ცნობილია საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები

AutoSharing Option
თბილისის დროით 23:45 საათზე სოლნას „ფრენდს არენაზე“ ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩი დაიწყება შვედეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები.

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია

მკითხველის კომენტარები / 41 /
ღმერთი ჩვენსკენ
გიო
25 მარტი 2021 23:22
0
ლოგიკურად კარგად შემაგრებული სასტავი დააყენა, ცენტრი გამაგრებულია, ფლანგები შემტევები არიან წინ ქვილითაია გაწყდეს უნდა, ცოტა იღბალიც და მოვიგებთ.
Baduri
25 მარტი 2021 23:14
6
რას ვერჩით, არა უშავს. ერთი ეგაა, თავდასხმა ისევ არ გვყავს, მეკარე მგონი გვყავს, დაცვა გარანტირებულად არ გვყავს და ნახევარდაცვა წესით კი უნდა გვყავდეს, თორემ ისე კარგი შემადგენლობაა... ყველაზე კარგი კი ამ თამაშის წინ ის გახლავთ, რომ მატჩს ჯგუფის ლიდერებად ვიწყებთ, რადგან არც ჩვენზე მეტი ქულა აქვს ვინმეს დაგროვილი და არც ჩვენზე მეტი გოლი აქვს გატანილი... იმედია, მატჩის შემდეგაც ისევე დარჩება ყველაფერი და ნეტავ კი იბრამ თავი არ აცემინოს ჩვენ ბიჭებს....
მ.ტ.
25 მარტი 2021 23:14
1
კაი რა რა დროს სამი საყრდენით თამაშია ბიჭოო არავინ ესე არ თამაშობს ჩვენ ყველასგან გამორჩეულები როგორ უნდა ვიყოთ ყოველთვის თან ცუდის მხრივ 3 ჩამშლელით ერთხელ ვითამაშეთ დანიასთსნ და გაგვაპეს 6-1 და ეხლაც იგივე არ მოხდეს თორე ძალიან ცუდად იმოქმედებს იგივე კვარაზე დს სხვა ახალგაზრდებზე წაგებულის და გაფარჩაკებულის ფსიქოლოგია არ მინდა რო ჩამოუყალიბდეთ ამ ბიჭებს თორე ვინც მიჩვეულია იმად უკვე არაფერი ეშველება,
Zaza.
25 მარტი 2021 23:12
2
წინ კიდევ ჰო, ამაზე სუსტი შემადგენლობითაც გვიწევდა ხოლმე თამაში, მაგრამ ამაზე სუსტი დაცვის ხაზი არ მახსენდება ხუბუტია რო იყო დაცვის ბურჯი, მაგ დროის მერე. საინტერესოა, პასს ვინ მისცემს შემტევ ტრიოს? თუ უმუშევრობის დასაძლევადღა არაა მოსული, იმედია, ამ სამ თამაშში გაიცნობს კონტიგენტს და მომავალში ხიზანას და ფედერაციის რჩევების გარეშე შეკრებს გუნდს და დააყენებს სასტავს.
აუფ!
25 მარტი 2021 23:07
3
არ დაგავიწყდეთ რომ 6 დღეში 3 თამაშია ჩასატარებელი.აქ არარსებობს სათადარიგო შემადგენლობა, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება შემდეგ თამაშებში,რადგან ძალიან რთულია მოკლე დროში აღდგენა მოასწროს ყველა ფეხბურთელმა. ისე ცოტა სახალისოც არის დღეს იმათ თუ იბრა ჰყავთ ჩვენ ჩაბრა გვყავს. #იბრადაჩაბრა
საქართველო
25 მარტი 2021 23:06
1
გამოცხადებული მარცხის ქრონიკა - ლაივი
ტოტონცი
25 მარტი 2021 23:06
7
გასაგებია რომ ეგრევე სასტარტოში მიქაუტაძის დაყენება თითქოს არ აგმოდიოდა მარა ქვილითაიამ რაში უნდა მოუგოს შვედ მცველებს, ჯანით ვერ დაჯაბნის და სიმაღლით ამიტომ მგონია რომ მაინც ბუდი უნდა დაეყენებინა ძირითადში, იმიტომ რომ შეიძლება სისწრაფეში ცოტა უპირატესობა ქონიდა საუკეტესო სემტხბმვევაში რისკზეც წავიდოდა კაცო და მიქაუტაძეს დააყენებდა. წარმატწბწბი ბიჭებს!
გიორგი
25 მარტი 2021 23:04
1
სადაა მიქაუტაძე? რისი ქვილითაია? რა კანკავას და კაშიას ფეხბურთია უკვე? ახალგაზრდებს მიეცი ვილი შანსი რა, რად გინდა ეს ძველი მოთამაშეები! აუ რა! ერთი და იგივე ყოველთვის! ვერ თამაშობენ ისინი ვერ ნახე მატჩები?
Geo
25 მარტი 2021 23:01
2
ეს დალოცვილი, 30 წელიწადია ამ ნაკრების ყველა ამოსუნთქვას ვუყურებ და ყველანაირი სიმწარე მინახავს, იშვიათი სიხარულითაც ძალიან გამიხარია.და კიდევ სხვა ყველანაირ ფეხბურთსაც 30 წელია ვუყურებ და მგონია მესმის. ხოდა იმის თქმა მინდა რომ მე არ ვაძლევ თავს უფლებას, პირველად დაყენებული შემადგენლობით, პირველ თამაშამდე შევაფასო ახალი მწვრთნელი და გამოვიტანო დასკვნები ჯერ არ ჩატარებულ თამაშზე და თქვენ რა გჭირთ, რომ უკვე მარხავთ ამ კაცსაც და ნაკრებსაც. დააცადეთ რა და მერე მაინც ვინ დაგასწრებთ პროფესორობას, თამაშის ჩატარება მაინც დააცადეთ! წინ საქართველო, უნდა მოვიგოთ!
Valderrama
25 მარტი 2021 23:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული