საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ფიზკულტურის მასწავლებელს ჯერ ვერ მოთხოვ, მაგრამ მოეთხოვება ტრიპაჩას! ვის იძახებ ან ვის აყენებ სტარტში? ძალიან სუსტი გუნდია, წინა ნაკრებიდან ვინც იყო კაპიტნიანად კატასტროფა.
პალიკო
26 მარტი 2021 09:38
4
ბიჭებმა ითამაშეს რაც შეეძლოთ, მეორე ტაიმში ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, ცოტა იღბალი კარგი იქნებოდა, რომელიც ყოველთვის გვაკლია, კვარაცხელია რატომ შეცვალა გაუგებარია, რომლის თამაშს ასე ველოდით
Nukri
26 მარტი 2021 09:12
4
აი, რა სპორტის სახეობაზე უნდა მიიყვანო ესენი ეგეც არ ვიცი. საერთოდ ფეხბურთელი არა გვყავს გუნდში თუ არ ჩავთვლით ახალ მარჯვენა მცველს კიდევ ცოტა არა უშავდა
?
26 მარტი 2021 03:32
12
ხვიჩა რატომ გამოცვალა?
მიქუტაიძე რატომ ადრე არ გამოუშვა?
აბურჯანია და ქვილითაია ძლიან ნელა თამაშობენ.
გია
26 მარტი 2021 02:29
1
კანკავა აშკარად გადაიწვა ნაკრებისთვი. მადლობა კაპიტანო შენ გააკეთე ყველაფერი რაც შესაძლებელი იყო.
roma bejanidze
26 მარტი 2021 01:54
8
უკეთესი ვინა გყავს? გვილია მრუდფეხა ანტიპასა, თუ კვეკვესკირი, ბურთების მკარგავი?
რაგბის ფანი
26 მარტი 2021 11:23
1
ქვილითაიას რო არ ეღორა და პასი გაეკეთებინა მარჯვნივ სულ სხვა შედეგი იქნებოდა...
ტორპედოელი
26 მარტი 2021 01:50
0
არა უშავს, სამაგიეროდ მოძმე სომხეთმა მოიგო, გიხაროდენ! ესპანეთთან გოჩა ძუძუგოჭიაშვილიც დაგვემატება და გადავუვლით! ჰალალია ხიზანაზე ხელფასი. სულ ორი კაცი ვიცი ნაკრებში შეძახილებით რო ოჯახებს არჩენენ: ეგ და ბოისა!)))
გურგენი
26 მარტი 2021 13:20
6
გოლის გამტანი 85-ე წუთამდე არ ყავდა ნაკრებს და რაზეა საუბარი. კვკვარას, ოქრის, ჩაკვეტაძის, კაკაბას გარეშე ნულია ნაკრების ფასი.
ასა
26 მარტი 2021 11:14
4
ქვილითაია, ლობჟანიძე, კვარაცხელია - ესენი არ არიან გამტანები? შეუძლიათ თუ არა მეორე საკითხია. პაიჭაძე, კალოევი, ბარქაია, გივი ნოდია, მეტრეველი, შენგელია, შოთი - აი მთავარი გოლის გამტანები ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მაპატიე, მაგრამ ბ-ნი სიომას და შოთის გარდა, აქეთ არავინაა. ბარქაია ცოტა შეუძლოთაა, მუხლებში უჭირს, ვერ შეძლებს. შოთის მშობლებს ვიცნობ, შევეხვეწები, იქნებ დაიყოლიონ სათამაშოდ. სხვა ვერ დაგეხმარები ვერაფრით.
alexandre
26 მარტი 2021 12:18
1
ზლატან აბრაჰიმოვიჩს ისე პირდაღებული მისჩერებოდა კაშია, როგორც უბანში შეყურებენ ხოლმე დიდ ბიჭებს ღლაპები.
საბავშვო ბაღი
26 მარტი 2021 07:42
17
ახსნას რატომ გაიყვანა კვარაცხელია?? ,მთელი შეგნებული ცხოვრება საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ და ასეთი უადგილო ცვლილება თითქმის არ იყო ,საცდელი კურდღელია ეს საქართველოს ნაკრები? ,წავიდეს თავის საფრანგეთში ატაროს ექსპერიმენტები , ჩვეულებრივი პროფესიონალი ნორმალური მწვრთნელი და სტაბილურობის განცდა, მეტი არაფერი არ გვინდა ჩვენ გულშემატკივარს ,შემაზიზღონ ლამის ეს ფეხბურთი რა ,ძაან ერკვევა ახლა სანიოლი ჩარბაძეა უკეთესი თუ კაკაბაძე რა ,დვალი თუ გრიგალავა ან ტაბიძე ,გარტყმაში არაა,ან ქვილითაია 60 წლის ნარკომანივით ,რომ გამოიყურება ,კი ბატონო ავარიაში ქარიშხალივით დაქროდა,მაგრამ ეტყობა ქართულ ჯიგრულ პონტს მიყო ხელი,არ დამთავრდება ეს აბუჩად აგდება საკუთარი გულშემატკივრების? ,სანიოლის არ ეხება , ფედერაციას ვგულისხმობ.
დევკალიონი
26 მარტი 2021 03:31
6
კვარაცხელია და კანკავა იმიტომ გაიყვანა, რომ 3 დღეში ესპანეთთან გვაქვს თამაში, სადაც სკაუტები იქნებიან და ყველას ინტერესებშია კვარამ რუსეთიდან გააღწიოს და კაი გუნდში მოხვდეს.
ქუთაისელი
26 მარტი 2021 11:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული