ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
ღმერთი ვთხოვ რომ ტრავმები აგვარიდოს თავიდან და დანარჩენი ყველაფერი კარგადიქნება მჯერა. ხოშეიძლება რომ ჩვენც გავიხაროთ
ქილერა
01 აპრილი 2021 02:19
2
გუნდი უთავდამსხმელოდ თამაშობს. საქართველოს ერთი კაციც რომ არ ეყოლება ამ პოზიციაზე, უბედურებაა
sos
01 აპრილი 2021 00:52
2
სანიოლი ამარᲗლებს მოლოდინს!!! Შემდეგ ᲗამაᲨებზე აქეᲗ კვარაცხელია იქეᲗ ᲩაკვეტაᲫე,და ვიᲗვალოᲗ გოლები,მერე ქულები!!! საბერᲫნეᲗს ᲩვენᲗან მოვუგებᲗ,Შვედებს ᲩვენᲗან მოვუგებᲗ,კოსოვოს Შინ და გარეᲗ მოვუგებᲗ!!! ᲨეიᲫლება მეორეზეც გავიდეᲗ,აი ერᲗი პრობლემა გვაქვს:როცა ვერ გვიტანენ ᲫალიᲗ ნუ ვატანინებᲗ!!!
ზურა
01 აპრილი 2021 00:49
3
თქვენ სომხების თამაში უნდა გენახათ. რა ჟილკით და მონდომებით ითამაშეს.შეჭამეს რუმინეთი. ესენი დგანან და ბურთს ელოდებიან. დაცვიდან ძლივს ამოაქვთ ბურთი. ერთი კვარაცხელია ვერ გვიშველის და არ უნდა გულზე მჯიღის ცემა და ამათი ქება ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. არშეუძლიათ მეტი და თუ გინდა შეეკითხე
გრიგოლი1408
01 აპრილი 2021 02:04
20
შეჭამეს არაა ფლავიი მსაჯს ალბათ მთელი ყუთი არმიანსკი კანიაკი უპადაგრევეს ! ჯერ რა იყო ის რომ გააძევა არ იყო გასაგდები მერე თამაშგარიდან გატანილი გოლი და მოგონილი პენალი @ ასე რომ დაეხმარონ ლიხტენსტეინი გერმანიას მოუგებს DDD
ზურა222
01 აპრილი 2021 02:40
10
ხომ არ აჯობებდა ზივზივაძე და ქვილითაია რუსთავში გაგვეშვა ან ზესტაფონში,გადაადნობენ და ადგილობრივ გუნდს იქნებ გამოადგეს
კახა 777
01 აპრილი 2021 01:46
1
ეჰ, კვარას დაკლება გვინდოდა მაკედონიასთან?! მაგრამ არაუშავს. ხვიჩა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს
ირაკლი
01 აპრილი 2021 01:22
2
სამივე თამაში ათმა კაცმა ვითამაშეთ, ქვილითაია და ზივზივაძე მოწინააღმდეგის მხარეს იყვნენ. დავიჯერო ახალგაზრდულში მაგათზე კარგი არ იძებნება?????????? მადლობა ბიჭებს და სანიოლს................
სტალინი
01 აპრილი 2021 01:17
3
"თამაში 10 კაცით დავიწყეთ" მაგრამ მაინც "მადლობა სანიოლს." რკინის კაცი ხარ რკინის ლოგიკა გაქვს მოკლედ.
LOGIKA.
01 აპრილი 2021 01:30
3
ნაკრებს უჭირს გატანა აბა რა, თავდამსხმელი/ფორვარდი არ გვყავს და ...
გიზო
01 აპრილი 2021 00:49
0
კაი რა აღარ შეიძლება ასე.უიღბლობა, ჯადოქრობა,უბედობა,გათვალული ვართ.... და კიდევ უამრავი არაფრისმთქმელი ყურით მოთრეული თავის გასასამართლებელი მიზეზი.ეს ყველაფერი არაპროფესიონალიზმისა და დაბალი სათამაშო კლასის ბრალია.ზივზივაძე-0! ქვილითაია 0-0-0!!!აღარ შეიძლება ეს ლამბერსექსუალი რომ დასვან სკამზე სხვას მისცენ შანსი? კვარა მაგარია მაგრამ ერთი კაცი ბრძოლას ვერ მოიგებს.გიორბელიძეს კვარასთან ერთად უმაღლესი შეფასება. პროგრესი აშკარაა.გუნდი გამოკვეთილად შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ვაისის პახმელიაზე მყოფ ნაკრებთან შედარებით.
KOSTAKURTA
01 აპრილი 2021 01:57
2
მერამდენედ ვამბობ უკვე რომ ქვილითაია არაა ნაკრების დონე არაააა. ეს ზივზივაძე კიდე ყველაზე სუსტი იყო,მერამდენედ უკვე.
ქობულეთიდან
01 აპრილი 2021 01:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული