ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კახაბერ ცხადაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ეროვნული გუნდის გასულ მატჩებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა?! ბევრად მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი, მეტი ცოდნა მივიღე და ბევრად წინ ვარ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი.

გრიგალავასა და კვირკველიას მინდა მივმართო. თავს მიხედეთ, ბიჭებო. სირცხვილია ასეთ ფორმაში ნაკრებში ჩამოსვლა. არ შეიძლება, რადგან ასეთი წონით ჩამოსვლა ნაკრებისა და გულშემატკივრების უპატივცემულობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანი
ფეხბურთელები არიან", - აღნიშნა ცხადაძემ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ცხადაძემ თავისი შვილი რომ გამოიძახა ნაკრებში, რომელიც ამას არ იმსახურებდა, იქ დაკარგა ბევრის კეთილგანწყობა.
ფეხბურთის ქომაგი
17:22 19-11-2020
11
მართალი ხარ პიპინო,იმედია დაგნიშნავენ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად და ცოტა მოიყვან აზრზე ფეხბურთელებს.
ნეო
15:06 19-11-2020
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული