საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
მცველი ჯიმი ტაბიძე საქართველოს ნაკრების მომავალ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ შეძლებს, - იტყობინება nakrebi.ge:

"2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთს დაუპირისპირდება. 27 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი იყო ჩართული. ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. მომდევნო ორ შეხვედრაში ნაკრებს ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძალიან ცუდია ტაბიძის დანაკლისი ერთ ერთი გამონაკლი ფეხბურთელია ქართველებს შორის რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით გამოჯამრთელებას ვუსურვებ დღეს ვნახე ამ დღის შედეგები და გაოცებული დავრჩი მალტის ნაკრებმა გასვლაზე ფრე ეთამაშა სლოვაკეთს და ლუქსემბურგმა გასვლაზე მოუგო ირლანდიას მე არც სლოვაკეთს და არც ირლანდიას არ ვადარებ ესპანეთის ნაკრებს მაგრამ ამ ორმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ ყველასთან შეიძლება თამაში თუ მოინდომებ და ბოლომდე დაიხარჯები იბრძოლებ მოედანზე და ეს ესპანეთიც აღარ არის ისეთი ვარსკვლავური შემადგენლობით როგორიც 2014 წლის მსოფლიოს შესარჩევზე შეგვხდა თუ ლუქსემბურგს შეუძლია მოუგოს მასზე გაცილებით ძლიერ ირლანდიას გასვლაზე ჩვენ საკუთარ კედლებში რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ თუნდაც ქულის აღებაზე ესპანეთან არანაირი შიში კომპლექსი და მორიდება ბოლომდე ბრძოლა ღევის და ნევიულობის გარეშე წარმატებები ნაკრებს.
გიორგი ჯუღელი
01:56 28-03-2021
1
მე მგონი შემდეგისთვის ნაკრების მწვრთნელმა უნდა გააკეთოს თამᲐშების წინ ასეთი განცხადება:გამოძახებული ფეხბურთელებიდან ვერავის ვერ მოგცემთ გარანტიას,რომ იქნებით ძირითად შემადგენლობაში.ამიტომ ვისაც არ გაწყობთ ასეთი რასკლადი,ნუ ჩამოხვალთ, ოღონდ შეგვატყობინეთ წინასწარ, თქვენს მაგივრად სხვისი გამოძახება რომ მოვასწროთ.პაცივისცემით ვილი სანიოლი
კახა ქ.
02:23 28-03-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული