ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
3 ქულას ვიმსახურებდით ყველანაირი გადამეტების გარეშე. მეორე ტაიმში იმენა ვეჯექით. ერთხელ შეგვიტიეს და ისიც კაკაბამ უჯიგრა. ქვილითაია ჯობია ბუდუს აშკარად დღესაც გამოჩნდა. გიორბელიძეს ბრავო ესეთი მაგარი დებიუტი იშვიათად. კიტეს ყოჩაღ და კვარაზე არაფერს ვიტყვი. კარგი ბიჭებიხართ სანიოლსაც ყოჩაღ. არვინსახურებდით ფრეს
Eri
01 აპრილი 2021 00:52
3
თუ ვაისს ვუშვებდით, მწვრთნელი ცოტა ადრე უნდა შეგვერჩია ან ვაისი არ გაგვეშვა, დარწმუნებული ვარ ცოტა მეტი შეთამაშება და ამ სამ თამაშში მინიმუმ 4 ქულას ავიღებდით
Semi
01 აპრილი 2021 00:51
33
semi, ნახევარია, დაიკელი ცოტა შენს რეალობამდე
არვე
01 აპრილი 2021 01:29
0
კვარა განუზომლად დიიიდი სიხარულია.
ასა
01 აპრილი 2021 00:50
1
სამი ქულა როგორ გვჭირდებოდა, დასანანია ყველას უმართლებს, სომხეთი, ნახე.. ღმერთის წყალობით ჩვენი გამართლების დროც დადგება
გიორგი
01 აპრილი 2021 00:50
3
თავდამსხმელის გარეშე კიდევ კარგად ვითამაშეთ სამივე თამაში. სადა ხართ საქართველოს თავდამსხმელებო გამოჩნდით, ამდენ გუნდში ერთსაც რომ ვერ გიპოვნით კაცი
???????????????
01 აპრილი 2021 00:50
1
ქვილითაია რო ურტყავს მასე ვურტყავდი 4 წლისას მამაჩემმა ფეხბურთის თამაში რომ მასწავლა მაშინ
შაკო
01 აპრილი 2021 00:50
0
მე ახლაც მასე ვურტყამ, ცალი ფეხი ავარიაში დავკარგე.
ეჰ
01 აპრილი 2021 01:14
0
პირველი მერცხალი გამახსენდა, რატომ მარტო იასონი, აგერ ხვიჩამ გადაგვარჩინაო.
მინდია
01 აპრილი 2021 00:50
0
ბერძნებს ეგონათ ავშენდითო, მარა. ხანდახან ეგენიც რო დაითარსონ რა მოხდებოდა
Geitanes
01 აპრილი 2021 00:49
1
სანიოლი ამარᲗლებს მოლოდინს!!! Შემდეგ ᲗამაᲨებზე აქეᲗ კვარაცხელია იქეᲗ ᲩაკვეტაᲫე,და ვიᲗვალოᲗ გოლები,მერე ქულები!!! საბერᲫნეᲗს ᲩვენᲗან მოვუგებᲗ,Შვედებს ᲩვენᲗან მოვუგებᲗ,კოსოვოს Შინ და გარეᲗ მოვუგებᲗ!!! ᲨეიᲫლება მეორეზეც გავიდეᲗ,აი ერᲗი პრობლემა გვაქვს:როცა ვერ გვიტანენ ᲫალიᲗ ნუ ვატანინებᲗ!!!
ზურა
01 აპრილი 2021 00:49
3
uuufff...madloba gmerts rogorc iqna aviget qula...eseigi sanioli martali yofila rom ambobda yvelastan unda vibrzolot da meoreze gasvlac sheidzleba...
romandro
01 აპრილი 2021 00:49
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული