ბერძნული სუპერლიგის მე-5 ტურში ლუკა გუგეშაშვილის "პანსერაიკოსი" "პანათინაიკოსს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
მიუხედავად ათენური გუნდის წაგებისა, ქართველმა მეკარებ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. ლუკამ ხსენებულ დაპირისპირებაში 17 სეივი დააგროვა, გმირობამდე კი სულ ცოტა დააკლდა.
რაც შეეხება მატჩის მიმოხილვას, მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. თავი ტეტემ გამოიჩინა. გოლიდან ხუთიოდე წუშში ჟეფტე ბეტანჩორმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ბედი კი ცვლილებაზე შემოსულმა ფილიპ დურიჩიჩმა გადაწყვიტა, სერბმა ქართველი მეკარის კარი 81-ე და 88-ე წუთებზე აიღო.
ამრიგად, 5 ტურის შემდეგ პანსერაიკოსი 1 ქულით ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი საბერძნეთის თასზე "ლარისას" წინააღმდეგ 26 სექტემბერს გამართავს; შიდა ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრას კი 30 სექტემბერს, სტუმრად "ლამიასთან" გამართავს.