სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
1.ჩემი აზრით კვარა არ უნდა შეეცვალა.
2.კვეკვესკირი,აბურჯანია და ქვილითაია მინიმუმ სკამზე და მაქსიმუმ ჰაიდა ნაკრებიდან ფორმაში შესვლამდე.
3.განაპირა მცველები მომეწონა.
4.მეორე ტაიმში სანიოლმა დასაწყისიდანვე დაიწყო ტაქტიკის შეცვლა, რაც არ ქონდა ვაისს.

მივცეთ დრო ამ ადამიანს
დათო
11:27 26-03-2021
2
ქვილითაია რატომ უნდა დაგეყენებინა ძირითადში ახსნა არ აქვს და ამას არ ვამბობ მხოლოდ თამაშის მერე, თავიდანვე ვამბობდი. ტიპი არის მაღალი ნელი და ამასთან ერთად ფიზიკურად სუსტი, რა უპირატესობა უნდა შეიქმნას ამან მაღალ ფიზიკურად ძლიერ და მასზე სწრაფ შვედ მცველებთან? თუ არ გარისკავდა და იმ ახალ ბიჭს არ დააყენებდა ეგრევე ძირითადში, ბუდუ იყო აქ დასაყენებელი აუცილებლად. ჩაბრაძემ კო ბანტონო ვერ იტყვი რომ თამაში ჩააგდო მაგრამ რატომღაც მგონია რომ კაკაბაძე მეტ ხიფათს შექმნიდა. არ ვიცი თუ რამე ჯანმრთელობის პრობლემა იყო მარა თუ არა აუხსნელი კვარას გაყვანა, უნდა გაეყვანა აბურჯანია და შემოეყვანა კიტეიშვილი. თუმცა ეს ყველაფერიც რომ გაეკეთებინა მე მაინც დამრჩა შთაბეჭდილება რომ შვედეთი ნახევარი ძალით გვეთამაშა, მათი რეალური პოტენციალი გოლის გატანამდე 10 წუთის განმავლობაში გამოჩნდა, როდესაც ტემპი ააჩქარეს და ჩვენები უკვე ამ სწრაფ ტემპს ჩანდა ვეღარ მიყვებოდნენ, გოლი რომ გაიტანეს იმის მერე ისევ ჩაწყნარდნენ.
გიო
09:46 26-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული