"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.
"კარს მოგვადგა უკვე მომავალი თამაშები. ჩემი აზრით, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების წინა თამაშებს ნახავდა და ფეხბურთელებზე რაღაც დასკვნებს გამოიტანდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ასისტენტებთანაც გაივლის კონსულტაციას, რის შემდეგაც დამატებით ინფორმაციას მიიღებს.
როგორ წარმომიდგენია სანიოლის ახალი ნაკრები? - ახლა რომ მთლიანად ნაკრები გაახალგაზრდავებაზე წავიდეს და ასე მთლიანად რევოლუცია მოხდეს, ასეთი რამ არ ხდება.
შესაძლოა, გუნდში გყავდეს 5-7 ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაგრამ მთელი ტვირთი პატარა ბიჭებს აჰკიდო და ნაკრები
მათ იმედზე ამყოფო, ასე არ გამოვა.
რა თქმა უნდა, ესპანეთთან ყველაზე რთული თამაში გვექნება. შვედეთი ესპანეთის ნაკრების დონის გუნდი არაა, საბერძნეთს კი ბოლო პერიოდში ჩავარდნა აქვს.
ვფიქრობ, რომ თამაშებამდე 1-კვირიანი შეკრება კარგი იქნებოდა. მესმის, რომ ის მიიღებს ინფორმაციას, მაგრამ საკუთარი თვალით შეხედვა და ფეხბურთელებზე დაკვირვება მაინც სხვა არის...
მგონია, რომ სანიოლი ლაღი ადამიანია და ბიჭებთან ურთიერთობის დამყარება ძალიან ადვილად შეუძლია. მნიშვნელოვანია, რომ მან იპოვოს ისეთი ტაქტიკური მონახაზი, რაც შედეგს მოიტანს".
ჩვენ პოლოტიკოსებმაც რომ იცოდეს ესე"დიპლომატიური" საუბარი უკეთსესი შედეგი გვექნებოდა