Wikipedia-ზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოჩნდა, ცოტა ხნის წინ გაქრა

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონისა (ფეხბურთელის რანგში) და ოლიმპიადის გამარჯვებულის (მწვრთნელობისას), სერხიო ბატისტას ინფორმაციაში Wikipedia-ზე გაჩნდა ახალი გრაფა - საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.


Sportall.Ge
Sportall.Ge


ბატისტა რომ კანდიდატად წარდგენილი იყო ფეხბურთის ფედერაციაში, ამაზე აქამდეც ვწერდით. მისი კანდიდატურა ქართულ ფეხბურთს არგენტინის სახლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა შესთავაზა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, ჯერ ნაკრებს ახალი მწვრთნელიც არ ჰყავს.


თუმცა, ცხადია, "ვიკიპედიის" სისტემა კარგად ვიცით, ინფორმაციის შეცვლა ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა ცვლილება ვერიფიცირებულმა წევრებმა უნდა დაადასტურონ. ვინ და რატომ გააკეთა ეს,
უცნობია, თუმცა თავად ფაქტი საინტერესოა.


ის იყო, ამბავი ფეხბურთის ფედერაციაში უნდა გადაგვემოწმებინა, რომ ზუსტად რამდენიმე წუთის წინ "ვიკიპედიიდან" აღნიშნული ინფორმაცია გაქრა და საქართველოს ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდ "დარჩა".


მკითხველის კომენტარები / 31 /
დაუმარცხებელი წავიდა...
ზორბეგი
21 იანვარი 2021 18:16
1
დარწმუნებული ვარ ამის დანიშვნას აპირებდენ,შემდეგ შემოაგდეს ეგ თემა და საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასება რომ მოისმინეს შეცვალეს გადაწყვეტილება.
ვახო
21 იანვარი 2021 18:05
5
საზოგადოებას როდისმე ვინმე ეკითხება ვინ სად დანიშნონ? ვისაც უნდათ იმას დანიშნავენ
gio
21 იანვარი 2021 19:30
1
ეს თუ დაიშნენ, მაშინ ფედერაციის პრეზიდენტად პატარქალიშვილი უნდა მოვითხოვოთ.D
hhh
21 იანვარი 2021 14:54
6
კი, გადაწყვეტილია. ბატისტუტა მოდის მთავარ მწვრთნელად . თანაშემწეებად გია ავლოხაშვილი და გელა გნოლიძე ინიშნებიან. ერთი თანაშემწეც არგენტინიდან მოჰყავს, ვინმე სერხიო სულხინო პურჭო. მოკლედ, ეს თემა დალაგდა როგორც იქნა.
გენა
21 იანვარი 2021 14:59
9
მოგვწყინდა ეს შენი მახვილგონივრული იუმორი
მ.მ
21 იანვარი 2021 18:52
4
მ.მ.-ს
ხოდა თუ მოგწყინდა აქ რაღას შემოდიხარ, ტელეკომპანია "კავკასიის" პოლიტიკური ტოკ შოუ ჩართე და გირჩის იაგოს უსმინე რას ღაღადებს.
გენა
22 იანვარი 2021 12:22
1
ვინც გინდა დაუნიშნე ამათ)))
c
22 იანვარი 2021 02:22
0
დასანანია, რა მალე მოუწია წასვლა, არადა რა კარგად დაიწყო, შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა.
ხავიერი
21 იანვარი 2021 15:04
1
ამათ მამაზიციერიც ვერ უშველით:(აი ზევით რომ არიან სურათში.
lasha
21 იანვარი 2021 17:41
1
ყველაზე მოკლევადიანი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში :დ
Nika
21 იანვარი 2021 15:29
0
ამაზე არც ღირს სტატიის დაწერა. ვიკიპედიაზე მეც შემიძლია ამექს ფერგიუსონს ჩავუწერო საქართველოს მევრთნელონა და მერე სქრინშიტი გადავუღო და სტატია უნდა მიუძღვნათ მოდის თუ არა ფერგიუსონი საქართველოში და დაუბრუნდა თუ არა ფეხბურთს?
რაში ხარჯავთ დროს
21 იანვარი 2021 16:59
1
უმეტესობა უცხოელმა მწვრთნელმა ვინც იმუშავა ნაკრებში, ყველა აღნიშნავს ფეხბურთელების მენტალიტეტის პრობლემას და იქნებ ჯერ ჯამრთელობაზე შეგემოწმებიათ ფეხბურთელები და შემდეგ გვეფიქრა მწვრთნელებზე
zmo
22 იანვარი 2021 10:26
0
100%
lasha
23 იანვარი 2021 13:22
0

სიახლეები პოპულარული