ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კახაბერ ცხადაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ეროვნული გუნდის გასულ მატჩებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა?! ბევრად მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი, მეტი ცოდნა მივიღე და ბევრად წინ ვარ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი.

გრიგალავასა და კვირკველიას მინდა მივმართო. თავს მიხედეთ, ბიჭებო. სირცხვილია ასეთ ფორმაში ნაკრებში ჩამოსვლა. არ შეიძლება, რადგან ასეთი წონით ჩამოსვლა ნაკრებისა და გულშემატკივრების უპატივცემულობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანი
ფეხბურთელები არიან", - აღნიშნა ცხადაძემ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
Cxadadzeze rato afanatebt ver vxvdebi..
Levani
19 ნოემბერი 2020 18:39
27
ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატია. ვინაიდან ფედერაციაში სამწვრთნელო ხელოვნების შესახებ ნაკლებად იციან და მათმა უგუნურობამ ხუთი წელი დაგვაკარგვინა, ისეთი მექანიზმია შესარჩევი, რომელიც აგვარჩევინებს უნარიან მწვრთნელს. ვინაიდან ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა მაღალი კლასით ვერ დაიკვეხნის, გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ ბიჭებს გუნდურ თამაშს, დროულ პასს და ელემენტარულ გადაადგილებას, გახსნას ასწავლის.
როდესაც ფაჩულიას ირჩევდნენ მაყურებლები დასავლეთის საუკეთესო ხუთეულში, ნბამ წესები შეცვალა და მაყურებლებთან ერთად სპეციალისტებიც ჩართო ამ სისტემში. ახალი მწვრთნელის დანიშვნისას რაღაც მსგავსი გვჭირდება. დასახელდეს კანდიდატები და შემდეგ პროცენტულად, პარიტეტულ საწყისებზე, 30-30 %-ი, ფედერაციამ, სპეციალისტებმა და გულშემატკივრებმა კენჭი უყარონ. ვნახოთ ვინ დააგროვებს მეტ ხმას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენმა გულშემატკივრებმა უფრო კვალიფიციურად იციან ფეხბურთი, ვიდრე ფედერაციაში მოკალათებულმა ჩინოსნებმა, ჟურნალისტებმა და ე.წ. ექსპერტებმა. ამ საყოველთაო დისკუსიაში გამოჩნდება ბევრი რამ, კერძოდ კანდიდატთა ხედვები, ექსპერტთა შეფასებები, მაყურებელთა მიდგომები და სხვა.
თენგაბი
19 ნოემბერი 2020 15:34
7
ცხადაძე მწვრთნელად კარგი იქნება,ქართველი უნდა წვრთნიდეს ნაკრებს.ფეხბურთელებმა კი უნდა გაიგონ ნაკრები ეზოს გუნდი არაა და თავიანთ კლუბებში უნდა მოემზადონ, უნდა მიუდგენ საქმეს სერიოზულობით კლუბებში, ბევრი ივარჯიშონ, რადგან ნაკრებში ფეხბურთელს ფიზიკურად ვერ მოამზადებ, ნაკრებში არც ამის დროა და ადგილი,მიმაჩნია რო ფეხბურთელი რომელიც თავის კლუბში საქმეს სერიოზულად არ უდგება და არ ვარჯიშობს იმდენს რამდენიც საჭიროა,ვითუმეტეს არ თამაშობს ასეთი ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა გამოიძახო, რამდენადაც გამოცდილი და ავტორიტეტი უნდა იყოს ის და ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ფეხბურთელი ნაკრებს არ გამოადგება.ვფიქრობ ახალგაზრდებს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ ნაკრებში არიან საინტერესო ახალგაზრდები,იგივე ნინუა,კვარაცხელია,ჩაკვეტაძე ამათ დაამატე კიტეიშვილი,საბა ლობჟანიძე,ყაზაიშვილი და ანანიძე ასევე თუ ფორმაში იქნებიან,ასევე ოქრიაშვილი და ზივზივაძე,ნაკრებს აშკარად აქვს პოტენციალი უბრალოდ კარგი მწვრთნელი და თვითონ ფეხბურთელების საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ჭირდება.ცხადაძე ამ ეტაპზე კარგი ვარიანტია მწვრთნელად.
ziko
19 ნოემბერი 2020 17:07
16
ეს რომ პირადში მიეწერა მათთვის კიდე ხო, ასე საჯაროდ როცა ისევ შეიძლება ნაკრების ჩაიბარო, არ უნდა ისაუბრო. ამით ხაზი გადაესვა მისი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელობას.
QT
19 ნოემბერი 2020 18:09
58
კი მაგრამ რა წარმატებას მიაღწია ამ 5 წლის განმავლობაში, ყველგან სადაც იყო საბოლოოდ წამოსვლა მოუწია და მერე სამსახურის ძებნა.
ნიკ
19 ნოემბერი 2020 17:15
9
Ise gushin somxebma makedoniis dublebs mouges,magram samartlianad avgnishnav-somxetsac ar hyavda mxitariani,gazariani,bairamiani da adamiani..anu kaparosma magra imushava da jgufidan gadzvra ufro dzlier 2 gundtan-esaa mwvrtneli
Levani
19 ნოემბერი 2020 14:56
6
სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს კახი ნაკრების მწვრთნელად, უნდა მოხდეს ბონუს სისტემაზე გადასვლა როგორ მწვრთნელისთვის ისე ფეხბურთელებისთვის. უნდა დაიდოს ნაკრებისგანვითარების პროგრამა და მოხდეს ამ პროგრამით მუშაობა. უცოელი მწვრთნელის მოყვანა არის ფულის უაზრო გადაყრა.
giorgi
19 ნოემბერი 2020 17:01
18
ნამდვილად სასურველი კანდიდატი ხარ და ძალიან მინდა, რომ შენ იყო ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ თუ ფედერაციაში კრეტინების ეს "სასტავი" დარჩა, შენ რა, მათთან მუშაობას აპირებ? იმ შეურაცხყოფას დაივიწყებ, რაც გაბედეს და შენ მოგაყენეს? ჩემი აზრით, შენი ღირსების ადამიანი, ასეთი დონის კაცუნებთან არ უნდა ურთიერთობდეს!
დ.დ.
19 ნოემბერი 2020 15:46
14
ჩემი აზრით სიომინის კანდიდატურა მგონია კარგი. ქართველებიც უყვარს, თანაც ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის უნარიც აქვს!
დავით 67
19 ნოემბერი 2020 21:46
19
რას ერჩი დავით მაგ კაცს ? ნუ მოვკლავთ ნერვიულობით ასაკშია უკვე. ჯერ ისედაც რამხელა სტრესს მიიღებს პირველივე თამაშზე ამათი ყურებით და მერე ყველა წაგებაზე რაც მაგას გინება და ლანძღვა ექნება ნამდვილად ვეღარ გაუძლებს.
H
20 ნოემბერი 2020 07:39
2
მაგ რუსეთების იქეთ რო ვერ გავიხედეთ მიტო მიგვდის საქმე კარგად!რა სიომინი ევროპას უნდა დავუახლოვდეტ ეს უნდა იყოს მიზანი და არა დსთ-ს ქვეყნების ცემპიონატი
ბექა
20 ნოემბერი 2020 09:38
11
ლოგიკასა ხართ აცდენილები...
თქვენ თვითონ ამბობთ რომ ფული ჩადეს ეროვნული ჩემპიონატის 4 ლიგაში+მოედნები და აკადემიები კეთდება... ანუ ფული არ შეუჭამიათ- ჩააააადდეეესსსს... ამას ხო თქვენ თვითონ ამბობთ...
რატო უჭირს მაინც კლუბებს? იქნება თვითონ კლუბების მესვეურები ჭამენ ამ ფულს...
ორიოდე წლის წინ გურიას 80 კაცი ყავდა გუნდის მმართველობაში გაფორმებული..
კობიაშვილზე რო იტყვის კაცი ფეხბურთის უცოდინარიაო ან იაშვილზე,ან თუნდაც მუჯირზე იმას ხმა არ აქვს ამოსაღები...
და ეს ის ხალხია ვისაც რომის პაპას დაბრუნება უნდა ალბათ.. იმ დროს ყოფილა ფედერცია კარგი და ახლა ცუდი..
თუ იტყვით რო მაკედონიასთან გულშემატკივრების დაშვებაზე ხმა უნდა ამოეღოთ,მეც დაგეთანხმებით.. მეც მაგარი გაბრაზებული ვარ და თუ ვინმე უკეთესი გეგულებათ და უკეთესად მართავს ამ ფეხბურთს მეც თქვენ შემოგიერთდებით...მაგრამ ეს ყველა წარუმატებლობაზე კობი უნდა გადადგეს ძახება-უსამართლობაა.. იმიტო რო ამ ფედერაციას ცუდი არაფერი არ გაუკეთებია-მარტო კაი გააკეთეს ჯერ-ჯერობით..
არც ფედერაციაშია ვინმე ჩემი ახლობელი,არც პოლიტიკაში ჩავრეულვარ როდესმე,არც ვაპირებ.. უბრალოდ ტოტალურ უსამართლო აყაყანებას აქვს ადგილი..
დაასახელეთ რა დააშავა კობიაშვილმა ან ფედერაციამ..
Levani
19 ნოემბერი 2020 17:17
32
რა დააშავა და ის დააშავა რომ მთავარი შედეგი ვერ დადო ანუ ვერ გავედით. აწი შენ რაც არ უნდა აქო კობი, რომელიც არავის არ უყვარს შენზე ნაკლებად და შეიძლება საქმესაც აკეთებს ისე რომ არაუშავს, მაგრამ მთავარი მატჩი წააგეს, გესმით თქვენ თუ არა! ცოტა გვაცალეთ რა რომ რამენაირად გადავხარშოთ ეს ყველაფერი და შეეშვით ქება დიდებას წაგებული ადამიანების.
ჯანო
21 ნოემბერი 2020 01:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული