"ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ" - "ბარსელონას" ფანები შენგელიას უხეშობას მწვავედ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:

"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.

მკითხველის კომენტარები / 33 /
რაც შენგელიამ გააკეთა გამართლება არა აქვს, გამოვიდა, იძუნძულა, კაპიკის ფასი არაფერი გაუკეთებია და ბოლოს სასოწარკვეთილმა წითელი მიიღო, დასასჯელია.
მეგრელი
30 მარტი 2021 16:31
14
ყველაფერი ძალიან მარტივია - იმათი ფანების აღშფოთება არც გასაკვირია და არც გასაბრაზებელი. იმათ ფეხბურთელს რომ იგივე გაეკეთებინა ვთქვათ კვარაცხელიასათვის ეგეთი რეაქცია გვექნებოდა ჩვენც. რეალურად კი ჩვეულებრივი მომენტი იყო. შენგელიას მხრიდან არაპროფესიონალიზმს ქონდა ადგილი, საერთოდ აბსოლუტურად არასაჭირო ადგილზე ჯარიმის აკიდება თან ისეთის, წითელს რომ იმსახურებს არაპროფესიონალიზმია, თორემ პედრის დამტვრევა რომ არ უნდოდა, ცხადზე ცხადია.
არტ
31 მარტი 2021 01:29
0
როდესაც აშავებ, მინიმუმ ბოდიშის მოხდა მაინც უნდა შეძლო და როდესაც პატარა ბიჭთან აშავებ, ეს ძალიან გულწრფელად და დამაჯერებლად უნდა გააკეთო... შენგელიას მცდელობაც არ ჰქონია და ალბათ, ეს სოციალური ქსელით მაინც უნდა გაეკეთებინა... არადა თამაში ასეთ ფინალს არ იმსახურებდა, უხეშობის მიუხედავად, ფეხბურთელები ერთმანეთს წამოდგომაში ეხმარებოდნენ და ერთ მომენტში თვალის ჩაკვრასაც მოვკარი თვალი... გახსოვთ, ფეოლა როგორ არიგებდა პატარა ბიჭებს აეროპორტში?!... ეს უხდება ფეხბურთს და ამის სანახავად დადის ხალხი სტადიონზე საქართველოშიც და ესპანეთშიც...
მ.ტ.
30 მარტი 2021 18:54
19
გაიგებთ აუცილებლად.თქვენს მიწაზე თან.ფეხბურთია ბალეტი კი არა,დიდი ამბავი,ამის მეტს არავის უუხეშია რას ამბობთ.
master
30 მარტი 2021 17:34
16
მე კი ვფიქრობ შენგელიას დონის ფეხბურთელები საქართველლოშიც ბევრია
giga
30 მარტი 2021 14:34
6
ქაჯივით მოიქცა!!!
L.J.
30 მარტი 2021 11:10
13
საფეხბურთო და არა მრტო ინტელექტია დეფიციტში, არსებობს კიდევ Ღირსება და დიდსულივნება, ყიფიანს რომ ახსენებთ, სწორედ ამით იყო დათო გენიალური.
gela
30 მარტი 2021 21:10
4
პედრიმ უფრო კარგად ეს თვითონ გააფორმა,რადგან ეს ვარდნის დროს მოხდა,თუ კადრს რამოდენიმეჯერ შეხედავთ ეს აშკარაა,თუმცა უხეშობა არ მოსულა არსად..
სვანსკი
30 მარტი 2021 13:21
7
აუ Ჩიტი არავინ აუფრინოს Შენგელიას რა
ბოლო 15 წუᲗი მსაჯიანად გვეᲗამაᲨებოდნენ!
ზურა
30 მარტი 2021 19:53
7
შენგელიამ ამ ვარდებით გამოაჩინა თავისი დაბალი დონე ან ქონდა რომ.
ისიდორე
30 მარტი 2021 22:54
14
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული