ვილი სანიოლმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი, ფრანგი ვილი სანიოლი „შერატონ მეტეხის პალასის“ საპრესკონფერენციო დარბაზში პირველად შეხვდა ქართულ მედიას და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

“პირველ რიგში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყველა გამოძახებული ფეხბურთელის თამაში ვნახე. ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა 25 მოთამაშის არჩევა. შეიძლება ვიღაც ადრე ბევრს თამაშობდა, მაგრამ ახლა ყველა შაბათ-კვირას უნდა დაამტკიცონ, რომ ეროვნულ გუნდში ყოფნის ღირსნი არიან. არ იქნება სწორი, რომ მაინცადამაინც სათამაშო პრაქტიკის მოთხოვნა დავაწესოთ.
ვეცადეთ, გადაწყვეტილება გულითა და გონების კარნახით მიგვეღო; ვეცადეთ,
გულწრფელები ვყოფილიყავით. ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა არ არიან სიაში, არ ნიშნავს, რომ მომავალში არ გამოვიძახებთ.

მაკარიძის საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, კლუბები არ იღებენ გადაწყვეტილებას, ვის გამოვიძახებთ ნაკრებში. მათ მნიშვნელოვანი თამაშები სულ აქვთ. არსებობს ფიფას წესები, რომელთა მიხედვითაც ვალდებულები არიან, გამოუშვან მოთამაშეები ეროვნულ გუნდში. უნდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ჩვენ ვიღებთ.

ეროვნულ ლიგაში თამაშმა ფეხბურთელს ნაკრებში მოხვედრაში ხელი არ უნდა შეუშალოს. ხედავთ, 25 ფეხბურთელში რამდენიმე საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელი გამოვიძახეთ. ეროვნულ ლიგაში კარგი მეკარეები არიან.

არის კარგი და უკეთესი ლიგები, თუმცა ჩვენ იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია კონკრეტულ მოთამაშეს ნაკრებისთვის.

ყველა წამყვან ნაკრებს აქვს გარკვეული პრობლემა სხვადასხვა პოზიციაზე, წუხილი. მე არ შემიძლია ვთქვა, რომ კონკრეტულ პოზიციაზე პრობლემა გვაქვს. საქართველოში ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გადაწვეტილების მიღება გამიჭირდეს, ბევრი კარგი მოთამაშე გვყავდეს. ამ ეტაპზე უფრო მეტი არჩევანი შეტევაში გვაქვს, მაგრამ არ ვიწუწუნებ, საკმარისი ოდენობის კარგი ფეხბურთელი გვყავს, რათა მიზნების მისაღწევად ვიბრძოლოთ.

ჯერ საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდების მწვრთნელებს არ შევხვედრივარ, მაგრამ საქართველოში დიდი დროის გატარებას ვაპირებ და აუცილებლად შევხვდები მათ, კლუბის ხელმძღვანელებს, ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელებს.

ალენ ჟირესთან არ მისაუბრია. იმედია, ექნება დრო, რომ გამიზიაროს თავისი ცოდნა და შთაბეჭდილებები საქართველოს კულტურისა და ქართული ფეხბურთელის შესახებ. მაშინ სხვა დრო იყო, მას ალექსანდრ იაშვილი, ლევან კობიაშვილი ჰყავდა; ახლა სხვა ამბავია. ვეცდები, რაც შეიძლება მალე გავეცნო ქართველებისა და ქართული ფეხბურთის მენტალობას.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაკარიძე კლუბში დაგვეტოვებინა. ის ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის და ეს დეტალი გავითვალისწინეთ. კიდევ ერთი ფეხბურთელის კლუბთან არის პრობლემები. იმედია, მოგვარდება ყველაფერი. ყველა დანარჩენი მოთამაშე, ვისი გუნდში ნახვაც გვინდოდა, იმედია, ნაკრებს შეუერთდება, მაგრამ კოვიდ-ერაში ვცხოვრობთ და არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს.

არ მინდა ნაკრების წინა მწვრთნელებზე საუბარი, ყველას თავისი აზრი აქვს. თუ მოთამაშე უთამაშებელია, ჯობს ის ნაკრებში არ გამოიძახო. ყველა დამრიგებელს უნდა, რომ მისმა ფეხბურთელებმა 90 წუთი ითამაშონ, ტრავმა არ მიიღონ და გოლები გაიტანონ. ვიცი, სად მოვედი; ვიცი არსებული სიტუაციის შესახებ და გადაწყვეტილება ყველაფრის მიხედვით მივიღე.

არ ვიცი, მომავალში რა მოხდება, მაგრამ მინიმუმ 3 მატჩის განმავლობაში ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქნება. ის დადებითად დამიხასიათეს, თუმცა მომავალში ურთიერთობა უნდა შედგეს. თამაშის სტილს რაც შეეხება, ყველა თამაშის 5:0 მოგება კარგი იქნება, ყველას გვინდა, მაგრამ ეს რთულია. ყველა თამაში განსხვავებულია და ერთნაირად ვერ ითამაშებ. ჩემი ფილოსოფია არსებულ რესურსს უნდა მოვარგო და პირველ რიგში, ჩემს ხედვებს ფეხბურთელებს გავანდობ.

ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ინტენსიური განხილვა გვქონდა. მათ დიდი ხანია ვიცნობ. ბევრისთვის ფეხბურთი კარიერა, გოლები, ფულია, მაგრამ ჩემთვის ურთიერთობები არანაკლებ მნიშვნელოვანია. ფედერაციის ხელმძღვანელობიდან დიდი მხარდაჭერა მივიღე და ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია, გინდ კლუბში მუშაობდეს, გინდ ნაკრებში.

მიმაჩნია, ჩემს კარიერაში, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე აქ ჩამოსვლა და ახალი საინტერესო პროექტის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

მიხარია, რომ ზლატანი ნაკრებში დაბრუნდა და მოუთმენლად ველოდები, როგორ გამოვა ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენი ფეხბურთელებისთვის მის წინააღმდეგ თამაში დიდი მოტივაციაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროგრესი სურთ. მე ყოველთვის მინდა, რომ მინდორზე საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ, ისეთები, როგორებიც ზლატანი, მესი, რონალდო, მბაპე და ა.შ. არიან. ესპანეთის ნაკრებზე კი შვედეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ვისაუბრებთ.

ინვესტიციების, დაუღალავი შრომისა და დისციპლინის გარეშე ფეხბურთში წარმატებას ვერ მიაღწევ. ცხადია, ამაზე ფეხბურთელებს სულ ვეტყვი.

გიორგი მიქაუტაძეს პირადად ვესაუბრე, იქამდე კი ფედერაციამ კარგად იმუშავა და მოხარული ვარ, რომ ცოტა ფრანგი და ცოტა ქართველი გიორგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

დიდი ამბიციები გვაქვს, მაგრამ ამ ამბიციების მისაღწევად ბევრი უნდა ვიშრომოთ. მაკედონიასთან თამაშს რაც შეეხება, ამ შეხვედრის ფსიქოლოგიურ შედეგებს, ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და წარსული უნდა დაივიწყონ, მომავალზე განეწყონ და ახლა მათ ახალი მიზნები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, ვფიქრობ, ეს არათუ ნეგატიურად, პირიქით, დადებითად იმოქმედებს და უფრო მეტი მონდომება ექნებათ.

გვაქვს დიდი ამბიციები, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. რთული ჯგუფია, ყველას გაუჭირდება, მათ შორის, ესპანეთსაც საქართველოს წინააღმდეგ. ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა ჩადონ, დისციპლინა დავიცვათ და ვფიქრობ, კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.
სად დავაყენებ კვარაცხელიას? მე მგონი, ამაზე პასუხი შვედეთის ნაკრების მწვრთნელისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიცემა იქნება.

დარწმუნებული ვარ, მალე ქართველები დასავლეთ ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშებენ. ვფიქრობ, ჩაკვეტაძეს ტრავმა რომ არ მიეღო, ახლა უკვე ტოპ-გუნდში იქნებოდა.

ბალანსი უნდა დავიცვათ გამოცდილ და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის. ფეხბურთელთა გამოძახება კლუბებში მათ თამაშებზეა დამოკიდებული. ამირან სანაია ნაკრების კანდიდატი იქნება, ვნახე მისი თამაში. სამწუხაროდ, მისთვის ახლა ნაკრებში ადგილი არ გათავისუფლდა, მაგრამ კარი ჩაკეტილი არავის აქვს".


მკითხველის კომენტარები / 59 /
ჩვეულებრივი ფრანგი აფერისტი. იმედია ვცდები
ემიგრანტი
19 მარტი 2021 00:01
13
რა აიჩემეთ ეს კირკიტაძე,გიორგი ჭანტურია გამოვიძახოთ ბარემ მაშინ,ბარსელონას აკადემია აქვს ნანახი და ნოუკამპი,ასევე მესიც ყავს ნანახი და გვარდიოლაც
ბაჩი
18 მარტი 2021 21:43
8
ქართველ ფეხბურთელებს ჭირდება ერთადერთი - ბავშთა საფეხბურთო სკოლებიდან სპეც- ფიზიკური მომზადების მწვრთნელები, განსაკუთრებით გერმანელი, ჰოლანდიელი სპეციალისტების და საქართველო ერთ-ერთ ავტორიტეტულ საფეხბურთო სახელმწიფოდ იქცევა... ასევე ს ა ჭ ი რ ო ა სკოლაში ს ა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ო ფიზიკური მ ო მ ზ ა დ ე ბ ი ს სათები... გ ა ც ი ლ ე ბ ი თ ჯანსაღი - ფიზიკურად, მენტალურად მომავალი თაობების აღზრდისათვის.
გლახუნა
18 მარტი 2021 21:42
4
მეცნიერები არა ის კიდე. მასე, ფურცელზე 5000 მეცნიერი იყო მეცნიერებათა აკადემიაში დარეგისტრირებული. რამე ეტყობა ამ ქვეყანას 5000 მეცნიერის ყოლის?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
19 მარტი 2021 12:13
8
ვაახ განათდა?
და შენმა საფიცარ-სათაყვანებელმა მიშამ,რომ ფიზ ინსტიტუტი დახურა,შენობა ლარნახევრად თავის კორეშებს მიყიდა და მეცნიერები გაყატა?და ახლა ვიმკით მაგის შედეგს?საიდან მოვიდეს ეგ სტაფი?
გლახაობ ბიძიკო და ი.ნხ.
ჰაიაბუსა
18 მარტი 2021 21:55
9
გადამეტებულმა აჟიოტაჟმა და ხმაურმა, ბევრში გაღიხიამება გამოიწვია, რომელიც თვითონ ფეხბურთელებშიცაა და საკმაოდ მაღალი პროცენტით. თქვენი ამგვარი ინიციატივა ამის კიდევ უფრო მატებას იწვევს. ფეხბურთში არსებობს დაუწერელი "გასახდელის" კანონები, რომლის შესრულება ახალფაზრდებისთვის და არა მარტო ძალიან რეკომენდირებულია, რაც შეეხება ჯაბას და გურამს ისინი უკვე ქართული ფეხბურთის ლეგენდები არიან და ამ ეტაპზე ვერანაირი დრიბლინგი და გატანილი გოლი მათ ღვაწლს ვერ გადაფარავს. ყველაფერს აქვს თავისი დრო,ადგილი და ლოგიკა.
ზაზა,
18 მარტი 2021 18:43
7
გადამეტებულმა აჟიოტაჟმა და ხმაურმა, ბევრში გაღიხიამება გამოიწვია, რომელიც თვითონ ფეხბურთელებშიცაა და საკმაოდ მაღალი პროცენტით. თქვენი ამგვარი ინიციატივა ამის კიდევ უფრო მატებას იწვევს. ფეხბურთში არსებობს დაუწერელი "გასახდელის" კანონები, რომლის შესრულება ახალფაზრდებისთვის და არა მარტო ძალიან რეკომენდირებულია, რაც შეეხება ჯაბას და გურამს ისინი უკვე ქართული ფეხბურთის ლეგენდები არიან და ამ ეტაპზე ვერანაირი დრიბლინგი და გატანილი გოლი მათ ღვაწლს ვერ გადაფარავს. ყველაფერს აქვს თავისი დრო,ადგილი და ლოგიკა.
ზაზა,
18 მარტი 2021 18:22
7
რანაირად არის დარწმუნებული რომ ევროპის წამყვან კლუბებში ითამაშებენ ჩვენი ფეხბურთელები?არასერიოზულ განცხადებების კაცია ჩემის აზრით,2 კვირაში დადო ესეთი პროგნოზი?
თეოფა
18 მარტი 2021 17:49
17
ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
ლევანი
18 მარტი 2021 17:22
4
მაია ცქიტიშვილო, ბილეთების გაყიდვა დაიწყე დროზე, ხალხი თამაშზე მოვდივართ!!!
კოტე
18 მარტი 2021 14:53
13
გაიღვიძე კოტე. მაია უკვე სახლშია წასული.
H
19 მარტი 2021 11:14
0
რას ერჩით ამ ბიჭს, რას უწუნებთ? როცა საშუალება ქონდა, ყოველთვის ალალად ითამაშა ნაკრებში და ძალიან გაგვახარა. სანამ ვეფხისტყაოსანს არ დაიზუთხავს, მანამდე ვერ გახდება ესე იგი კაპიტანი? პრესკონფერენციაზე სოლიდურად წარდგომა რაღას ნიშნავს? ღარიბაშვილივით გუშინ რო იყო ბელგიში და ენებს უნდა სხლავდეს მაინცა და მაინც? თუ სანამ თავით ფეხამდე ტატუებში არ ჩანდება და ჭრელ პავიაზკას არ გაიკეთებს, მანამდე არ შეიძლება. მაგნაირი ალალი, თავმდაბალი და ზრდილი მოგვცა ერთი ათი და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.ეგრე 30 რო გახდება მაინც უპოვით მიზეზს. ალალად თქვით, დიდი პატივისცემისდა მიუხედავად, ვინმე უყურებთ ჯაბას თამაშს? ამ ბიჭის თამაშს კი დარწმუნებული ვარ ნახევარი საქართველო უყურებს. მივცეთ შანსი, თუ გაამართლა, ორმაგად საამაყო გვექნება, თუ არადა არც მაგით დაშავდება რამე. ბიჭების ყურადღება მოედანძე მაინც სულ მაგისკენ და მიქაუტაძისკენ იქნება აქცენტირებული, ამიტომაც იყოს, ჩემი აზრით არც არაფერი დაშავდება. პირიქით, კიდევ უფრო მეტი პასუხიმგებლობით და თავდადებით მიუდგება ყველა თამაშს. და კიდევ: რატომ გგონიათ 21 წლის ვაჟკაცი პატარა ბიჭი?
სოლომონი
18 მარტი 2021 14:48
14
Kashia da grigalavas gamodzaxeba ra amis bralia..tu droze ar misva xizanishvili am 3 tamashis mere da tviton ar imozgava topmiolerivit da jiresivit unda sheeshvas mwvrtnelobas..ise kupersac chvens mere daerxa
Levani
18 მარტი 2021 14:10
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული