ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
საინტერესოა, სანიოლმა თუ ნახა გრიგალავას თამაშები და ისე მოეწონა, რომ ნაკრებში გამოიძახა? სხვებზე, რომ აღარ ვილაპარაკო.
gio
16 მარტი 2021 15:38
3
Makaridzes tamashebi eqneba da magitom argamoizaxa mere sheidzleba adgili dakargos ziritadshi
Bacho
16 მარტი 2021 15:35
2
დდდ აბა ჩვენ რა გვაქ კი მარა თამაში არ გვაქ? მართალია რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმა თამაში ნაკლებათ ქვია მარა მაინც.
jjj
16 მარტი 2021 16:25
4
მაკარიძეს რას ერჩიან ერთ ერთი სტაბილური მეკარეა.
ისიდორე
16 მარტი 2021 15:34
4
Კაია რო ყაზაიშვილი არაა.კაშიამ და კვირკველია უნდა წავიდნეენ.ხარაიშვილი და ლოჩოშვილი აკლია გუნდს.
buxrika
16 მარტი 2021 15:33
6
Es kashi ra iyo-gasagebia xizanam ro daicva gadacemashi,tu unda daicvas,aravin ar cems,magram nalrebshi ra unda..radgan is samklauri gaiketa axla baia pataraias shishit sul unda gamoudzaxon?
Levani
16 მარტი 2021 15:22
4
იქნებ გაგვარკვიოთ რატომ არაა მაკარიძე?არანაირ ლოგიკაში არ ჯდება მისი არ გამოძახება.საქართველოს ნომერი 1 მეკარეა,მოქმედი ფეხბურთელებიდან ალბათ ყველაზე ამბიციურ გუნდში თამაშობს,ლა ლიგადან ერთ ნაბიჯშია და ესენი ნაკრებში არ იძახებენ.ეს ბიჭი ყოველთვის ლორიაზე უკეთეს გუნდშია და მასზე გაცილებით სტაბილური,მაგარამ აგერ უკვე 30-საა და ნორმალურად არ უთამაშია ნაკრებში.რატომ?რატომ არ ვიყენებთ საუკეთესო ქართველ კიპერს?ჟურნალისტებო თქვენ მაინც იკითხეთ და გაგვარკვიეთ რა ხდება ამ თემაზე....
master
16 მარტი 2021 15:20
4
Gela nugzarashvili sadaa.. Etyoba Ar yavs patroni
Dato
16 მარტი 2021 15:17
5
კაშია არა! გრიგალავა არა! დანარჩენი ნორმალურია , ისე წესით უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია მაკარიძეზე ,იმიტომ არაა ,რომ მის კლუბს სჭირდება.
დევკალიონი
16 მარტი 2021 15:17
4
სადაა მაკარიძე, ლოჩოშვილი, ყაზაიშვილი, კვირკველია, ხარაიშვილი და ა.შ.
ვახო
16 მარტი 2021 15:07
13
ჯიღაურს რამდენ წლიანი კონტრაქტი აქვს საქართველოს ნაკრებთან ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?!
:-)
16 მარტი 2021 14:46
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული