სერხიო ბატისტა: მზად ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.

"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.

58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".






მკითხველის კომენტარები / 82 /
მსოფლიოში ყველაზე არასასურველი თანამდებობის ტოპ 10 რომ შეადგინონ,საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა სამეულში იქნებოდა ნამდვილად. ყველაზე საშინელი რაც ადამიანმა საკუთარ თავს შეიძლება გაუკეთოს,ეს ნაკრების მწვრთნელობაა,ჭკვიანია შოთი
:-)
17 იანვარი 2021 22:59
1
წერია სერხიო ბატისტაო და არა გაბრიელ ბატისტუტაო.
თემური
17 იანვარი 2021 22:57
1
ბატისტუტაა ნაღდად!!სერხიო გაბრიელ ბატისტუტა, მეტსახელად ბატიგოლი. მაგარი მეკარე იყო!!
მიდი მოვდივარ
19 იანვარი 2021 01:01
1
დარწმუნებული ვარ ა.ას საერთოდ არა აქვს ნანახი კი არა გაგონილიც საქართველოს ნაკრები და რა შემტევ და ანგარიშგა.წევ გუნდად აყალიბებს ერთი და რის დავის ხარჯზე.აფერისტია ვიღაცა
კახა ქ.
17 იანვარი 2021 22:36
0
ევროპაში არ აქვს ნამუშევარი...........
კრაზანა
17 იანვარი 2021 22:33
1
ვაა. ბატისტუტა თუ ჩამოიყვანეს მაგარის!!
ან ვინმე ეგეთი.
და ეს ნაღდად ბატისტუტაა ფოტოზე თუ ჟირესია? ჟირესს გავს.
მიდი მოვდივარ
17 იანვარი 2021 21:41
15
ოხ! ცხონებული დიეგო, რა დროს დავკარგეთ, თორემ მაგას ვინ აჯობებდა, მოსაწევშიც კარგად ერკვეოდა.
ჟანა დარკი.
18 იანვარი 2021 00:09
1
ბატისტუტა არა ბატისტაა ეს მანამდე თამაშობდა
მიდი მოდიხარ
17 იანვარი 2021 22:56
0
ყველა გამოხმაურება
დიდი ფეხბურთი აქ ნათამაშები და მაღალი დონის მწვრთნელები ავარჯიშებდნენ, მე მომწონს, არგენტინელი ადამიანი, ფეხბურთი, ბურთი და მოედანი ერთი ორგანიზმია
lechxumeli
17 იანვარი 2021 21:05
2
უკვე ვხედავ ინტერვიუებს შემდეგი შეკითხვებით: ყველაზე მეტად რომელი ქართული კერძი მოგწონთ? რას იტყოდით ქართველ ქალბატონებზე? არის თუ არა მენტალური მსგავსება არგენტინელებსა და ქართველებს შორის.

ამასთანავე, იქნება კომენტარები: არგენტინელები ტემპერამენტით გვანან ქართველებს, ორივეს გვიყვარს ცეცხლოვანი ცეკვა, ხორცი და ღვინო.
კუკური ჯიჭონაია
17 იანვარი 2021 20:50
2
გეთანხმები, ძმაო. ასეც იქნება!

მწვრთნელი აუცილებლად მოზამბიკელი უნდა იყოს.
ამბროსი გითოლენდია
18 იანვარი 2021 16:04
1
თუ დააცდის ფედერაცია რაღაც გამოვა. რაც შეეხება ფეხბურთელებს, თუ არსებული ნაკრებით ვიმსჯელებთ კი, მართლები ხართ, არ გვყავს. მაგრამ გვყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდული, მონდომებული და შრომისმოყვარე ახალი თაობა. მაისურაძის ნაკრებს ერთი-ორი ასევე ახალგაზრდა და უკვე საქმეა. გაზულუქებული როგორც ტანით ისე ხასიათით აღარ გვინდა.
ლაშა
17 იანვარი 2021 20:19
0
Am batistas bolos chinetshi da katarshi umushavia da dietaze dajda tu chvengan ra unda,5 milions magas ver miscemen
Levani
17 იანვარი 2021 20:01
0
ქართველი ვცადოთ.
100%
17 იანვარი 2021 19:52
6
სადაა, ცდის დრო.
გიორგი
18 იანვარი 2021 00:05
2

სიახლეები პოპულარული