ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
Postv-ზე გეგი კიკაბიძის სპორტული გადაცემის სტუმარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლის ასისტენტების შესახებ ისაუბრა.

"სანიოლს მხოლოდ ერთი ასისტენტი ჩამოჰყავს, ტუნისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადელ შედლი. მის შტაბში იქნება ზურაბ ხიზანიშვილი. ნაკრებში დიდი ხანია არიან და მუშაობას განაგრძობენ მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძე და ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური. გასარკვევი არის მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელის საკითხი და ის სანიოლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება. ჩვენ უკვე შერჩეული გვყავს რამოდენიმე კანდიდატი, მწვრთნელთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს და გადავწყვეტთ", - თქვა
იაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვეულებრივად ამზადებენ ხიზანას საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისთვის!!!
გულშემატკივარი
20 თებერვალი 2021 11:49
2
ერთ უცნაურ ტიპს რომ მოიყვან, ის მერე სხვა კიდევ უფრო უცნაურ ტიპებს მოიყვანს.
თუ გაინტერესებთ, დაგუგლეთ "Adel Chedli".
ქ. გ.
20 თებერვალი 2021 11:43
5
უცნაური მე ვერაფერი ვნახე
ლშა
20 თებერვალი 2021 12:54
2
მაინც შეაკვეხეს ხიზანა..
მამელუქი
20 თებერვალი 2021 11:31
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული