Wikipedia-ზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოჩნდა, ცოტა ხნის წინ გაქრა

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონისა (ფეხბურთელის რანგში) და ოლიმპიადის გამარჯვებულის (მწვრთნელობისას), სერხიო ბატისტას ინფორმაციაში Wikipedia-ზე გაჩნდა ახალი გრაფა - საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.


Sportall.Ge
Sportall.Ge


ბატისტა რომ კანდიდატად წარდგენილი იყო ფეხბურთის ფედერაციაში, ამაზე აქამდეც ვწერდით. მისი კანდიდატურა ქართულ ფეხბურთს არგენტინის სახლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა შესთავაზა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, ჯერ ნაკრებს ახალი მწვრთნელიც არ ჰყავს.


თუმცა, ცხადია, "ვიკიპედიის" სისტემა კარგად ვიცით, ინფორმაციის შეცვლა ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა ცვლილება ვერიფიცირებულმა წევრებმა უნდა დაადასტურონ. ვინ და რატომ გააკეთა ეს,
უცნობია, თუმცა თავად ფაქტი საინტერესოა.


ის იყო, ამბავი ფეხბურთის ფედერაციაში უნდა გადაგვემოწმებინა, რომ ზუსტად რამდენიმე წუთის წინ "ვიკიპედიიდან" აღნიშნული ინფორმაცია გაქრა და საქართველოს ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდ "დარჩა".


მკითხველის კომენტარები / 31 /
რაღაც ძალზე დადებითი განწყობა იგრძნობა ბ-ნი ბატისტას კანდიდატურის მიმართ, სავარაუდოდ მათ შორისაც ვინც მესის ფანები არიან. მათ მინდა ვკითხო, ბატისტა ერთერთი ხომ არ არის იმ ცხრა უხარისხო მწვრთნელიდან, რომელთა გამოც მესიმ ნაკრებში ჯერ ვერაფერი მოიგო?
გამოხმაურება
Invalid date
david gurgenidze
24 იანვარი 2021 18:28
1
ქარველი უნდა იყოს აუცილებლად'ვინც იცის ჩვენი ფეხბურთის ავიც და კარგიც
ავთანდილი
23 იანვარი 2021 10:52
0
ნაკრებს ისეთი მწვრთნელი სჭირდება შეკრებაზე ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად ყოველდღიურად გონებრივ ვარჯიშებსაც რომ გააკეთებინებს და გუნდში დაბრუნებულებს ყველას ინდივიდუალურ პროგრამას გაატანს შემდეგ შეკრებაზე უკეთეს ფორმაში რომ ჩამოვიდნენ და ასე ნელ-ნელა მივიღებთ ბრძოლისუნარიან ნაკრებს!
მენტალური მომზადების ცენტრი
23 იანვარი 2021 10:38
0
კაი კარდილოგი დაგჭირდება და მაგაზეც იზრუნე რა იცი რა ხდება ჩვენ ფეხბურთელებს საქმეში რო ნახავ .
goga
22 იანვარი 2021 22:51
0
დანიშონ ნაკრებში ქართველი მწვრთნელი,ახლა ყველაზე კარგი ვარიანტი ქართველი მწვრთნელის დანიშვნაა,მაგალითად ცხადაძე, ნაკრებს კარგად აათამაშებდა ახლანდელ მდგომარეობაში,ყველა ვარიანტში ნაკრების მწვრთნელს უამრავი სამუშაო ელის ნაკრებში.
ziko
22 იანვარი 2021 20:29
2
რა იცით ის, რომ აპრიორი ცუდი იქნება?
hhh
22 იანვარი 2021 19:30
1
მემგონი ისევ ვაისი ჯობია დავაბრუნოთ :) (:
ზესტაფდონი
22 იანვარი 2021 13:13
8
ამათ(ნაკრებს ვგულისხმობ) მიშა უნდა დაუნიშნო მწვრთნელად და ნახეთ ევროპას და მსოფლიოს ერთად მოაგებინებს
სოსო
22 იანვარი 2021 13:08
10
უმეტესობა უცხოელმა მწვრთნელმა ვინც იმუშავა ნაკრებში, ყველა აღნიშნავს ფეხბურთელების მენტალიტეტის პრობლემას და იქნებ ჯერ ჯამრთელობაზე შეგემოწმებიათ ფეხბურთელები და შემდეგ გვეფიქრა მწვრთნელებზე
zmo
22 იანვარი 2021 10:26
0
100%
lasha
23 იანვარი 2021 13:22
0
ვინც გინდა დაუნიშნე ამათ)))
c
22 იანვარი 2021 02:22
0

სიახლეები პოპულარული