სანიოლი: მედიაში სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"მატჩის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ხვიჩამ გვითხრა, რომ თავი სტკიოდა. პირველი ტაიმი ჩაამთავრა, უკეთ არ იყო და აღარ გავრისკეთ. ჩაუტარდა კვლევა და ყველაფერი კარგადაა, ხვალ ითამაშებს. მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი. ჩაბრაძემ და გიორბელიძემ კარგად ითამაშეს, რთული მისია ჰქონდათ და თავი გაართვეს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

დიახ, ვთქვი, რომ შვედეთში
თამაშით ბიჭებით ვამაყობ და ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ, დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ მაინც. ძალიან მონდომებულები იყვნენ, ჩემი სათქმელის მიტანა მოვახერხე. დისციპლინა აუცილებელია, შვედეთთან კარგად გამოყურებოდნენ. ბიჭები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და ასეთი ერთადგომა გვჭირდება ესპანეთთან გასამართი მატჩის დროს.

მე და ხიზანიშვილი კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მსგავსი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს. რაც შეეხება მედიის გამოხმაურებას, ყოველთვის სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ.

ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს ვერ იყიდი, თამაში მათზე უნდა ააგო, ვინც გვყავს. დასანანი იყო ოქრიაშვილის დანაკლისი. პირველი ტაიმი შვედეთთან ცოტა რთული იყო, მეორე ნახევარში შევიცვალეთ, შევუტიეთ და ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

საბერძნეთს უნდა მივულოცოთ, მოედანზე ხასიათი აჩვენეს, კარგად დაიცვეს თავი. მათ კარში ერთხელ დაარტყეს, ბურთს 20%-ს ფლობნენ და თითქოს ნორმალური ანგარიში არ ყოფილა. ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იგებს. ყველაფრის მიუხედავად, ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის.

კოვიდის სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემებია. სამივე შეხვედრას შეუცვლელად ვერავინ ჩაატარებს. არ ვიცით იქნება თუ არა ცვლილებები, ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ. თუმცა ვინც მოედანზე გავა, ის თავდაჯერებული და შეხვედრისთვის მზად იქნება.

ვთვლი, რომ შვედეთში მოსაგებად თუ ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, შვედეთმა 1 გოლით გვაჯობა. ესპანეთი სხვა გუნდია, ტაქტიკას მეტოქისა და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობათა გაერთიანებით შევარჩევთ. ფეხბურთელები ნაკრებში მოდიან, ყოველდღე არ ვვარჯიშობთ, მათ უნდა იცოდნენ, რა ფეხბურთს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ხვალაც ისეთი დისციპლინაბი იქნება, როგორიც შვედეთში იყო".

მკითხველის კომენტარები / 32 /
აი ეს შეგნება მომწონს, ახსნა კაცმა რაც გულშემატკივარს აინტერესებდა, წარმატებები..................
3
სადარიან ერთი კრიტკოსები ხვიჩას თამაში გამოჩდაო შვედეთანო არაფერი უთამაშიაო არაფერი უთამშია კია არა ეგრევე ვგძენი პირველ ტაიმში რახაც აწუხებდა ვერ იყო ისე უხსიათოდ იყო მაგის ტალატში ნიჩში არავის ეჩვი არ ეპარება ათ წლელების ახმოჩენა საქართველოში წარმოდგინეტ მარტო აგებინებს რუბინს ზოგერთებს ნუ გონოია რო რუსეთის ჩეპიონატი სუსტია მაგრათ ცდებით კიდე ბევრი აქვს მოსამატებელი ხვიჩას მჯერა მაგის წარმატებები მეორე ტამიში რო ყოფილიყო კვარა სხვა თამაში იქნებოდა ზოგი წერდა ჯერ ადრე არისო კვარას თამაში ევროპაშიო მაგას ტვიში ჩამხედა ერთი რუსეთის ჩეპონატი ჯობია ტურქეთს ბელგიას კიდე ბევრს
ქომაგი
18:59 27-03-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული