გიორგი მიქაუტაძე: ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ სფფ-ის საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა და ვასახელებთ საქართველოს - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 16 /
იმედია ჟორჟი ბევრ გოლს გაიტანს,რასაც ვხედავ კაი სნაიპერი კი არის,ამ წუთას მარცხნიდან კვარა და მარჯვნივ საბა წინ ჟორჟი და მის უკან ოქრიაშვილი ,კანკავა-კვეკვესკირი საყრდენი, ხოჭოლავა - ტაბიძე ცენტრი დაცვის , კაკაბაძე და დვალი ფლანგებზე მცველები,მეკარე ჯერჯერობით ლორია და რათქმაუნდა ვილი სანიოლის მეომრები ძალიან მაგრად გამოვლენ პირველივე მატჩში, უბრალოდ 1000 % დარწმუნებული ვარ.
დევკალიონი
17 მარტი 2021 17:49
1
კაკაბაძე? კიდე?
არდილეს
17 მარტი 2021 20:50
0
მე რაც მახსოვს ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ნაკრებში ნახევრად ქართველი ითამაშებს. პირველი არაფრით გამორჩეული ლუკა ჰუფნაგელი იყო, იმედი მაქვს, რომ მეორე შემთხვევა ბევრად წარმატებული იქნება. ჟორჟ კაი კაცი ხარ!!!
sul2
17 მარტი 2021 13:45
0
ორივე მშობელი ქართველი ჰყავს მგონი უბრალოდ იქ დაიბადა
არ არის ნახევრად ქართველი
18 მარტი 2021 15:11
0
აი რას ნიშნავს მუდამ წაგებული გუნდის მენტალიტეტი.... როგორი თაობაც არუნდა წამოვიდეს გავიძახით არაფერი გვეშველებაო... სანიოლი რომ ციდან ვარსკვლავებს მოწყვიტავს მაგის ილუზია არ მაქვს ერთი პლიუსი რაც აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს სისხლში გამჯდარი... ნუ მინუსები ბევრი ექნება... პირველ რიგში მენტალიტეტი უნდა შევუცვალოთ ბიჭებს უნდა დავარწმუნოთ რომ ახალი გუნდია ახალი ფეხბურთელებით და მოვიდა დრო ევროპა და მსოფლიო გავაგიჟოთ ჩვენი ბურთაობით... გუნდს არაუშავს კარგი ბიჭები არიან ნამდვილად ეხლა ამას გამოცდილი კარგი სპეციალისტი უნდა და მენტალიტეტის შეცვლა ხორვატიის და სერბეთის დონის გუნდის დაყენება თავისუფლად შეგვიძლია. ჩრდ ირლანდიამ თუ შეძლო ჩვენც შევძლებთ!!!
რომა
17 მარტი 2021 13:43
0
მადლობა ამ ახალგაზრდას, მაგრამ სამწუხაროდ ვიცი და წაკითხული მაქვს ამ 3 მატჩიანი ციკლის შემდგომი კომენტარები. ბევრი, ბევრი ბოღმა და შური წამოვა, ეგეთია ჩვენი ბუნება, ბევრი წიტაიშვილის ადგილზე ყოფნას ამჯობინებს.
ვიკტორ
17 მარტი 2021 12:40
1
Am kashiebit da kacharavebit martla ro mogvego makedoniaze jimjimi da mandraji axla gveqneboda evropis win.. Isev es axalgazrdebi tu moixodebian
Levani
17 მარტი 2021 11:51
0
კიდევ იმ კაშიებზე,კაჭარავებზე,ლორიებზე,კვირკვრლიებზე,კანკავებსა დაკვარაცხელიებზე რომ არ იდგეს ნაკრები საერთოდ გიბრალტარის დონეზე ვიქნებოდით,ასერომ ეს შეურაცხყოფები შეინახეთ და მოეფერეთ გუნდს
ბაჩი
17 მარტი 2021 13:37
4
ჯიგარი ხარ კარგი სიტყვებისთვის, ღმერთმა გისმინოს და საქართველოს ნაკრებიდან დაიპყარი ევროპა!
წიტაიშვილიც თუ მოგბაძავს, კარგი იქნება
არჩი
17 მარტი 2021 09:00
0
წიტაიშვილს ტრავმა აქვს თორემ აქ იქნებოდა,მიბაძილი აქვს მას უკვე.ახლა კარგი იქნებოდა 17 წლის ლადო ახალაიამ მიბაძოს რომელიც მოლდოვის მოქალაქეა და ინტერის მეორე გუნდში თამაშობს
ბაჩი
17 მარტი 2021 13:39
0
კიტეიშვილი,კვარაცხელია,მიქაუტაძე,წიტაიშვილი,ჩაკვეტაძე,დავითაშვილი,ლობჟანიძე,დვალი,აბურჯანია,გამომრჩა სავარაოდოდ ვიღაც მაგრამ,კარგი ბიჭები კი ჩამოვთვალე.შეიძლება ამ ბიჭებზე დაყრდნობა,კიდევ წამოეშველებიან მალე ახალგაზრდები და იმედია ავიხდენთ სანუკვარ ოცნებას და ვითამაშებთ რომელიმე დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე
საქართველო
17 მარტი 2021 08:12
0
ნამდვილად.თუნდაც ამიერკავკასიის ჩემპიონატი რომ ჩავატაროთ,მესამე ადგილი გარანტირებული გვექნება.
ჟორა
17 მარტი 2021 11:01
22
გიორგის წარმატებები როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო კარიერაში იმედი მაქვს მალე ჩაკვეტაძეც დაბრუნდება წიტეიშვილიც ჩამოვა და მოვა თაობა რომელიც გაგვახარებ და ასახელებს ქვეყანას
Gio
17 მარტი 2021 01:55
0
17 წლის ახალაია არის კიდევ ინტერ მილანში მაგრამ მოლდოვის მოქალაქეა
ბაჩი
17 მარტი 2021 13:42
0
მგონია რაღაც ეპოქა იწყება ახალი საქართველოს ნაკრებში! ჩაკვეც რომ დადგება ფეხზე , ხვიჩასთან ერთად და ბევრ სხვა ნიჭიერ ადამიანთან ერთად მჯერა ვიტყვით ჩვენ სიტყვას! წარმატებები გიორგი! :)
გადასარევი გიორგი
17 მარტი 2021 01:11
3
ამენ
ბაჩი
17 მარტი 2021 13:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული