რომელ კალათაშია საქართველო - მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ გუნდების ადგილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, 2022 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ როგორ არიან ნაკრები გუნდები განაწილებულნი კალათებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული გუნდი მე-4 კალათაშია. გუნდები კი ასე განაწილდნენ:

I კალათა - ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, გერმანია, დანია, ჰოლანდია;

II კალათა - შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;

III კალათა - რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთი ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;

IV კალათა - ბოსნია & ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია,
ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;

V კალათა - სომხეთი, კვიპროსი, ფარერების კუნძულები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კოსოვო, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;

VI კალათა - მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.

კენჭისყრა კი 7 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
კომენტარებს ვკითხულობ და ხალხი როგორი იმედით უყურებს ქართულ ფეხბურთს და რა ოპტიმიზმით:)ვადგენთ ჯგუფებს და ვფანტაზიორობთ ესენი შეგხვდეს კარგი იქნებოდაო:)ზოგი ამბობს ამათ მაინც გავაპობთო:):):)მიუხედავად იმისა,რომ ჭ კლასის გუნდებთან ვერაფერს ვერ გავხდით.ალბათ იციან ქართული ფეხბურთის ბოსებმა და არამარტო ფეხბურთის,რომ ქართველები უიმედო ვითარებაშიც ოპტიმიზმით შევყურებთ მომავალს და ბოროტად იყენებენ ამას!თფუი თქვენ ვისაც გეხებათ და გევალებათ ქართული ფეხბურთის მიხედვა და გკიდიათ უსინდისოდ.
lasha
21:24 27-11-2020
4
ნაკრებს უნდა მოშორდეს სასწრაფოდ ლორია ოქრიაშვილი ცისარტყელა კაშია გაურკვეველი ყაზაიშვილი და კანკავაც
largo
17:30 27-11-2020
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული