ლუის ენრიკე: საქართველოს ნაკრები უმატებს - კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"დიახ, ძალიან რთული მატჩი იყო. შეიძლება საბერძნეთთან მატჩზე უფრო რთულიც. საქართველო დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა რაღაც შევცვალეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.

ძალიან მომეწონა საქართველო. ეს გუნდი მატჩიდან მატჩამდე იზრდება, დღეს შვედეთთან თამაშზე უკეთესი იყავით, ერთი გაიტანეთ, მეტიც შეგეძლოთ. ეს გამოიწვია მაყურებლის დასწრებამ, კარგმა დაცვამ.

კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ახალგაზრდაა, თუმცა მაღალი კლასი უკვე აქვს და თუ ასე განაგრძობს, მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ".

მკითხველის კომენტარები / 29 /
გაუვარდათ ყარაულის თოფივით ესპანელებს!არაფერი მომენტები არ ქონიათ საგოლე. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა!!!!
Kemal gagnidze
29 მარტი 2021 00:12
1
ჩვენმმა ბიჭებმმა ძალიანაც კარგად ითამაშეს, მონდომებაც არ აკლდათ, აშკარად ეტყობოდათ, რომ სხვანაირი მუხტით იყვნენ გამოსულები. ობიექტურობისთვის, ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაფიქსირებულიყო.
ნონა
29 მარტი 2021 11:40
1
ნამდვილად, მიუხედავად ძალიან საშინელი განწყობისა, გულის ტკივილისა, ნერვიულობისა საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, მართლაც მაგრად და ამაყი ვარ. და ხვიჩა, ეს ჩვენი ოქროს ბიჭუნა!!! და რა ცუდი უნდა დაგვცდეს გუნდზე რომელმაც ფეხბურთი ითამაშა!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!!
Joko
28 მარტი 2021 22:43
1
ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, ესპანეთს მოგება არ დაუმსახურებია ამ თამაში. მე ყმაყოფილი ვარ ფეხბურთი ვითქმაშეთ შვედეთან და ესპანეთანაც, ესა ჩვენი ფეხბურთი, ასე უნდა გავაგრძელოთ ნებისმიერ მეტოქესვუნდა შეუტიოთ. ერთა ლიგაზე ცვენ დივიზიონში ფავორიტები ვიქნებით.
გოგა
29 მარტი 2021 14:00
1
იმ იმედით ვცხოვრობ , რომ კვარაცხელიას გვარი არასოდეს დაგავიწყდება ლუის! ( ობიექტური თუ არ ვარ ბოდიში. მჯერა ჩემი სუბიექტურობის! მჯერა ხვიჩასი! მჯერა ოთარის! ჩაკვე ოჩამჩირელო ჩემი მეზობელია დევნილივარ მეპატიება))) გვჭირდები!)
დიმო
29 მარტი 2021 03:06
0
ენრიკეს დონის მწვრთნელისგან ასეთი ყურადღება და კომპლიმენტი კარგის ნიშანია
მიგელ
28 მარტი 2021 23:07
1
შენს პირს შაქარი
ესპანეთში მოგიგებთ!))
გურჯი
29 მარტი 2021 00:56
0
რაღაც კი არ შეცვალეთ, Ყარაულის თოფივით გაგივარდათ! Ეს საგრანდო მსაჯობაც მაგარია, სუსტს რო წიხლს აჭერენ. Ბოლო წუთზე ორი სუფთა ჯარიმა არ დაგვიდეს.
Rag
28 მარტი 2021 23:05
1
ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელებით კიდევ კარგათ ვითამაშეთ , ხალხო იმას მაინც დააკვირდით რო 30 წუთის მერე სირბილი აღარ შეუძლიათ 2-3 ფეხბურთელის გარდა არცეთს . ეგე ბერძნებმა ირბინეს და ფრეს გამოკრეს , სიმართლე ეგაა და ვერ გავექცევით
სიმართლეს გაუმარჯოს
28 მარტი 2021 23:23
4
მადლობა ბიჭებს ..
აჩი**
28 მარტი 2021 23:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული