ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
სადაც ამდენი, ნინუას ადგილი ვერ მოინახა?
ბექა
16 მარტი 2021 13:27
16
მაკარიძე რეალში უნდა გადავიდეს რო გამოიძახონ?
მეგრელი
16 მარტი 2021 13:26
7
კირკიტაძეს მეგონა გამოიძახებდა ლოკომოტივიდან
ოთარი
16 მარტი 2021 13:23
3
კარგით რა ბიჭო რა დროს კირკიტაა,კირკიტაა რომ გამოიძახო ვინ უნდა ამოაგდო,კიტე?კვარა?აბურჯანია?შენგელია თუ ლობჟანიძე?რომელზე მაღალ დგას?
ბაჩი
16 მარტი 2021 21:26
0
და მაკარიძის არყფნაც გასაკვირია
გიონატ
16 მარტი 2021 13:15
5
პრინციპში ყველაფერი ლოგიკურია, ერთის გარდა საკმაოდ დიდი ხნის უთამაშებელია ხოჭილავა, ამის ფონზე ლოჩოშვილის გამოძახება არ იქნებოდა ურიგო
გიონატ
16 მარტი 2021 13:13
1
22 მარტიდან შეკრება როცა 25 ში თამაშია ფაქტობრივად მწვრთნელს არაფრის დრო არ რჩება არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ ბოლო ტურებიდან დაითხოვონ ფეხბურთელები რომ ერთი კვირით ადრე დაიწყოს ნაკრებმა შეკრება სრულყოფილად მოემზადოს რატომ არ აქვს ფედერაციას ამის რესურსი მართლა ვერ ვხდები 2 დღე რომ გაქვს სულ ნაკრების მოსამზადებლად და მე 3 დღეს თამაშია რა უნდა მოასწროო
ზურა
16 მარტი 2021 13:08
13
აუუუფ მოინდომა :D , აგერ მაკარიძეს ისეთი მნიშვნელოვანი მატჩები აქვს ლა ლიგაში გადადის , რაის დათხოვნა , უნდა იჯდეს სკამზე რო ჩმააოსულიყო
ლშა
16 მარტი 2021 13:45
2
imitom rom klubebs kidia sheni nakrebi da rocaa sanakrebo fankara mashin ushvebs.rad unda amdeni mazgachoba
kombato
16 მარტი 2021 13:37
1
ყველა გამოხმაურება
მაკარიძე სადააა თქვე არასწორებო,კაცი დაფრინავს ალმერი თუ აღზევდა ესპანეთის პრიმერაში მაგ კაცის ამაუებაცაა თან უდიდესი!!!
ნიკა
16 მარტი 2021 13:06
6
კლუბის თხოვნით გაათავისუფლეს, რადგან მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ გადასასვლელი.
H
16 მარტი 2021 13:55
0
მაკარიძის ალმერია ლალიგაში აღზევებისთვის იბრძვის და ზუსტად იმ დროს აქვთ თამაშები როცა ნაკრებს თან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები ლეგანესთან და მალაგასთან და ალბათ ამიტომ არ არის ნაკრებში.
ზაზა
16 მარტი 2021 13:19
0
საინტერესოა ვიხილოთ ამათტგან ვის რა დრო აქვთ მოედანზე გატარებული, თუნდაც ბოლო რამოდენიმე მატჩში. ასე რომ არაა ამის საშველი, ჩვენი შეურაწყოფაა, ეს ქვეყნის 1 გუნდია! რას ღადაობთ?
ლაშა
16 მარტი 2021 13:05
7
ეროვნული ლიგიდან რომ გამოიძახა ფეხბურთელები ეგ მომეწონა რადგან სამწუხაროდ ვაისი არ აქცევდა ყურადღებას ეროვნულ ლიგას და ახლა აქ მოთამაშე ფეხბურთელებს მეტი სტიმული ექნებათ რომ თუ კარგად ითამაშებენ და თავს გამოიჩენენ მიიღებენ შანსს ნაკრებში.
ზურა
16 მარტი 2021 13:03
2
ჯიღაურს,ნავალოვსკის და კუპატაძეს აბა რომელი ლიგიდან იძახებდა ვაისი?
ბაჩი
16 მარტი 2021 21:30
0
ნუ გვექნება იმის ილუზია რომ ვინი სანიოლის არჩეული ფეხბურთელებია. გამზადებული სია მისცეს და იმანაც თავი დაუქნია, თორე გრიგალავას თამაშს უყურა ტულაშიო და მერე გადაწყვიტა მისი გამოძახება ნაკრებში ამას ვინმე დაიჯერებს ?
არაფერი იცვლება
16 მარტი 2021 14:10
2
საინტერესო შემადგენლობაა,

2-3 მოთამაშის გარდა, ყველაფერი ლოგიკური ჩანს.

ალბათ მაკარიძე და ლოჩოშვილი იქნებოდა კუპატაძეზე და გრიგალავაზე საინტერესო.
და სანაიას ნახვაც არ იქნებოდა ცუდი.

ნებისმიერ შემთხვევაში - წარმატებები ნაკრებს!
Just Supporter
16 მარტი 2021 13:03
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული