს ნაკრები გახადეს ფარერების, გიბრალტარის, ანდორის და ა.შ. ნაკრებების დონის. ესტონეთის ნაკრებზე მეტი არაფრით არ ვართ.
gio
19 ნოემბერი 2020 10:55
1
გიკვირდებათ და მე მომეწონა, ნუ წინა შეხვედრებთან შედარებით. ისე, ამ გუნდმა სომხეტთან 2-2 და მაკედონიასთან 3-3 ითამაშა.ერთადერთ შესწორებას მივცემდი, რომ საბა ცენტრფორვარდის პოზიციაზე ეთამაშებინა და ვაკოს ნაცვლად დაეყენებინა სხვა ნებისმიერი, ღორია ღორი. მეტი რა უნდა ექნათ ამ შემადგენლობით, მითუმეტეს მოწინააღმდეგე 11 კაცით დაცვაში იდგა 90 წუთი და ამ დროს უთავდამსხმელოთ თამაში ძნელია. კაჭარავა გაუშვით ნაკრებიდან, ან როგორ დარბის საერთოდ, მგონი ეგ ნახადუ იჟანგება თუ რა სჭირს, რობოტივითაა და სმასკა აკლია, რა უნდა მაგას ნაკრებში
leo
19 ნოემბერი 2020 01:39
18
სანამ ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად ეყოლება საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს, მემგონი ჯობდა მანამდე ჭიაბერაშვილი დაეყენებინათ...რავი ჩემი აზრია უბრალოდ...
ეგი რაია...
19 ნოემბერი 2020 01:04
15
ჭიაბრიშვილი დღემდე სუნით დადის რაც ერევან არარატმა დამართა იმის შემდეგ,,ეს სუნი ჩამოირეცხოს და მერე შეუძლება ითქვას რამე..წელს დინამო თბილისმა სადაც დაიჭირა ეიაბრიშვილის გუნდი იქვე გადაუარა და ჭიაბრიშვილის გაბრექვებს ადგილი მიუჩინა
ტარასას
19 ნოემბერი 2020 03:02
0
რაღაც ბევრი მოძულე გამოუჩნდა ჭიაბრიშვილს, რას უწუნებთ თქვით. თორემ არაადეკვატურია ეს დისლაიქები, მართლა კარგი სპეციალისტია
ტარასა
19 ნოემბერი 2020 02:04
7
ყველა გამოხმაურება
ეს ეტყობა სულელია, მზად ვარ ნაკრების მწვრტნელობისატვისო, აბა ჩვენ რა მატჩს ვუყურეტ ეს არ იყო მწვრთნელი?! მზად ხარ?! მტყვანის....
erti momcere
19 ნოემბერი 2020 15:51
1
ვერ გამიგია ამ ვაი ფეხბურთელების თუ დასტრესილები არიან ახალგაზრდა თაობა გამოეყვანათ ამ ბოლო მატჩში.!!!!!?????
Zaza
19 ნოემბერი 2020 09:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული