საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
ხუთი ნომერი კარგი მცველია
gogia
29 მარტი 2021 13:18
0
ძმაკაცობით რომ აყენებენ ტრენერებს იმიტომ წააგეს ესპანეთთან. სანიოლი გაგებაში არ არის მწვრთნელობის,რა ზამენები აკეთა და წააგო თამაში ტრენერმა!
david gurgenidze
28 მარტი 2021 23:54
29
აქაც ჩაწყობითაა თუ რა ხდება??
B.k
28 მარტი 2021 22:38
1
ბერიძე ბერიძე აი 100 % წაგების მიზეზი, არ გეწყინოს ძმაო . ყველა კომპონენტში დაჩაგრეს სისწრაფე დრიბლინგი საჰაერო ბრძოლა, არ უნდა იძახებდენ ასეთ ფეხბურთელებს ნაკრებში
gio gio
28 მარტი 2021 22:35
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული