ლუის ენრიკემ ჯგუფის შეფასებისას საქართველოს ნაკრები არც ახსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტთან ვიდეოინტერვიუში "ფურია როხას" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:

"საერთო ჯამში, ნორმალური ჯგუფია. ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთ. შვედეთს ადრეც შევხვდით. ეს არც ცუდია და არც კარგი. შესაძლოა, ეს არც ჩვენ და არც შვედებს არ მოგვეწონა, რადგან ერთმანეთს ევროპირველობის შესარჩევ ციკლში დავუპირისპირდით და ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ.

ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ადვილი მატჩები არავისთან გველის. ჩვენ პირველი ადგილის დასაკავებლად და მუნდიალზე გასასვლელად უნდა
ვიბრძოლოთ".

დაახლოებით იგივე თქვა შვედეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა იანე ანდერსონმაც.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თურმე წილისყრამდე ლუის ენრიკე ლოცულობდა, ოღონდ საქართველოს ნაკრები არ შემხვდეს და თუ გინდა მთელი ჯგუფი საფრანგეთი,ინგლისი,ბელგია და გერმანიით დაკომპლექტდესო,ისე არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა მარა მაინც ვერ აგვცდა! აბაააა,გაგიჟდები კაცი..
ტიტე
08 დეკემბერი 2020 04:53
4
და რამით დაიმსახურა საქართველოს ნაკრებმა საფეხბურთო სამყაროს ან თუნდაც კონკრეტულად ლუის ენრიკეს ყურადღება?!სპეციალურად,ჩვენისთანა მაჩანჩალებისთვის შექმნეს ერთა ლიგის ფორმატი და მკვდრების ლიგიდანაც კი ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე!!!ამით ყველაფერი ნათქვამია და ამასთან,ეს გახლავთ შესანიშნავი ლუსტრაცია იმისა,თუ სად იმყოფება ქართული ფეხბურთი!!!
!!!
08 დეკემბერი 2020 02:29
2
რა სახსენებელია? :) საქართველო სან-მარინოს, ანდორის და გიბრალტარის დონეზეა.
უშანგი
08 დეკემბერი 2020 04:22
5
როგორ არ ახსენა საქართველოს მრისხანე ნაკრები ამ თავხედმა? დაისჯები ლუჩო ))))
მეგრელი
08 დეკემბერი 2020 02:11
0
თუ არ გვახსენებენ იქნებ საერთოდ გამოვპარულიყავით? ნაკრების თამაშის ყურების ფობია მაქვს უკვე, არადა ვერც ვეშვები...
გუჯა
08 დეკემბერი 2020 03:29
0
სანამ ლუის ენრიკეს კომენტარს და შესარჩევის ჯგუფს გავუკეთებთ ანალიზს, სჯობს იქიდან დაგვეწყო, ფარერებზე ნათრევი უსუსური "დინამო" რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი, აი სადაა პრობლემის თავი და საწყისი.
ირაკლი
08 დეკემბერი 2020 11:20
1
მართალი ხარ, ოღონდ ერთი ნიუანსიც უნდა დაგემატებინა იმ უსუსურ და უვარგის დინამოზე, რომელიც ფარერებზე მოყვარულებმა ათრიეს: ჩემპიონი მეტწილად იმის წყალობით ხდება, რომ ლამის ყოველ თამაშში პენალტებს უნიშნავენ მსაჯები
patrioti
08 დეკემბერი 2020 14:22
1
კაია კაცო, რასერჩი გაგულავდებიან ბიჭები შვედ ლამაზმანებთან, ესპანეთში ზმანებს დაითრევენ, საბერძნეთში ახლობლებს, მეზობლებს, მოინახულებენ და ჩამოვლენ რა.. ხო, 1 ქულა ჩვენია! აქ კოსოვოს ავახევთ ქულას და ვიქნებით ბედნიერები. 12 ნოემბრის მერე ასე იუმორით უნდა მიუდგეს მთელი ქვეყანა ამათ!!! სამოყვარულო დონეზე ვართ და იქ ვართ სადაც ვართ! ესაა ჩემი კომენწწწარი) არდაბლოკოთ თორე გამიტყდება ბზსკ ვორდა)
c
08 დეკემბერი 2020 02:35
1
როგორ არ ახსენა, აბა ვისზე თქვა ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთო?
გიზო
08 დეკემბერი 2020 03:25
0
მაკედონიასთან გადამწვრელები გამოვიდნენო, არაა ეს მიზეზი უბრალოდ გული და სული არ ჩადეს, გაუფრთხილდნენ ფეხებს, რომელზეც დაიკიდეს საქართველოსა და ხალხის სითბო და სიყვარული. ეს იყო ღიპიანების დოღი,თუ ვინმეს კვიპროსის ჩემპიონატი და მასში მონაწილე ფეხბურთელები რაიმე კლასის გონიათ ძალიან ცდებიან.
კოტე
08 დეკემბერი 2020 09:13
11
გული კი არა ჭკუა არ ჩადეს. ეჭვი არ შეგეპაროს ჭკუით მოგვიგეს.
ჰაჰა
08 დეკემბერი 2020 10:15
0
როგორები გამოვიდნენო? ჳინ თქვა მაგი?:)
იმანო
08 დეკემბერი 2020 10:44
1
ყველა გამოხმაურება
ამას გონია საქართველო 10 წლის წინანდელი გუნდია, არადა ჩვენ გავიზარდეთ! უკვე 3 წლის წინანდელზე უფრო სხვანაირები ვართ, რაღაცნაირები :)))
გადასარევი გიორგი
08 დეკემბერი 2020 02:52
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული